Səhhət/biotəhlükəsizlik

რატომ არ არის საზიანო თერმოსკრინინგი?

23 Sentyabr, 2020

2 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Goria Shiva-მ ჯგუფში “კორონა მაფია” გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში დაგეგმილ სასკოლო რეგულაციებს აპროტესტებდა და მშობლებს მოუწოდებდა, უარი ეთქვათ შვილების თერმოსკრინინგზე. მისი თქმით, ეს პროცედურა ინფრაწითელ დასხივებას გულისხმობს და ჯანმრთელობისათვის საზიანოა.  ამავე ჯგუფში 2 ივნისს მომხმარებელმა Madlena Barabadze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ უკონტაქტო თერმომეტრის ლაზერული გამოსხივება სახიფათოა. 

;;

მტკიცება, თითქოს თერმოსკრინინგი მავნე გამოსხივებას გამოყოფს და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მცდარია.  1. უკონტაქტო თერმომეტრი სხეულის ტემპერატურის გასაზომად ამ სხეულის ინფრაწითელ გამოსხივებას აფიქსირებს, თვითონ კი არანაირ გამოსხივებას არ გამოყოფს. 2. ზოგიერთი თერმომეტრი ლაზერის სხივს სენსორისათვის მიმართულების მისათითებლად იყენებს, რაც ინფრაწითელ გამოსხივებას არ შეიცავს და ადამინისთვის მავნებელი არ არის. 

1. უკონტაქტო თერმომეტრი სხეულის ტემპერატურის გასაზომად ამ სხეულის ინფრაწითელ გამოსხივებას აფიქსირებს, თვითონ კი არანაირ გამოსხივებას არ გამოყოფს.

უკონტაქტო თერმომეტრი ნებიესმიერი სხეულის ინფრაწითელ გამოსხივებას ზომავს და ის ტემპერატურულ ერთეულებში გადაჰყავს, რაც ეკრანზე გამოსახულ მაჩვენებელში აისახება. ამ სახის თერმომეტრების მექანიზმი ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმისა და იდენტიფიცირების პრინციპით მუშაობს, თვითონ კი არანაირ გამოსხივებას არ გამოყოფს

აღსანიშნავია, რომ ინფრაწითელ სხივები ნებისმიერ სხეულს (სულიერი და უსულო) აქვს. ის თვალისთვის უხილავი ელექტრომაგნიტური სხივებია. 

როგორ მუშაობს უკონტაქტო თერმომეტრი?

უკონტაქტო თერმომეტრის მთავარი შემადგენელი ნაწილები ლინზა, დეტექტორი და ეკრანია. ლინზა სხეულის გამოსხივებას დეტექტორისკენ მიმართავს, სენსორული დეტექტორი სხეულის ინფრაწითელ ენერგიას ელექტრონულ იმპულსად გარდაქმნის, რომელიც ტემპერატურის ერთეულებში ეკრანზე გამოისახება. 

2. ზოგიერთი თერმომეტრი ლაზერის სხივს სენსორისათვის მიმართულების მისათითებლად იყენებს, რაც ინფრაწითელ გამოსხივებას არ შეიცავს და ადამინისთვის მავნებელი არ არის. 

ზოგიერთი უკანტაქტო თერმომეტრი ადამიანის სხეულზე ლაზერის სხივს ანათებს. თუმცა, ეს ინფრაწითელ გამოსხიებას არ შეიცავს. ლაზერი ხელოვნურად დამოკლებული სინათლის ტალღებს წარმოადგენს. თერმომეტრი მას მცირე რაოდენობით იყენებს და  ჯანრმთელობისთვის სახიფათო არ არის

უკონტაქტო თერმომეტრი ლაზერის სხივს  სენსორული დეტექტორისათვის მიმართულების მისათითებლად იყენებს, იმისათვის რომ სენსორმა აღიქვას კონკრეტული ზედაპირი, საიდანაც ტემერატურა უნდა გაზომოს.

;
წყარო: Omega.co.uk

დეზინფორმაცია, თითქოს უკონტაქტო თერმომეტრი ჯანმრთელობისთვის მავნებელია კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად ვრცელდება და ეს ინფრომაცია ფაქტ-ჩეკრების მიერ არის გადამოწმებული, მათ შორის Poynter-ისა და Association Press-ის მიერ. უკონტაქტო თერმომეტრის შესახებ ყალბი ინფორმაციის სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა - სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში წყაროები ამტკიცებდნენ, რომ თერმოსკრინინგი აზიანებდა მხედველობას, ნერვულ სისტემას და ტვინის ერთ-ერთ ნაწილს, ეპიფიზს.