ვინ ნადირობს ღამურებზე და ვინ ლუგარის ლაბორატორიაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დფდს
1.4k
VIEWS

16 ივლისს Sputnik-ossetia-ს რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა  “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 3 ივლისს დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ”-ს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე “წითელ წიგნში” შეყვანილი ღამურების დასაჭერად იყო გადასული იმ მიზით, რომ ისინი ლუგარის კვლევითი ცენტრისათვის  $5 000-ად  მიეყიდა. კგბ-ს თქმით, ლუგარის ლაბორატორია ღამურების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას 2012 წლიდან იჩენს და მათ  ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან იჭერს.  განცადებაში აღნიშნულია, რომ 2018 წლიდან ლუგარის ლაბორატორია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ს ღამურებსა და კორონავირუსის შესახებ $2.9 მლნ-იან პროექტს ახორციელებს. 17 ივლისს კი სპუტნიკ-ოსეთიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი მედოევის განცხადება გაავრცელა, სათაურით “სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის შესახებ (Реальная угроза жизни: МИД Южной Осетии о деятельности лаборатории Лугара в Грузии)”. დმიტრი მედოევი ლუგარის კვლევითი ცენტრს “ამერიკულ სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიას” უწოდებს და აცხადებს, რომ  ის მთელი “ამიერკავკასიის” მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და უფრო დიდ მასშტაბებზეც ვრცელდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს იგორ გიორგაძეს ეყრდნობა, რომლის განცხადებითაც ლაბორაოტრიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან. დმიტრი მედოევი იხსენებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის  მაისის განცხადებას, რომელიც საქართველოს ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზზე ბიოლოგიური მასალების შეგროვებაში ადანაშაულებს, რაშიც თითქოს  ევროკავშირის სადამვკირვებლო მისია (EUMM)-ს სატრასპორტო საშუალებები იყო ჩართული. 17 ივლისს Sputnik-ossetia-ს მიერ გამოქვეყნებულ  ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგ განცხადებაში ხვიჩა მღებრიშვილის ინციდენტი  “დაგეგმილ სპეცოპერაციად” არის შეფასებული. განცხადების თანახმად ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღისა და ვირუსის საშიში შტამების შემუშავება ხდება.

ე.წ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ბრალდებები ღამურებთან დაკავშირებით აბსურდული დეზინფორმაციაა, ლუგარის ლაბორატორიის  წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები კი კრემლის ძველი კონპირაციების ნაწილი, რომელიც ბიოსაფრთხეების შიშების დათესვას ისახავს მიზნად და რუსეთს აძლევს საბაბს, გააკეთოს განცხადებები მის საზღვრებთან ბიოლოგიური იარაღის გამოცდის დაუშვებლობის შესახებ.

საქართველოს მოქალაქის მხრიდან “საზღვრის გადაკვეთის” აბსურდულ მიზეზად ღამურებზე ნადირობის დასახელებას ე.წ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ ადრე გავრცელებული დეზინფორმაციის ტირაჟირება მოჰყვა.  ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ”-მა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემდეგი პროპაგანდისტული გზავნილები გაიმეორეს:

  1. ლუგარის კვლევითი ცენტრი აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიაა;
  2. ლუგარის კვლევთ ცენტრში ბიოლოგიური იარაღი და ვირუსის საშიში შტამები იქმნება;
  3. ლუგარის კვლევით ცენტრში ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ექსპერიმენტები მიმდინარეობს;
  4. ლუგარის კვლევითი ცენტრისათვის ბიოლოგიური მასალის შეგროვება (ამ შემთხვევაში ღამურები) ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხდება;
  5. კორონავირუსის პანდემია შესაძლოა ლუგარის ლაბორატორიასთან იყოს დაკავშირებული

“ღამურებზე ნადირობის” აბსურდული ბრალდები როგორც კონსპირაციის წყარო და ლუგარის წინააღმდეგ კრემლის მიზანმიმართული პროპაგანდის  ნაწილი

ამირან გამყრელიძემ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, განაცხადა, რომ ღამურების დასაჭერად წასვლა და შემდეგ მისი ლუგარის ლაბორატორიისათვის მიყიდვა გამოგონილი ამბავია, “ზღაპარია”. მან აღნიშნა, რომ ლაბორატორიაში კვლევითი ჯგუფი მართლაც მუშაობს ღამურების კვლევაზე, რადგან ისინი შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გადამტანები აღმოჩნდენ. პაატა იმნაძის, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ლაბორატორია თავად უზრუნველყოფს ღამურების შეგროვებას და მის ბუნებაში დაბრუნებას.

