ვინ გააყალბა პატრიარქის ციტატა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

55
VIEWS

განახლება: 5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 16:17 წუთზე გაავრცელა  განცხადება და უარყო პატრიარქის საკვირაო ქადაგების შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.


2021 წლის 4 აპრილს, ფეისბუქ გვერდმა “საქართველო” სრულიად საქართველოს  კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის, საკვირაო ქადაგების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ილია მეორემ ქადაგებისას კომენდანტის საათსა და შეზღუდვებზე ისაუბრა და თქვა, რომ კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები გონივრული არაა, არ ემსახურება ვირუსის შეკავებას და აჩენს ეჭვს, რომ ეს ქართველი ხალხის დამონების მცდელობაა. პოსტს თან ახლავს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გადაცემის “ქრონიკის” სქრინი, რომელიც ილია II-ის ქადაგების ფოტოს ასახავს. 5 აპრილის 14:00-ისთვის პოსტს 5 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

 

იდენტური ინფორმაცია  კიდევ ერთმა ფეისბუქ გვერდმა “ახალგაზრდული” გაავრცელა.

;;

ილია II-ის ციტატა ყალბია. ღია წყაროებში მის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ საკვირაო ქადაგება პოსტის გამოქვეყნების დღეს, 4 აპრილს პატრიარქს არ ჩაუტარებია.

სამების ტაძარში 4 აპრილს ჩატარებული საკვირაო მსახურების ჩანაწერი საპატრიარქოს ტელევიზიის, ერთსულოვნების YouTube არხზე გამოქვეყნდა. ჩანაწერის მიხედვით, საკვირაო ქადაგება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ჩაატარა. პატრიარქის თანამოსაყდრეს კომენდანტის საათსა და შეზღუდვებზე არ უსაუბრია. საკვირაო ქადაგება ტელეკომპანია “ერთსულოვნებაზე” პირდაპირ ეთერშიც გადმოიცემოდა.

ღია წყაროებში პატრიარქის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ არ იძებნება. ფოტო, რომელიც პოსტებს თან ერთვის, 2020 წლის 13 სექტემბრის ქადაგებიდანა. კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე და კომენდანტის საათზე პატრიარქს არც 13 სექტემბერს უქადაგია.

ამ დრომდე საპატრიარქოს გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist