Политика

ვინ ავრცელებს პომპეოს და ხაზარაძის გაყალბებულ ფოტოს?

7 February, 2020

2020 წლის 6 თებერვალს ფეისბუკში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს და პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეხვედრას ასახავდა. პოსტს, რომელიც დასპონსორებული იყო,  გვერდი “ლელო საქართველოსთვის” აზრიარებდა, რომელიც მოძრაობა “ლელოს”  ლოგოს და პარტიის სხვა ვიზუალურ მასალებს იყენებდა. 

გავრცელებული ფოტო მანიპულაციაა, რადგან ფოტოშოპშია დამუშავებული, ხოლო გვერდი, რომელმაც გაყალბებული ვიზუალური მასალა გაავრცელა, 6 თებერვალს არის შექმნილი და 7 თებერვლის მდგომარეობით სულ 3 პოსტი აქვს გამოქვეყნებული.

ფოტომანიპულაცია

ფოტოშოპით გაყალბებული ფოტო გვერდმა შექმნის დღესვე, 6 თებერვალს გამოაქვეყნა და 7 თებერვლის მდგომარეობით 74 კომენტარი, 200 რეაქცია და 14 გაზიარება აქვს.  დაფოტოშოპებულ ფოტოზე ჩანს, თითქოს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ხაზარაძემ პომპეოს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო. რეალურად, ეს ფოტო ლონდონში მაიკ პოპმეპოსა და ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომინიკ რააბის შეხვედრას ასახავს.

""

""

ყალბი გვერდი vs. რეალური გვერდი

მოძრაობა “ლელო”-ს ყალბი მხარდამჭერი გვერდი “ლელო საქართველოსთვის” 2020 წლის 6 თებერვალს შეიქმნა და 7 თებერვლის მდგომარეობით 8 მოწონება და გამომწერი ჰყავს. ჩვენს შესახებ განყოფილებაში პარტიის სახელით რეგისტრირებული გვერდს არაფერი აქვს მითითებული, გარდა იმისა, რომ ბლოგია.

"

"

პარტიის რეალური გვერდი 2019 წლის 22 აგვისტოს არის შექმნილი და ჩვენ შესახებ განყოფილებაში, როგორც პარტიის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, იმეილი, მისამართი), ასევე ვებ-გვერდი და პარტიის შესახებ ინფორმაციაც არის მითითებული.

"

განსხვავებულია ასევე url მისამართშიც. რეალური “ლელოს” მისამართში პარტიის სახელი ლათინურად ფიგურირებს.

"

ყალბი “ლელოს” მისამართი უფრი გრძელია და მასში პარტიის ქართულენოვანი სახელწოდება ჩანს.

|

დასპონსორებული პოსტები

6 თებერვალს შექმნილ გვერდს 2 პოსტი უკვე დასპონსორებული აქვს. მათ შორის არის ფოტოშოპში გაყალბებული ფოტო და ხაზარაძის ყალბი განცხადება.

"