Այլք

მანიპულაცია, თითქოს საქართველოში სერიალების გავლენით ბავშვებს თურქულ სახელებს არქმევენ

6 Օգոստոս, 2019

2019 წლის 13 ივლისს Facebook გვერდმა “1000 ფაქტი” გამოაქვეყნა 2018 წელს საქართველოში დაბადებული ბავშვების რაოდენობა, რომელთაც თურქულ სერიალებში გავრცელებული სახელები ჰქვიათ. პოსტის მიხედვით, საქართველოში თურქული სერიალების დამკვიდრების შემდეგ 32 ბიჭს ონური დაარქვეს, 65 გოგონას დამლა, 35 გოგონას ზეჰრა, ხოლო 27 გოგონას კი ელიფი.

“1000 ფაქტის” პოსტს 239 გაზიარება და 1.8 ათასი რეაქცია აქვს, რომელთა უმეტესობა უარყოფითი ხასიათისაა, ხოლო კომენტარებში მკითხველთა დიდი ნაწილი სტატისტიკას შემაშფოთებლად აღიქვამს.

"

“1000 ფაქტის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციური ხასიათისაა და თურქოფობიური განწყობის გაღვივებას ემსახურება, ვინაიდან მასში არ არის მოცემული სახელების გადანაწილება რეგიონების მიხედვით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, პოსტში მითითებული სახელები 2018 წელს ძირითადად ქვემო ქართლში იყო გავრცელებული, რაც ამ რეგიონში გასულ წელს დაბადებული ბავშვების მხოლოდ 2.17%-ს შეადგენს

2019 წლის 5 ივლისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ “1000 ფაქტის” პოსტში მითითებული სახელები ძირითადად ქვემო ქართლშია გავრცელებული, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია.

"

ინფოგრაფიკაზე მოცემულია ის ექვსივე რეგიონი სადაც 2018 წელს ახალდაბადებულებს ონური, დამლა, ზეჰრა და ელიფი დაარქვეს. ყველაზე მცირე რაოდენობა ამ მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება სადაც წლის განმავლობაში 1 ელიფი დაიბადა. დანარჩენ რეგიონებში, რომლებიც ინფოგრაფიკზე წარმოდგენილი არაა, 2018 წლის ახალშობილებში ზემოთხსენებულ სახელებს არ ვხვდებით . 

2018 წელის განმავლობაში, ქვემო ქართლში აღნიშნული სახელების მქონე 112 ბავშვი დაიბადა რაც ამ რეგიონში დაბადებულ ახალშობილთა 2.17% შეადგენს. მსგავსი სტატისტიკის მიხედვით თბილისში ამ სახელების მატარებელი მხოლოდ 0.13% ახალშობილია, ხოლო კახეთში -  0.86%. 

"

როგორც ვხედავთ, “1000 ფაქტის” პოსტში ნახსენებ სახელებს ძირითადად ქვემო ქართლში ვხვდებით, თუმცა მცირე რაოდენობით. ამ რეგიონში გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი მარიამია, ბიჭის კი გაბრიელი.

"

"

სტატისტიკა ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული სახელები თურქული სერიალების გამოჩენამდეც ფიქსირდებოდა საქართველოში. 2018 წელს დაბადებულ ბავშვთა საერთო რაოდენობა მხოლოდ 9.1% პროცენტს შეადგენს საქართველოში ამჟამად მცხოვრები იგივე სახელების მქონე ადამიანებში.  

"

წყაროს შესახებ:

გვერდი “1000 ფაქტი” 2013 წლის 8 მარტს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. გვერდი შერეულ ინფორმაციას აქვეყნებს - გასართობი კონტენტის გარდა გვხვდება ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტები და ულტრა-ნაციონალისტური გამოცემა “ალტ-ინფოს” ბმულები.

"

""

""


მოამზადა გიორგი ყარალაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია

Պրոֆիլներ: