​​​​​​​ვინ მანიპულირებს პრეზიდენტის თვითიზოლაციისა და ვაქცინაციის თემით? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

33
VIEWS

2021 წლის 6 აპრილს ფეისბუქ გვერდმა “დედოფალი” და ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ სალომე ზურაბიშვილის თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით პოსტები გამოაქვეყნეს. როგორც “დედოფლის”, ისე ტომარაძის პოსტში ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტი კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე ვაქცინირებულია და გაუგებარია, რატომ გადავიდა ის თვითიზოლაციაში. გვერდი “დედოფალი” წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის თვითიზოლაციაში გადასვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აცრა არაფერს ცვლის და ვაქცინაციის მიუხედავად, შეზღუდები ძალაში დარჩება.

;;

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თვითიზოლაციაში გადასვლისა და ვაქცინირების შესახებ გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია. მართალია, პრეზიდენტმა AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, თუმცა როგორც, კვლევები აჩვენებს, ვაქცინა თავის სრულ ეფექტიანობას ორი დოზის მიღების შემდეგ ავლენს, ამიტომაც შუალედურ პერიოდში პაციენტის ინფიცირება შესაძლებელია, თუმცა იშვიათია. ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ვირუსი არ დაუდასტურდა. 

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში 6 აპრილს მას შემდეგ გადავიდა, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვითან კონტაქტი 2021 წლის 3 აპრილს ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვაზე ჰქონდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბიშვილის თვითიზოლაციაში გადასვლა რისკების თავიდან ასაცილებლად მოხდა.

თვითიზოლაციაში გადასვლის პარალელურად პრეზიდენტიმა PCR ტესტი ჩაიტარა. 7 აპრილს 13:34 საათზე სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქ პოსტი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და ვირუსი არ დაუდასტურდა. ზურაბიშვილი AstraZeneca-ს ვაქცინით 2021 წლის 18 მარტს საჯაროდ აიცრა, თუმცა პრეზიდენტს ვაქცინის მეორე დოზა ჯერჯერობით არ მიუღია.

შესაძლებელია თუ არა ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირება?

AstraZeneca-ს ვაქცინის მესამე ფაზის წინასწარი შედეგები 2020 წლის 8 დეკემბერს ავტორიტეტულ ჟურნალ “The Lancet”-ში გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვაქცინის ორი დოზის საშუალო ეფექტიანობა 62%-ია. კორონავირუსის ვაქცინების შემთხვევაში “ეფექტიანობა” გულისხმობს იმას, თუ რამდენად ამცირებს ვაქცინა შედეგის დადგომას ე.ი. COVID-19-ით დაავადებას. თავის მხირვ, 62%-იანი ეფექტიანობა არ გამორიცხავს ვაქცინის მიღების შემდეგ ვირუსით ინფიცირების შესაძლებლობას, თუმცა ამის საფუძველზე ვაქცინაციის უსარგებლობის მტკიცება მანიპულაციაა. რეალურად, ვაქცინა ამცირებს დაავადების შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და ფატალური შედეგის დადგომის შანსებს. ამასთანავე, ვაქცინის ეფექტიანობის სრულად გამოსავლენად, აუცილებელია ორი დოზის მიღება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქსფორდისა და შვედური კომპანიის კოლაბორაციით შექმნილი ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება გაცილებით მაღალიც იყოს, ვიდრე ეს კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა. 2021 წლის თებერვალში სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის მონაცემების ანალიზმა რეალიურად  აჩვენა AstraZeneca-ს  ვაქცინა პირველი დოზის შემდეგ 72%-იანი ეფექტიანობა, ხოლო მეორე დოზის შემდეგ ეს მაჩვენებელი 82%-მდე იზრდება.  2021 წლის 25 მარტს AstraZeneca-მ სამ ქვეყანაში (აშშ, ჩილე, პერუ) მიმდინარე კიდევ რამდენიმე კლინიკური კვლევის პირველადი შედეგებიც გაასაჯაროვა, რომელთა მიხედვით ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა 76%-ია. 33 449 ზრდასრული მოხალისის ვაქცინაციის შემდეგ COVID-19 მხოლოდ 141 მოხალისეს დაუდასტურდა, თუმცა მათგან დაავადების მძიმე ფორმა არცერთს არ განვითარებია. ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებულთაგან დაავადების დამძიმების გამო არცერთი პაციენტის ჰოსპიტალიზება არ გამხდარა საჭირო და არც რომელიმე ინფიცირებული დაღუპულა, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის მონაწილეთა 60%-ს კორონავირუსის დამძიმების მაღალი რისკის განმაპირობებელი სხვადასხვა მახასიათებელი (წინარე სამედიცინო ისტორია, დიაბეტი, ჭარბი წონდა და ა.შ.) ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მნიშნველოვნად ზღუდავენ ვირუსის მძიმე ფორმებში გადატანის რისკებს, მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, რამდენად ეფექტიანია ისინი ვირუსის ტრანსმისიის შესაკავებლად. სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსის ვაქცინებს ამ მხრივაც პოზიტიური შედეგები აქვთ. მაგალითად, ბრიტანეთის ვაქცინაციის პროგრამის მონაცემების მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსის ასიმპტომურ შემთხვევებს 49%-ით ამცირებს. მიუხედავად ამისა, ვაქცინები ვირუსით ინფიცირებას და ტრანსმისიას სრულად არ ზღუდავს, სწორედ ამიტომუსაფრთხოების ზომების დაცვა ვაქცინაციის შემდეგაც რეკომენდირებულია.

მანიპულაცია ვაქცინაციისა და ვირუსით ინფიცირების რისკის შესახებ ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატია:
მანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ინგლისსა და ისრაელში ინფიცირების რიცხვი გაზარდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

ტომ
ზვიად ტომარაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist