ვინ “დაუჯავშნა” Аэрофлот-ის ბილეთები ღარიბაშვილსა და კობახიძეს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

29
VIEWS

2021 წლის 28 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნიკოლოზ გაბელაიამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მოსკოვის მიმართულებით პირველ ოქტომბერს ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე დაჯავშნილი რუსული ავიაკომპანია “Aeroflot”-ის ბილეთებია ნაჩვენები. 15:00 საათის მდგომარეობით ნიკოლოზ გაბელაიას პოსტს 152 გაზიარება და ასობით გამოხმაურება აქვს.

პოსტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციური მედიების მხარდამჭერ შემდეგმა ფეისბუქ გვერდემბა და ჯგუფებმა გადააზიარეს: მიშა პრემიერად,მიშა საქართველოს პრეზიდენტია,თანამოაზრეთა გაერთიანება – საქართველოდიდი დიღომი ენმ,ნიკა მელია თბილისის მერადსად წაიყვან სადაურსანაციონალური მოძრაობა.ერთიანი და ძლიერი საქართველომოძრაობა საქართველოსთვისმთავარი არხის მხარდამჭერთა ჯგუფი და დემოკრატია.

პოსტი ფაისბუქ მომხმარებელთა ნაწილმა სატირად აღიქვა, ნაწილმა კი რეალობად.

"

ნიკოლოზ გაბელაიას მიერ გამოქვეყნებული ბილეთების სურათები გაყალბებულია და პოსტი სავარაუდოდ სატირული შინაარსისაა. Aeroflot-ის SU 2101 რესისი რეალურად მოსკოვიდან რიგის მიმართულებით ასრულებს რეისებს. ბილეთის გაყალბებული ფოტოს ავთენტური ვერსია კი პირველად რუსულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და ის მოსკოვიდან რიგის მიმართულებით 2016 წელს შესრულებული ფრენის ბილეთს ასახავს, რომელიც ვინმე კონსტანტინ კონსტანტინოპოლსკის სახელზეა დაჯავშნილი. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ირაკლი კობახიძის “ბილეთის” სურათი ერთი და იმავე ფოტოს დამუშავების შედეგადაა მიღებული. ბილეთში მგზავრის სახელი, გვარი, დანიშნულების ადგილები, ასევე ფრენის თარიღია შეცვლილი. დამუშავების შედეგად ჩასწორებული ნაწილები ბილეთზე დატანილი ავთენტური წარწერებისგან შრიფტის ზომითა და სტილით მკვეთრად განსხვავდება. ამასთანავე, ბილეთის მარჯვენა ნაწილში იკითხება მგზავრის რეალური სახელი და გვარი, ფრენის მიმართულებები და თარიღი, რომელიც არ ემთხვევა ბილეთის დანარჩენ ნაწილში მითითებულ მონაცემებს. რეალურად, SU 2101-ის აღნიშნული ბილეთის მფლობელი არა ირაკლი კობახიძე ან ირაკლი ღარიბაშვილი, არამე ვინმე კონსტანტინ კონსტანტინოპოლსკია, რომელიც მოსკოვიდან რიგის მიმართულებით 2016 წლის 9 ოქტომბერს მიფრინავდა.

"
Yandex-ის სურათების საძიებო სისტემის მიხედვით, Aeroplot-ის 2016 წლის რეისის აღნიშნული ბილეთის ფოტო რუსულ ვებ-გვერდზე uniticket.ru-ზე გამოქვეყნდა. ავთენტური სურათი 2021 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ საინფორმაციო სტატიას ერთვის, რომელშიც თვითმფრინავით მგზავრობასთან დაკავშირებული დანახარჯების თემას ეძღვნება.

"

წყაროს შესახებ 

ნიკოლოზ გაბელაია, რომელმაც ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის გაყალბებული ბილეთების ფოტო გაავრცელა, ფეისბუქ პროფილზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და პარტიის მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აზიარებს. გებალაიამ ღარიბაშვილის და კობახიძის “ბილეთების” სურათი მას შემდეგ გაავრცელა, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე საქართველოს მიმართულებით 2 ოქტომბერს დაჯავშნილი ბილეთების ფოტოები გამოაქვეყნა.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist