İdentlik

მანიპულაცია, თითქოს დანიის სკოლაში ბავშვებს ისლამურ ლოცვას აიძულებენ

26 Sentyabr, 2019

22 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “ანტილიბერალური კლუბი” გამოაქვეყნა ვიდეო, მოკლე აღწერით “დანიის სკოლაში მულტიკულტურული მიმღებლობის გასაღვივებლად ადგილობრივ ბავშვებს ისლამური ლოცვის შესრულებას აიძულებენ”. ვიდეო იმავე დღეს იდენტური ტექსტით ანტიდასავლურმა და სიძულვილის ენის გამავრცელებელმა ფეისბუქ გვერდებმა “Unofficial Conspiracies” და “Geo Pepe” გადააზიარეს, ხოლო 23 სექტემბერს ვიდეო “ჯაბა მუსელიანის ბლოგმა” გაავრცელა.

""

""

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დანიის სკოლაში ბავშვებს ისლამურად ლოცვას აიძულებენ, მანიპულაციურია, ის მკითხველს ინფორმაციას არასრულად და დამახინჯებულად აწვდის.  რეალურად, ვიდეოში ასახული მოქმედება გაკვეთილზე მიმდინარეობს, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს განსხვავებულ კულტურასა და ცხოვრების წესს უზიარებენ.

  • სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს აცნობენ

ვიდეო 2018 წლის ნოემბერში დანიაში, თირეგოდის სკოლაშია გადაღებული, თუმცა გამოხმაურება დანიურ მედიაში მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში მოჰყვა. დანიური ტვ და ონლაინ მედია nyheder tv2 იუწყება, რომ ლოცვა მიმდინარეობდა “იცოდე ჩემი ცხოვრება” (Kend mit liv) საგნის ფარგლებში, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს თავიანთ ყოველდღიურ გამოცდილებას უზიარებდნენ, მათ შორის რელიგიას, ტრადიციებს, საკვებს და ა.შ. შესახებ. გაკვეთილზე ისინი სხვადასხვა ერების კულტურას გაეცნენ, პოლონური სამზარეულოდან დაწყებული, ისლამურ ლოცვით დამთავრებული.

ვიდეო სწორედ იმ ბავშვის მშობელმა გაავრცელა, ვინც მუსლიმურ რიტუალს ატარებს. ვიდეოს გადაღებას და გავრცელებას სხვა მშობლების თანხმობის გარეშე სკოლა კრძალავს, თუმცა ბიჭის დედამ ვიდეო გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გადაიღო და სკოლამ ამის შესახებ მხოლოდ ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაიგო.

რუსული წყაროები

ინფორმაცია 2019 წლის 27 და 30 ივნისს მანიპულაციური სათაურებით რუსეთის სახელისუფლებო მედიის Sputniknews-ის და Russia Today-ს ინგლისურენოვანმა პორტალებმა გაავრცელეს.

""