კარიკატურა

ბაღათურიას ფანტაზია

ქართული დასის ლიდერის,  ჯონდი ბაღათურიას ფანტაზია იმდენად შორს მიდის, რომ  ე.წ „მიგრანტების საფრთხეზე“ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას,  ის ამჟამად "ჩასულებს" ინგლისელი ქალებისთვის შარიათის კანონებით კაბის სიგრძის გაზომვაში “ამხელს”: “აგრე, ბატონო, დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ემიგრანტყები უკვე მოსახლეობის ორ მესამედს შეადგენენ და ადგილობრივებს ავიწროვებენ! დგანან მანჩესტერის ქუჩებში წვერებანი „პატრულები“ და შარიათის კანონებით ამოწმებენ ინგლისელი ქალების კაბის სიგრძეს!“

ასავალ-დასავალი, 3-9 ივლისი, 2017