Politics

“სახალხო ჯანდაცვა” და “სახალხო ეკონომიკა” ჯანდაცვის მინისტრის “ისტორიული გადაწყვეტილების” დასაცავად

9 December, 2019

საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილებას, რომელიც სახელმწიფოს კერძო კლინიკების ტარიფების რეგულირების დისკრეციას აძლევს, სამედიცინო  დაწესებულებების მხრიდან პროტესტის მოჰყვა. ონლაინ სივრცეში კი პროტესტის პარალელურად აგორდა კერძო კლინიკების მადისკრედიტირებელი კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამედიცინო დაწესებულებები ხელოვნურად ზრდიან მომსახურების ფასებს და მომხმარებლების გასაჭირი კლინიკების შემოსავლის ძირითადი წყაროა. 

გამოვლინდა ორი ფეისბუკ გვერდი -   “სახალხო ეკონომიკა” და “სახალხო ჯანდაცვა” რომლებიც კლინიკების საწინააღმდეგო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. მათი მტკიცებით,  სამინისტროს  მიერ მიღებული დადგენილება, რომელსაც გვერდი “სახალხლო ეკონომიკა” “ისტორიული გადაწყვეტილებას” უწოდებს, მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების ტარიფებს და მოსპობს “სიცოცხლით მოვაჭრეების” მიერ “ფულის გამოძალვის” ფაქტებს. ამასთან, გვერდები მიზნად ისახავენ  “გამოავლინონ” სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ხელოვნურად ზრდიან ფასებს და მოუწოდებენ მოსახლეობას, მხარი დაუჭირონ ჯანდაცვის მინისტრის ახალ დადგენილებას.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართულმა  სამედიცინო დაწესებულებებმა პაციენტებს მომსახურება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით უნდა გაუწიონ. კლინიკას, რომელისთვისაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი მისაღები არ იქნება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება მოუწევს. გადაცემაში “რეალური სივრცე” სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ფასების გათანაბრებას, თუმცა მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს დადგენილებით განსაზღვრული ტარიფი გაწეული მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია და ამასთან, მასში არ არის გათვალისწინებული არაპირდაპირი ხარჯები.

კლინიკა “ჰელსიკორის” წინააღმდეგ როგორც “სახალხო ეკონომიკა”, ასევე “სახალხო ჯანდაცვა” იდენტური შინაარსის ინფოგრაფიკებს ავრცელებენ და ორგანიზაციის წარმომადგენლებს არსებული ტარიფების გამო “წურბელებს” უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გვერდი შესაძლოა ერთიანად იმართებოდეს.

""

"

|

პოსტები ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოწოდებით ორგანიზებულად გავრცელდა პარტიულ და სხვა ჯგუფებში: კახა კალაძე თბილისის მერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürc.

|

"|

||

ფეისბუკ-გვერდი “სახალხო ჯანდაცვა” 2019 წლის 28 ნოემბერს შეიქმნა და ამავე საღამოს გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომელიც გვერდ “სახალხო ეკონომიკას” რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა გამოქვეყნებული.

"

ფეისბუკ გვერდი “სახალხო ეკონომიკა” 2018 წლის 22 მაისს შეიქმნა, ჰყავს 6 ადმინისტრატორი და იმართება საქართველოდან. აღწერის განყოფილებაში გვერდის საქმიანობისა და მიზნის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ არის მითითებული. შექმნის  დღიდან “სახალხო ეკონომიკა” აზიარებს მასალებს მმართველი პარტიის “ეკონომიკური მიღწევების” შესახებ, რაც ხშირ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის, მამუკა ბახტაძის და მთავრობის სხვა წარმომადგენლების არგუმენტებით არის გამყარებული.

"

ფეისბუკ გვერდზე გვხვდება პოსტები “ფონდ ქართუსა” და სახელმწიფოს წარმატებულ თანამშრომლობაზე:
 

"

რეკრეაციული ზონების მოწყობასთან დაკავშირებულ პოსტებში კი ყოველთვის აღნიშნულია, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიძინა ივანიშვილი კერძო ტერიტორიების გამოსყიდვისა და რეკრეაციის კუთხით: “ბიძინა ივანიშვილმა, ტერიტორია კონკრეტული პირისგან გამოისყიდა და პარკის აშენება გადაწყვიტა”.

"

|

ფეისბუკ გვერდი “სახალხო ეკონომიკა” ჩართული იყო მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელ კამპანიაში

|

|

"


მოამზადა ანი ქისტაურმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი