ტროლი ტასო იგივე მურმან ბათუმელი ლიზა იასკოს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

315
VIEWS

2 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ტასო დევაძემ ფეისბუკ ჯგუფში “მოქალაქე” არასამთავრობო ორგანიზაცია” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც  ჩანს რომ 2 ქალი ერთმანეთს კოცნის. ფოტოს ახლავს აღწერა “აგია იგი, გიულას ახალი რძალიკო… елизавета ясько с девушкой”, რომელიც ამტკიცებს, რომ მასზე  უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის ახალი პარტნიორი ლიზა იასკოა გამოსახული.

ფოტო მსგავსი აღწერით ასევე“ქართული მისიის” დამფუძნებელმა რამაზ გაგნიძემაც გაავრცელა.

სტატიას მიხეილ სააკაშვილის ახალ ოჯახზე აქვეყნებს nostal.ge-ც. სტატიაში ლიზა იასკოც წარმომავლობასა და საქმიანობაზეა ლაპარაკი, რომელსაც თან ერთვის კოცნის ფოტოც. ფოტოსთან დაკავშირებით nostal.ge აღნიშნავს, რომ ლიზა იასკომ სახელი “ლესბოსური ფეიკფოტოებით” მოიხვეჭა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიზა იასკომ ქალს ტუჩებში სახალხოდ აკოცა, გასულ წელსაც ვრცელდებოდა. ფოტო 2020 წლის 28 ნოემბერს infopostalioni.com-ს აქვს გამოქვეყნებული.
"

"
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ელიზავეტა იასკო, არამედ დარინა პეტრიშინაა, რომელიც ანა სუხომლინას კოცნის. ფოტოსთან დაკაშირებით განცხადება გაავრცელეს როგორ თავად ლიზა იასკომ, ასევე მომხმარებელმა, რომელმაც ფოტო სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა და უარყვეს ინფორმაცია, რომ ფოტოზე იასკოა ასახული.

ფოტო თავდაპირველად ყალბი აღწერით უკრაინის” რადიკალური პარტიის” ლიდერმა იგორ მოსიჩუკმა თავის ტელეგრამ-არხზე 2019 წლის ნოემბერში გაავრცელა. მოსიჩუკი ამტკიცებდა, რომ ფოტოზე ერთ-ერთი გოგონა ლიზა იასკო იყო.
"

ავთენტური ფოტო კი პირველად ფეისბუქზე მომხმარებელმა Kateryna Chepura-მ 2019 წლის 28 ნოემბერს გამოაქვეყნა და მასში ასახული პირები, ჰანა სუხომლინი და დარინა პერტრიშინი მონიშნა. მომდევნო დღეს კატერინა ჩეპურას გამოქვეყნებული აქვს სხვა მსგავსი ფოტოებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ მწვანე ტანისამოსიანი ქალი ლიზა იასკო არ არის.

"

"

"

29 ნოემბერს კატერინა ჩეპურა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფოტოზე ლიზა იასკო იყო ასახული და დაწერა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

"

როგორ გამოიყურებიან დარია პეტრიშინი და ლიზა იასკო?

"
დარინა პეტრიშინი

"
ლიზა იასკო

გავრცელებულ ფოტოს 2019 წელს თავად ლიზა იასკო საკუთარ ფეისბუქ გვერდზეგამოეხმაურა და დაწერა, რომ ფოტოზე თავად არაა გამოსახული:

ლიზა იასკო: “სამწუხაროა, რომ ოდესღაც “Айдар”-ის ერთ-ერთი ლიდერი იგორ მოსიჩუკი დაკავებულია სიყალბის შექმნით და გავრცელებით. საჭიროა არაა მიცნობდეთ, ან ოდესმე ნანახი გყავდეთ, საკმარისია დაგუგლოთ ჩემი ნებისმიერი ფოტო და მიხვდებით, რომ ამ ფოტოზე მე არ ვარ, რამდენადაც არ უნდა სურდეს ეს იგორ მოსიჩუკს. ეს სამარცხვინოა არა მხოლოდ სიყალბის ავტორისთვის, არამედ საზოგადოების პოლიტიკური კულტურის დონისთვის, რომელშიც ასეთი იაფფასიანი თავდასხმები ყოველთვის პოულობს მუშტარს. არ ვიცი, ვინ არიან ეს გოგონები, მაგრამ ვწუხვარ, რომ ამ სამარცხვინო პროვოკაციაში აღმოჩნდნენ გარეული. მე ვიყავი და ვარ მზად საინფორმაციო თავდასხმისათვის. როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი კანდიდატი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – თავდასხმები დაიწყო. ასე რომ, ამის და სხვა მსგავსი სიყალბის ავტორებმა უნდა იცოდნენ – ნებისმიერი პროვოკაცია მე მხოლოდ მაძლიერებს”.

"

წყაროს შესახებ

ფეისბუკ მომხმარებელი ტასო დევაძე (ნეკროლოგები ნეკროლოგები), რომელმაც ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა, სავარაუდოდ, ყალბი პროფილია. ანგარიშის პროფილის ბმულში სახელი murman.batumeli არის მითითებული.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist