Մեդիա

რატომ დაიწყო სიცილი Вести-ის ჟურნალისტმა გადაცემის ჩაწერის დროს?

12 Փետրվար, 2020

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის Вести Камчатка-ს ჟურნალისტმა ალექსანდრა ნოვიკოვამ გადაცემის ჩაწერის დროს სიცილი ვერ შეიკავა. ჟურნალისტი მაყურებელს მთავრობის სუბსიდიების გაზრდის შესახებ ამცნობდა, რის მიხედვითაც 1 თებერვლიდან კამჩატკაში ომის ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რადიაციული ზემოქმედების მსხვერპლებს და სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებას 1 500 რუბლამდე ($23) გაუზრდის.

ჟურნალისტმა სიცილი მაშინ დაიწყო, როდესაც აცხადებდა, რომ აღნიშნული 1500 რუბლიდან, 900 რუბლი ($14.18) მედიკამენტებზე, 137 ($2.16) - სანატორიუმზე, ხოლო დარჩენილი 463 რუბლი ($7.29) კი სანატორიუმში ტრანსპორტირებაზე დაიხარჯება. 

ტელეწამყვანი აბსურდულად მცირე თანხების გამო დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში იცინოდა . “კარგია, რომ პირდაპირ ეთერში არ ვარ” - აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ტელევიზიით არ გასულა, ის ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

 

რადიო სადგურმა Говорит Москва-მ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო კომპანია VGTRK, სადაც Вести Камчатка ოპერირებს, გამოიძიებს ვინ გაავრცელა ვიდეო, მთელ გუნდს გაათავისუფლებს და ახალი სამსახურის მოძიების ყველა გზას დაუბლოკავს. 

რადიო თავისუფლება VGTRK-ს დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.