ვის მიმართ გამოიყენა ივანიშვილმა სიტყვა “გამოთაყვანებულები”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

52
VIEWS

2020 წლის 21 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდზე, ,,ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო’’ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს “აჭარლები ჩემს თვალში რაღაც გამოთაყვანებული ან რაღაც”. ვიდეო 3 წამიანია და მასში დამატებით კონტექსტი არ ჩანს, შესაბამისად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი აჭარელ ხალხს გამოთაყვანებულებს უწოდებს. ვიდეოს 23 ოქტომბრის 14:00 საათის მდგომარეობით 12 400-ზე მეტი ნახვა და 149 გაზიარება აქვს.

sphrbh ვის მიმართ გამოიყენა ივანიშვილმა სიტყვა “გამოთაყვანებულები”?

გვერდ “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს” მიერ გამოქვეყნებული პოსტი წარმოადგენს ვიდეო მონტაჟს. რეალურად ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა “გამოთაყვანებული” არა აჭარლების, არამედ სერიალების მიმართ გამოიყენა.

ვიდეოში გამოყენებული კადრები აღებულია გადაცემიდან “პირისპირ”, სადაც ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ჩიხლაძესთან ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე  საუბრობდა. აღნიშნული გადაცემა 2019 წლის 9 აპრილს ტვ “იმედის” youtube გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ,,რაღაც გამოთაყვანებული’’ ბიძინა ივანიშვილმა არა აჭარლებს, არამედ იმ საზოგადოებას უწოდა, რომელიც ,,მდარე’’ სერიალებისა და გადაცემების ყურებით შეიძლება წარმოიშვას. 1:28:40-დან 1:28:53-მდე მონაკვეთში ის აღნიშნავს, რომ ტელევიზიებით გასული გადაცემები და სერიალები საგანგაშოა.

,,მთავარი ღირებულებაა, რომ საზოგადოება ცუდი მიმართულებით არ წავიყვანოთ. ის, რაც ხდება და თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება, არავის შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო, მაგრამ სხვა საზოადოება მივიღოთ, რაღაც გამოთაყვანებული ან რაღაც.’’

რაც შეეხება აჭარას და აჭარლებს, ბიძინას აღნიშნულ ინტერვიუში მათ შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ვიდეოს გავრცელება

Crowdtangle-ის მონაცემები აჩვენებს, რომ “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს” მიერ ვიდეო 17 ფეიქსბუქ ჯგუფში გაზიარდა.

აღსანიშნავია, რომ იმავე ვიდეოს სხვადასხვა წყაროები გაცილებით ადრეც ავრცელებდნენ. მაგალითად, ფეისბუქ გვერდმა ,,სვავმა” 2019 წლის 16 მაისს, ხულოს მერის არჩევნებამდე გამოაქვეყნა ვიდეო და აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანის გუნდის კანდიდატის არჩევა იყო დაუშვებელი ხულოსთვის, რაც ცალსახად წინასაარჩევნოდ მიმართული კონტრკამპანიის ნაწილი იყო. იდენტურ ვიდეოს 4 იანვარს და 19 ოქტომბერს ავრცელებდნენ ფეისბუქ გვერდები – ,,საქართველოსთვის” და ,,News Blog”.

sphbh ვის მიმართ გამოიყენა ივანიშვილმა სიტყვა “გამოთაყვანებულები”?

წყაროს შესახებ

გვერდი ,,ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო’’ 2020 წლის 17 მაისს შეიქმნა, თუმცა ანალოგიური სახელის მქონე გვერდი ადრეც არსებობდა.

ethdtphh ვის მიმართ გამოიყენა ივანიშვილმა სიტყვა “გამოთაყვანებულები”?

2020 წლის აპრილში ფეისბუქის ადმინისტრაციამ კოორდინირებულად მოქმედი არაავთენტური ანგარიშები წაშალა. პროსამთავრობო გვერდებთან ერთად, წაიშალა ანტისახელისუფლებო გვერდებიც, რომელთა შორისაც იყო ,,ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო’’. გვერდი პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძროაობასთან’’ აფილირებულ თავისუფალი ზონის აქტივისტს, ფარნაოზ ჭკადუას ეკუთვნოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist