Разное

“შავი ვარდიდან” მალდივის კუნძულებზე - პატრიოტთა ალიანსის ტროლი სახეს იცვლის

6 March, 2020

25 თებერვალს “მითების დეტექტორი” Nata Shamugia-ს სახელით facebook-ში რეგისტრირებულ ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომელიც თურქი მსახიობის ფოტოს იპარავდა და ამავდროულად, პატრიოტთა ალიანსის ლიდერს დავით თარხან-მოურავს სოციალურ ქსელში კრიტიკისგან იცავდა.

Nata Shamugia-ს პროფილის ფოტოზე სინამდვილეში თურქი მსახიობის ილაიდა ჩევიქის ფოტო ჰქონდა გამოყენებული, რომელიც თურქულ სერიალში “შავი ვარდი” მონაწილეობს. 

29 თებერვალს ტროლმა  Nata Shamugia-მ პროფილის ფოტო შეცვალა. Tripadvisor-ის თანახმად, ფოტო სახელწოდებით “ სანაპიროს გოგონა” (beach girl )  მალდივის კუნძულებზეა გადაღებული.

""

იგივე ფოტო ასევე ხელმისაწვდომია ინდური ტურისტული კომპანია Reves Voyages-ს ტვიტერზე. 

|