Պատմություն

არის თუ არა ჰიტლერთან ერთად ფოტოზე გამოსახული გოგონა ანგელა მერკელი?

19 Հունիս, 2020

18 ივნისს ფეისბუქ გვერდმა „სტალინი“ გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი წარწერით “ჰგავს და ეგაა ვითომ???” “სტალინი” ვარაუდობს, რომ ფოტოზე ადოლფ ჰიტლერთან ერთად გამოსახული ბავშვი შესაძლოა ანგელა მერკელი იყოს.

"

სტალინის პოსტი ფოტომანიპულაციაა. ფოტოზე გამოსახული ბავშვი ანგელა მერკელი არ არის და კონსპირაციაა, რომელიც წლებია ვრცელდება და ამტკიცებს, თითქოს მერკელი და ჰიტლერი ერთმანეთს იცნობდნენ.

რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა, რადგან ანგელა მერკელი 1954 წელს დაიბადა, ამ დროს კი ადოლფ ჰიტლერი უკვე 9 წლის გარდაცვლილი იყო (1945). ამასთანავე, ფოტო, სადაც ჰიტლერი უცნობ ბავშვთან ერთად არის გამოსახული 1937 წლის ფოტოდოკუმენტების წიგნიდანაა (გვ.27).

"
ადოლფ ჰიტლერი და უცნობი გოგონა,1937წ.(სავარაუდო თარიღი).

"
ანგელა მერკელი, 3 წლის, 1957.

აღნიშნული ფოტო გზავნილით, თითქოს ჰიტლერთან ერთად გამოსახული ბავშვი ანგელა მერკელია რამდენიმე წელია ვრცელდება. TinEye-ს მონაცემებით ჰიტლერისა და უცნობი ბავშვის ფოტოსურათი ანგელა მერკელის ფოტოსთან კოლაჟში პირველად 2016 წელს იძებნება. ამ თემაზე ფაქტების გადამოწმების პორტალი fullfact.org და Truth or Fiction-იც წერდა. ფოტოკოლაჟი სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მესიჯბოქსით ვრცელდებოდა, მათ შორის იმ ყალბი ცნობითაც, თითქოს ანგელა მერკელი ადოლფ ჰიტლერის შვილია.

""

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქმა ერთ-ერთი მოხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტომანიპულაცია ყალბ ინფორმაციად მონიშნა.

"

ჰიტლერისა და უცნობი გოგონას ფოტო ანგელა მერკელის სახელით გასულ წლებში იმდენად ვირუსულად ვრცელდებოდა, რომ google image search-ის მეშვეობით აღნიშნული ფოტოს მოძებნისას გუგლი “შესაძლო დაკავშირებულ ძიებად” ანგელა მერკელს და ადოლფ ჰიტლერს გვთავაზობს.

"

Պրոֆիլներ: