Various

რა ხდება მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო?

28 May, 2020

2020 წლის მარტის დასაწყისში მარნეულის მერიამ მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღდგენითი სამუშაოების  ჩატარება  დაიწყო. ძეგლის რესტავრაცია 2019 წელს უკვე გეგმაში იყო და 21 მაისს ადგილობრივმა მედიამ სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 24 მაისს კი საკვირაო ქადაგებაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა მარნეულის მერს „გონივრული ვადა“ მისცა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოეხადა და ძეგლის დემონტაჟი მოეხდინა. გარდა ამისა, ეს თემა სოციალურ ქსელში ანტილიბერალური განცხადებებით ცნობილმა რამდენიმე გვერდმა “აიტაცა”.  

ძეგლის რესტავრაციას სოციალურ ქსელებში ანტილიბერალური ჯგუფების კრიტიკა მოჰყვა, რაც დაცლილი იყო უშუალოდ ნარიმან ნარიმანოვის პიროვნების ისტორიული როლის გააზრებისგან და რეალურად, ეთნიკური შუღლის გაღვივებისკენ იყო მიმართული. გვერდი “ალილო მარნეულში” მეუფე გიორგი ჯანმდელიანის კრიტიკოსებს საქართველოს მოღალატეებს უწოდებდა და ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს რეგიონში მერაბ კოსტავას პატივს არ სცემენ. 

"'

"

"'

|

გამდელიანს მხარდაჭერა “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემაც გამოუცხადა და თქვა, რომ მათი ულტიმატუმი აუცილებლად უნდა შესრულდეს, გამდელიანს კი “სისხლის ბოლო წვეთამდე” ფიზიკურად დაიცავდა. 

მარნეულისა და ხუჯაბის ეკლესიის ეპისკოპოსის განცხადებას “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” გამოეხმაურა. ისტორიკოსებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ ეპისკოპოსის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ. ეს იმ ფონზე, როდესაც სოვლაბის თქმით, მარნეულის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც მრავლადაა საბჭოთა პირების ძეგლები, დგას ბიუსტები, მონუმენტები და ქუჩებს მათი სახელები ჰქვია. სოვლაბი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯნელების წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლააში სათანადოდ შესწავლილი არ არის. 

სოვლაბი: “ საქართველოში მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია და ეს საერთო ისტორიაშიც მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი...ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის. მიგვაჩნია, რომ მაღალი სასულიერი იერარქები უნდა ცდილობდნენ, რომ საქართველოში იყოს - „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო კამათის ისტორია

აღსანიშნავია, რომ ნარიმანოვის ძეგლის გარშემო მარნეულში კონსენსუსი არ არის და მისი სახელობის პარკის გარშემო დისკუსია ძეგლის რესტავრაციამდე დაიწყო. 2018 წლის 15 ივნისს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო” ხელმძღვანელმა მირთაგ ასადოვმა ნარიმან ნარიმანოვის სახელობის სკვერში რამაზან ბაირამის აღსანიშნად მარნეულის მერიას მიმართა. მიმართვის საპასუხოდ მან მიიღო წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე ნარიმან ნარიმანოვის სახელობის სკვერი არ არსებობდა. ამ პასუხს მოჰყვა გამოხმაურება და დისკუსია, რომ სკვერს და იქ არსებულ შენობას სახელი გადაარქვეს და მისი სახელი ამ დროისთვის უცნობი იყო. 

'[

ამის შემდგომ, მარნეულში ადგილობრივი აქტივისტების მიერ კულტურის ცენტრისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის დასარქმევად ხელმოწერთა შეგროვება დაიწყო. თუმცა მოქალაქეთა მეორე ნაწილი მარნეულის კულტურის ცენტრისათვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭებისა და ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გადატანის ინიციატივით გამოვიდა

2019 წლის 28 იანვარს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ კულტურის ცენტრისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის მინიჭებას. 2019 წლის 8 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გადატანა არ იგეგმებოდა. 


მოამზადა ელმადდინ მამმადლიმ,
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელის წევრი