“xnews.ge“ და „geotimes.com.ge“-ის დეზინფორმაცია, თითქოს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი კორონავირუსის გამო დაიხურა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

43
VIEWS

20 ოქტომბერს ვებ-გვერდ xnews.ge-ზე ინფორმაცია, შემდეგი სათაურით: „ნიკა მელიას შტაბი დაკეტილია, სავარაუდოდ შტაბის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ“ გამოქვეყნდა. მასალაში აღნიშნულია, რომ „იქსნიუსს“ ინფორმაცია „წყარომ მიაწოდა“, თუმცა წყაროს ვინაობა დაკონკრეტებული არაა. მოგვიანებით იდენტური ინფორმაცია იქსნიუსზე დაყრდნობით “geotimes.com.ge-მაც” გაავრცელა.

xnews.ge-სა და  geotimes.com.ge-ის მიერ გავრცელებული ამბავი დეზინფორმაციაა. „მითების დეტექტორი“ ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს დაუკავშირდა, შტაბში აღნიშნავენ, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძლებენ და  შტაბის წევრებს კორონავირუსი არ დადასტურებიათ. გარდა ამისა, 20 ოქტომბერს შტაბის მუშაობის შესახებ ფოტოები და პოსტი მისმა ერთ-ერთმა წევრმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვყნა.

„მითების დეტექტორთან“ სატელეფონო საუბრისას ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ცხელ ხაზზე აღნიშნეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში აქტიური მუშაობის პროცესში არიან და 20 ოქტომბერსაც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. შტაბში უარყვეს ისიც, რომ მათ წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გავრცელებული ინფორმაცია უარყო ნიკა მელიას შტაბის წევრმა სალომე სიგუამ. მან 20 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ნიკა მელიას შტაბში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, პოსტში კი აღნიშნა, რომ შტაბი მუშაობას აგრძელებს და მის არცერთ წევრს კორონავირუსი არ დადასტურებია.

დეზინფორმაციის გავრცელება Facebook-ზე

Xnews.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას 21 ოქტომბრის მდგომარეობით 38 გაზიარება აქვს. მასალა გაზიარდა საჯარო ჯგუფში კახა კალაძე თბილისის მერი.

მასალის ბმული სოციალურ ქსელში მისმა ავტორმა ნინო ჯღარკავამ შემდეგი ტექსტით გააზიარა: „არ გვეტყვის მელია, შტაბკვარწირა ამ გაგანია საარჩევნო კვირაში რატომ დაკეტა? მარტო ქოცებს კი არ ემართებათ კორონა, თქვან კაცოო?“

მოგვიანებით კი ნინო ჯღარკავას პოსტი გადამოწმების გარეშე საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა „The Georgian Times-მა“.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist