10 ივნისი, 2019

დეზინფორმაცია, თითქოს ლონდონში ბრიტანელები უმცირესობაში არიან

2019 წლის 1 ივნისს, ობიექტივის ღამის სტუდიის ეთერში, “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ განაცხადა , თითქოს ლონდონში მოსახლეობის უმრავლესობა უცხოელია და ეთნიკურად ინგლისელები მხოლოდ ადგილობრივთა მესამედს შეადგენენ. პეტრე მამრაძე, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტი: ‘’აი, ბევრმა არ იცის ესეც, რომ ლონდონში...
24 ნოემბერი, 2017

დეზინფორმაცია: ახალი კანონით ჰოლანდიაში ჰომოსექსუალს 12 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება შეუძლია

2017 წლის 13-19 ნოემბერს გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის დირექტორის პეტრე მამრაძის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ამტკიცებს, თითქოს ჰოლანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ჰომოსექსუალს მოზარდის თანხმობის შემთხვევაში 12 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება შეუძლია.
21 მაისი, 2018

“ნარკომაიდანი”- რუსულენოვანი საინფორმაციო პორტალები თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს აფასებენ

“ნარკომაიდანი”, ამ ტერმინით მოიხსენიეს რუსულენოვანმა საინფორმაციო პორტალებმა საპროტესტო აქციები, რომელიც 12-13 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გაპროტესტების მიზნით გაიმართა.
28 იანვარი, 2019

ვის ეყრდნობა კრემლი “წყაროებად” ლუგარის ლაბორატორიაზე კონსპირაციების გასავრცელებლად?

ანტიდასავლური გზავნილების ლეგიტიმაციის მიზნით კრემლის პროპაგანდა არა მხოლოდ დასავლური მედიის ბრენდულ სახელებს, არამედ უცხოელ ექსპერტებსაც ხშირად იყენებს. გზავნილის მიმღები კი ინფორმაციას ისე აღიქვამს, თითქოს მას არა რუსეთისგან, არამედ დამოუკიდებელი დასავლელი ექსპერტებისგან იღებს. ამის კარგი ილუსტრაციაა შეთქმულებები და შავი პროპაგანდა ლუგარის...