СМИ

მარეგულირებლის “დაფინანსებული კრიტიკა”, სახელისუფლებო და ანტილიბერალური გვერდები ვახო სანაიას წინააღმდეგ

2 April, 2020

28 მარტს ტვ პირველის ჟურნალისტის ვახო სანაიას ინტერვიუს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან, ჟურნალისტის მიმართ მწვავე შეფასებები მოჰყვა. სანაიას წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის საფუძველი კორონავირუსზე სახელმწიფოს რეაგირებასთან და ტესტირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული დამაზუსტებელი კითხვები გახდა,

მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყეს როგორც ანტილიბერალურმა ფეისბუქ გვერდებმა, ასევე პროსახელისუფლებო მედიამ. ვახო სანაიაზე შეურაცხმყოფელი პოსტები ანტიოპოზიციურ და სამთავრობო  ფეისბუკ ჯგუფებშიც გააზიარეს. ჟურნალისტი კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პლატფორმა “მედიაკრიტიკამაც” გააკრიტიკა, სადაც ამ თემას საავტორო სტატია სიძულვილის ენით და ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული ტვ “ობიექტივის” მენეჯერმა ზვიად ავალიანმა მიუძღვნა. მარეგულურებლის მედიაკრიტიკაზე კი სანაიას წინააღმდეგ პუბლიკაცია დასპონსორებული პოსტის სახით განთავსდა. ჟურნალისტის წინააღმდე პათოსს კრემლთან დაკავშირებული გამოცემა “საქართველო და მსოფლიოც” შეუერთდა, რომელმაც პუბლიკაცია ტვ პირველის წინააღმდეგ მოამზადა.

სახელისუფლებო და ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდები, ჯგუფები და ექსპერტი

სოციალურ მედიაში ვახო სანაიას მიმართ კრიტიკული და შეურაცხმყოფელი პოსტები ანტილიბერალურმა ფეისბუქ გვერდებმა “ანტი-პარადოქსი” და “ალტ-კლუბი”, ასეცვე ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულმა სახელისუფლებო გევრდმა “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” გამოაქვეყნეს. კრიტიკული კომენტარები ასევე გავრცელდა სახელისუფლებო ფეისბუკ ჯგუფებში  “კახა კალაძე თბილისის მერი”, “ქართული ოცნება-ლიდერი ლიდერთა შორის!”, “დავასრულოთ ნაცები!!!- ,,სიმართლის გზა"”, “პროტესტი! Protest! Протест!”.

""

'"

"


 

სახელისუფლებო ექსპერტის სოსო მანჯავიძის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ტვ პირველი ეპიდემიოლოგებისა და მთავრობის დემორალიზაციას ცდილობს, რათა ეპიდემიის პიკი სწრაფი ტესტების არქონას დააბრალოს, 28-29 მარტს ონლაინ მედიებმა progressnews.ge, for.ge, ალია და ფეისბუქ გვერდმა “დედაქალაქი” გამოაქვეყნეს. პუბლიკაციების სათაურები ძირითადად ჟურნალისტის და ტელეკომპანია პირველის მიმართ ნეგატიური კონატაციის შემცველი იყო.

""

"'

მარეგულირებლის მედია კრიტიკა და ტვ “ობიექტივის” წამყვანის რეცენზია

გარდა ანტილიბერალური და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ფეისბუკ ჯგუფებისა, ვახო სანაია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მედიაკრიტიკის პლატფორმაზე კრიტიკული კითხვების გამო გააკრიტიკეს. 31 მარტს ვებ-გვერდზე მედიაკრიტიკა ტვ “ობიექტივის” წამყვანისა და მენეჯერის ზვიად ავალიანის რეცენზია, სათაურით “ჟურნალისტიკის სწრაფი ტესტი „ტვ პირველის“ ეთერში” გამოქვეყნდა. პარტია “პატრიოტთა ალიასნთან” დაკავშირებული ტელევიზიის წამყვანმა ტვ პირველის კრიტიკულ შეკითხვებში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი დაინახა და სანაიას შეკითხვა ჯანდაცვის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანიის შემადგენლად განიხილა:

ზვიად ავალიანი: “გაუგებარია, რატომ უნდა იმეორებდეს მედია რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ნარატივს, როგორც უპირობო ჭეშმარიტებას, ან რატომ არ უნდა უჩნდებოდეს კრიტიკული კითხვები თავად ამ ნარატივის მიმართ…
რასაკვირველია, მედია უნდა სვამდეს საზოგადოებაში არსებულ მწვავე კითხვებს, მაგრამ კრიტიკული შეკითხვების დასმა ნიშნავს საზოგადოებაში რეალურად არსებული კითხვებისა და პრეტენზიების გაჟღერებას და არა ანგაჟირებული პოლიტიკოსების ბრალდების უსასრულო გამეორებას ერთსაათიანი გადაცემის განმავლობაში.”

აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი კომისიის შექმნილ პლატფორმაზე, აღნიშნული რეცენზია დასპონორებული სახით გავიდა.

|

“მედიაკრიტიკის” მასალა ანტილიბერალურმა ფეისბუქ გვერდებმა “კარდჰუ” და “ყბადაღებული საზოგადოება” გააზიარეს 

""

კრემლისტური მედია

30 მარტს პრორუსულმა გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” ვახო სანაიას ინტერვიუსთან დაკავშირებით ბაკურ სვანიძის ავტორობით 2019 წლის 18 დეკემბრის სტატია ფეისბუქზე ხელახლა გააზიარა. სტატიაში სათაურით ““სირაქლემა-ჟურნალისტებს” საზოგადოება ზუსტად იქ “ურტყამს”, რაც უჩანთ!” საუბარია ტვ პირველზე და ამ არხის ჟურნალისტებზე, მათ შორის ვახო სანაიაზეც. სტატიის ავტორი ტვ პირველის ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე საუბრობს და მათ საქმიანობას პროვოკაციულს უწოდებს. აქვე ამტკიცებს იმასაც, რომ მოეპოვება ვიდეოკადრები, თუ როგორ უმოწმებდნენ ტვ პირველის ჟურნალისტები მოქალაქეებს ჯიბეებს აქტივისტების სიების აღმოჩენის საბაბით ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.

"