Политика

10 ნაბიჯი აშშ-ის 2020 წლის არჩევნების უსაფრთხოებამდე

6 February, 2020

render.betaworks.com-ის მასალის მიხედვით

გასული წლის დეკემბერში ამერიკულმა საინიციატივო ჯგუფმა ის აუცილებელი და სასწრაფო ნაბიჯები შეიმუშავა, რომლებიც სოციალური მედიის მსხვილმა პლატფორმებმა უნდა გადადგან იმისათვის, რომ უზრუნველყონ დემოკრატიული პროცესები აშშ-ის 2020 წლის არჩევნებზე. 

საინიციატივო ჯგუფი შედგება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისაგან და მათ შორის არიან Facebook-ის თანადამფუძნებელი, Facebook-ის , Google-ისა და Twitter-ის ყოფილი თანამშრომლები, Facebook-ისა და Twitter-ის ინვესტორები, აკადემიკოსები და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები.

რა შეიძლება გაკეთდეს ახალვე

1. ყალბი და ავტომატიზირებული პროფილების წაშლა და დაარქივება 

სოციალური მედია იმისთვის შეიქმნა, რომ ერთმანეთთან რეალური ადამიანები დაეკავშირებინა. სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერი აქტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებენ. Financial Times-ის ინფორმაციით, Facebookზე დაახლოებით 400 მილიონი ასეთი ანგარიშია. ცხადია, რომ ყველა პლატფორმამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა ყალბი ანგარიშების გამოვლენასა და წაშლაზე. 

2. დასპონსორებული პოლიტიკური პოსტების მკაფიო იდენტიფიცირება - მაშინაც კი, როცა ისინი გადაზიარებულია

ყველა დაფინანსებული პოსტი  უფრო მკაფიოდ უნდა აღინიშნოს. დღეს, როდესაც მომხმარებელი დასპონსორებულ პოსტს აზიარებს, დასპონსორების ნიშანი ქრება. საინიციატივო ჯგუფის აზრით, ინფორმაცია პოსტის დაფინასნების შესახებ მისი გაზიარების შემდეგაც უნდა ჩანდეს, რომ მოხმარებლისთვის მკაფიო იყოს რასთან აქვს საქმე. 

3.  რეკლამისა და დაფინანსებული პოსტებისათვის ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის გამოყენება

Google, Twitter და Facebook არ იყენებენ ერთსა და იმავე ტერმინოლოგიასა და დეფინიციებს პოლიტიკური რეკლამებისათვის - სოც. მედიის მოწინავე კომპანიები უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური რეკლამის ერთობლივ, ფართო დეფინიციაზე. მაგალითად,  Facebook-თან შედარებით Google და Twitter პოლიტიკურ რეკლამას უფრო ვიწროდ განმარტავენ. რუსეთის ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს მიერ Facebook-სა და Instagram-ზე დაფინანსბელი რეკლამების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ რეკლამების მხოლოდ 8% ახსენებდა კანდიდატებსა და პარტიებს, მაშინ როდესაც 30% შეიცავდა არჩევნებთან და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ სიტყვებს. 

4. დაფინანსების წყროების იდენტიფიცირება და გასაჯაროება

უნდა გადამოწმდეს ყველა წყარო, რომელიც აფინანსებს პოლიტიკურ რეკლამებს და შესაბამისი კატეგორია მიენიჭოს. დღეისათვის ყველა ადამიანი, რომელიც პოსტის აუდიტორიის გასაზრდელად ფულს იხდის, ირჩევს იმ სახელს, რომელიც აწყობს, რაც შესაძლებლობას აძლევს გარკვეულ ჯგუფებს, დაფინანსების ლეგიტიმურ წყაროებად გამოჩნდნენ. 

5. პოლიტიკური რეკლამების სერტიფიცირება 

სოც. მედიის პლატფორმებმა უნდა იფიქრონ ორსაფეხურიანი სისტემის შექმნაზე, რომელშიც მხოლოდ ის პოლიტიკური რეკლამები მიიღებენ დამატებით ე.წ. ორგანულ რიჩს (organic reach), რომლებიც აკმაყოფილებენ სერტიფიცირების მოთხოვნებს. სერტიფიცირების კრიტერიუმები გამჭვირვალე იქნება. 

6. ვირუსული პოსტებისთვის წახალისების სისტემის გაუქმება 

დღესდღეობით Facebook -ზე არსებული განფასების სისტემა ქმნის ფინანსურ ბონუსებს გარყვნილების შემცველი ან აღმაშფოთებელი  პოლიტიკური რეკლამებისათვის, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება და სამიზნედ ყველაზე პარტიზანულ, ვიწრო საარჩევნო ოლქებს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებისთვის უფრო შესაფერისი იქნება ისეთი განფასების სიტემა, რომელიც უფრო ფართო აუდიტორიის ინგეიჯმენთს წაახალისებს. 

7. ნიუსფიდის დასაწყისში რესურსებისა და კენჭისყრის შესახებ ინფორმაციის დეტალურად და ზუსტად განთავსება

ხმის მიცემის პროცედურის შესახებ გაუგებრობის აღმოსაფრხველად, პლატფორმებმა მოხმარებლებს უნდა შესთავაზონ ძირითადი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია: როდის, სად, როგორ და ვის შეიძლება მისცენ ხმა. სოც. მედია პლატფორმებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული უდიდესი ძალა, რომ  ადამიანები ხმის მიცემისაკენ წაახალისონ. 

8. პოლიტიკური რეკლამების არქივში უფრო გამჭვირვალე და თანმიმდევრული მონაცემების განთავსება 

საინიციატივო ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკური რეკლამების არქვიში განთავსდეს მეტი მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია სამიზნე აუდიტორიასთან. დღეისათვის რეკლამების ბიბლიოთეკაში მოიპოვება ინფორმაცია მხოლოდ რეკლამის საბოლოო შედეგის შესახებ (რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, აუდიტორიის ჩართულობის დონე და ა.შ), თუმცა არ მოიპოვება ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიის არჩევის მეთოდების შესახებ, რაც ბადებს კითხვის ნიშნებს  საარჩევნო კამპანიის ეთიკურობაზე, მონაცემთა გამოყენებასა და ამმომრჩეველთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. 

9. ტყუილთან წითელი ხაზის გავლება 

Facebook-ის ამჟამინდელი პოლიტიკა შესაძლებლობა აძლევს პოლიტიკოსებს რეკლამებში სიცრუე განათავსონ. კომპანიამ უნდა განსაზღვროს, სად გადის წითელი ხაზი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ Facebook-მა განაცხადა, რომ არ დაუშვებს დეზინფორმაციას არჩევნების შესახებ. მისცემს თუ არა კომპანია პოლიტიკოსებს შესაძლებლობას, გამოიყენონ სხვა კანდიდატების მანიპულაციური ვიდეო ან ე.წ. deepfake? 

10. უსაფრთხოებაში დაბანდებული რესურების გამჭვირვალობა 

საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ კომპანიებს უფრო მეტი გამჭვირვალობა მართებთ იმასთან დაკავშირებით თუ კონკრეტულად რა ოდენობის რესურსებს ხარჯავენ უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ არჩევნების უსაფრთხოებაზე.