“ღამურებზე ნადირობა” კორონავირუსის ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირების პირველი მცდელობა არ არის. 2020  2 ივნისს კრემლთან და ჰეზბოლასთან დაკავშირებულმა ბულგარელმა ჟურნალისტმა დალიანა გაიტანჯიევამ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ადრეც ავრცელებდა, თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ლუგარის კვლევითი ცენტრისა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ კონსპირაციას ავითარებდა. გაიტანჯიევა ამტკიცებდა, რომ NCDC და ლუგარის ლაბორატორია 2014 წელს ღამურებში კორონავირუსების კვლევაში იყო ჩართული, რასაც აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იაღარის შექმნას უკავშირებდა. ამ კონსპირაციის განსამტკიცებლად გაიტანჯიევა არალეგალურად მოპოვებულ გაჟონილ ინფორმაციასაც იშველიებდა.

აღსანიშნავია, რომ ღამურებში ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების კვლევა მართლაც მიმდინარეობდა, თუმცა მისი შედეგები საჯაროა და ის აავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსი სპეციალისტისა და ვირუსოლოგის, ლელა ურუშაძის სადისერტაციო ნაშრომშია გამოქვეყნებული, რომელიც  ილიაუნის ელექტრონულ კატალოგში საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ლელა ურუშაძის განცხადებით ღამურები სხვადასხვა დაავადებების ( ცოფის ვირუსის, ებოლა, კორონავირუსი)  რეზერვუარები არიან, ამიტომ მათგან აიღეს სინჯები.

ამ საკითხის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

კრემლისტური აქტორები და  საოკუპაციო რეჟიმები – რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდის წყარო

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ გზავნილებს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ხელისუფლება ხშირად ავრცელებს:

2020 წლის 9 ივნისს ე.წ. ცხინვალის რეგიონის KGB-მა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის არმიის კვლევითი დანაყოფის დირექტივებს ასრულებს და მუშაობს ბიოლოგიურ იარაღზე, რომლის მიზანიც სამხრეთ ოსეთის პოპულაციის წერტილოვანი განადგურებაა. მაისში კი ცხინვალის KGB-მა ლუგარის ლაბორატორია საზღვართან ბიოლოგიური მასალების შეგროვებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას ამაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ეხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ  ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ ს იგორ გიორგაძეს ეყრდნობა, რომელმაც 2018 წელს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლაბორატორია ადამიანებზე ექპერიმენტების ჩატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ  C ჰეპატიტის სამკურნალო ამერიკული პრეპარატის Sovaldi-ს გამოცდის შედეგად ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანები იხოცებიან.  მოგვიანებით, BBC-სთან ინტერვიუში გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში “ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტების” მტკიცებულება არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მის მიერ საექსპერიმენტო პრეპარატად დასახელებული Sovaldi რუსეთში 2016 წლიდან არის რეგისტრირებული, სამკურნალოდ იყენებენ  “სასიცოცხლოდ აუცილებელი  მედიკამენტების” სიაში არის შეყვანილი. იგორ გიორგაძის დეზინფორმაციული ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის მიმართ მასზე დაყრდნობით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმერ პუტინმაც გაიმეორა.

დმიტრი მედოევი იგორ გიორგაძეს ნდობას უცხადებს. მისი თქმით, იგორ გიორგაძის კორუმპირებულობასა და არაკომპედენტურობაში დადანაშაულება შეუძლებელია. იგორ გიორგაძე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრია, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო ძებნილი იყო.

იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: EUMM, აშშ, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist