Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

შეცვალა თუ არა WHO-მ კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები?

7 Հոկտեմբեր, 2020

1 ოქტომბერს ფეისბუკ ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌”, რომელშიც 22 ათასზე მეტი წევრია, ფეისბუკ მომხარებელმა Nina Marji-მ კოვიდ-19-ის პანდემიისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესახებ პოსტი  გამოაქვეყნა. ის ტექსტის ბოლოს  ფეისბუკ მომხმარებლის Gadea Gadea Guruli-ის 10 ივნისის იდენტური შინაარსის პოსტის ბმულს უთითებს. პოსტის თანახმად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით მიდგომები რადიკალურად შეცვალა, რაც სავლდებულო ვაქციანაციასა და უსიმპტომო ინფიცირებულთა მიერ ვირუსის გავრცელებასაც ეხება. ინფორმაციის წყაროდ ამერიკული ტელევიზია CNBC არის დასახელებული და აღნიშნულია, რომ დოქტორ მარია კერხოვის (Dr. Maria Maria Kerkhove) განცხადებით, დაუჯერებელია უსიმპტომო კოვიდ-19-ის მატარებელმა სხვა დააინფიციროს. პოსტის ავტორი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასკვნის, რომ სხვადასხვა რეგულაციები დაწესებული სწორედ უსიმტპომო კოვიდ-19-ით ინფიცირებულების მიერ ვირუსის გადაცემის შესაჩერებლად იყო, რასაც აზრი ეკარგება. მისი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ე.წ. ლოკდაუნის შეწყვეტას მოითხოვს და  სავალდებულო ვაქცინაციას მიუღებლად მიიჩნევს. პოსტში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძველი მიდგომები ნაკარნახევი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის მიერ იყო. ამის შემდეგ ავტორი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიტეტს  ეჭვქვეშ აყენებს და ახცადებს, რომ ორგანიზაცია მანამდე ცრუობდა ან ახლა ცრუობს და მისი ნდობა შეუძლბელია. პოსტის ბოლოს ავტორი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ადამიანების გარდაცვალებასა და სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის განადგურებაში ადანაშაულებს და მოსახლეობას მისი დასჯის მოთხოვნისა და რეგულაციების უგულებელყოფისაკენ მოუწოდებს.

6 ოქტომბრის მდგომარეობით, Nina Marji-ს პოსტს ფეისბუკ ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌”  311 გაზიარება აქვს, Gadea Gadea Guruli-ის 10 ივნისის იდენტური შინაარსის პოსტს კი 900 გაზიარება. 

;;

კოვიდ-19-ისა და ეპიდემიის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიდგომებისა და რეკომენდაციების შესახებ პოსტში რამდენიმე მტკიცება გამოიყოფა:

  1. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით მიდგომები რადიკალურად შეცვალა: ის სავადლებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, რეგულაციების შეწყვეტას მოითხოვს და ჰიგიენასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ცვლის;
  2. კოვიდ-19-ის ვირუსის უსიმპტომო მატარებლები სხვას ვერ დააინფიცირებენ, ამიტომ რეგულაციებს (დისტანციის დაცვა, პირბადე და. ა.შ.) აზრი ეკარგება; 

ფეისბუკ მომხმარებლების  მიერ გავრცელებული ცნობები კოვიდ-19-ის გავრცელების გზებსა და WHO-ს რეკომენდაციების ცვლილებასთან დაკავშირებით რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს. სინამდვილეში, 1. WHO-ს რეკომენდაციები პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და სხვა ჰიგიენური ნორმების შესახებ პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე არსებითად არ შეცვლილა. 2.  კოვიდ-19 ის ვირუსისის უსიმპტომო მატარებელი და/ან პრესიმპტომური პაციენტი დაინფიცირების წყარო შეიძლება გახდეს. 3.WHO კოვიდ-19-ის ვაქცინაციას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ჯერ არც ერთი ვაქცინა არ არის გამოყენებაში და შესაბამისად, სავალდებულო ხასიათი არ აქვს.

1.კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და სხვა ჰიგიენური ნორმების შესახებ პანდემიის გამოცხადებიდან დრემდე არსებითად არ შეცვლილა.

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რეკომენდაციები გულისხმობს:

  • 1 მეტრამდე ფიზიკური დისტანციის დაცვას;
  • პირბადის ტარება კორონავირუსის გავრცელების არეალში ან ადგილებში, სადაც ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია;
  • ხელების გაწმენდა;
  • ხალხმრავალი ადგილების თავის არიდება;
  • სამუშაო სივრცეში ვირუსისგან თავის დაცვის ზომების უზრუნველყოფა;
  • ინფიცირებულებისა და ინფიცირებულთა ახლო კონტატების კარანტინში გადაყვანა.

2.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვადასხვა კვლევების თანახმად, კოვიდ-19 ის ვირუსისის უსიმპტომო მატარებელი და/ან პრესიმპტომური პაციენტი დაინფიცირების წყარო შეიძლება გახდეს. პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის რეკომენდაციები კი მიზნად როგორც სიმპტომიანი ასევე უსიმპტომო ვისრუსის მატარებლისგან დაინფიცირების პრევენციას ისახავს .

კორონავირუსის გავრცელების წყარო როგორც სიმპტომიანი, ასევე  უსიმპტომო და პრესიმპტომური (სიპმტომების გამოვლენამდე) ინფიცირებული შესაძლოა იყოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ 11 ივნისს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-19-ის გადაცემის ძირითადი შემთხვევები სიმპტომურ პაციენტებთან ახლო კონტაქტის დროს ფიქსირდება. აქვე ხაზგასმულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების უმეტესობა პირადი დაცვის ზომებთან დაკავშირებით, როგორიცაა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა, სწორედ სიმპტომიანი პაციენტებიდან ვირუსის გავრცელების კონტროლს ისახავს მიზნად. სიმპტომიან პაციენტებში მსუბუქი სიპმტომების მქონე პაციენტებიც მოიაზრება, რომელთა შემთხვევაში ვირუსის ადრეული იდენტიფიცირება მარტივი არ არის. გარდა ამისა, სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღით ადრე ინფიცირებული შესაძლოა ვირუსის გამავრცელებელი გახდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების წყაროების შესახებ კვლევები გრძელდება. თუმცა, არსებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც კლასტერებისა და კონტაქტებოს კვლევის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდა, სიმპტომიან პაციენტებთან შედარებით, უსიმპტომო პაციენტებისაგან ვირუსის გადაცემის ნაკლები საფრთხეა. 

იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კორონავირუსი წელიწადზე ნაკლებია რაც გამოჩნდა და საკმარისი რაოდენობის კვლევები არ არის ჩატარებული, უსიმპტომო წყაროებისგან ვირუსის გავრცელების შესახებ სხავდასხვა კვლევა განსხვავებულ  დასკვნებს გვთავაზობს, თუმცა უსიმპტომო და პრესიმპტომურ ინფიცირებულებს გავრცელების წყაროდ ყველა მათგანი მოიაზრებს

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში 14 სექტემბერს კოვიდ-19-ით უსიმპმტომოდ ინფიცირებულთა შესახებ კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა ჩინეთის ერთ-ერთი რეგიონის საავადმყოფოში (Zhongnan Hospital) მარტში ჩატარდა. სტატიაში სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ უსიმპტომო ვირუსის შემთხვევაში ინფიცირებული იმავე რაოდენობის ვირუსული ნაწილაკების მატარებელია, როგოგორც სიმპტომიანი პაციენტები და ხშირად მეტად კონტაგიოზური. ასევე, მათემატიკურ მოდელირების შედეგად, უსიმტომო ვირუსის მატარებლები კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობენ. 

ჟურნალ Nature-ში 15 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ის მეორეული გადაცემის შემთხვევების 44%-ის წყარო პრე-სიმპტომურ პერიოდში მყოფი ინფიცირებულებულები არიან. კვლევა ჩინეთში ჩატარდა და 77 ინფექციის გადადების შემთხვევა იქნა შესწავლილი. 

უსიმპტომო  პაციენტებიდან ვირუსის გადაცემის შესახებ ყოვლისმომცელი კვლევის ჩატარება რთულია, რადგან ის უფრო დიდი პოპულაციური კოჰორტების ტესტირებას მოითხოვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ამ საკითხზე ის სხვადასხვა ქვეყანასთან და მკვლევრთან მუშაობს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესკონფერენციის შესახებ ამერიკული ტელევიზიის CNBC-ის ვებ-გვერდზე  8 ივნისს გამოქვეყნებულ  მასალაში   მარია კერხოვის განცხადებას, რომ უსიმპტომი ინფიცირებულების მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების შემთხვევები ძალიან იშვიათია, ნამდვილად არის წარმოდგენილი. თუმცა, მომდევნო დღეს მან განმარტა, რომ პრესკონფერენციაზე უსიმპტომი ინფიცირებულების შესახებ მის მიერ გაკეთებული კომენტარი არასწორად იქნა აღქმული. მარია კერხოვმა დააკონკრეტა, რომ შეფასება მისი პირადი მოსაზრება იყო და ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავდა. მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტების მიერ ვირუსის გავრცელების საკითხი რთულია, დამატებით კვლევებს საჭიროებს და ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ. მარია კერხოვის განმარტება CNBC-მაც გამოაქვეყნა

3. WHO კოვიდ-19-ის ვაქცინაციას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ჯერ არც ერთი ვაქცინა გამოყენებაში არ არის და მითუმეტეს სავალდებულო ხასიათი არ აქვს.

კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია ვაქცინას ეპიდემიის შეჩერებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ იმუნიზაცია ყოველწლიურად 2-3 მლნ. ადამიანს სიკვდილისაგან იცავს. აქვე აღნიშნულია, რომ 169 დარეგისტრირებული ვაქცინიდან 26 მათგანი გადის ადამაინებზე ტესტირების ფაზას და გამოყენებაში ჯერ არც ერთი მათგანი არ არის. WHO აღნიშნავს, რომ ვაქცინის შექმნის საკითხებზე  ის სხვადასხვა ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

კოვიდ-19-ის ვაქცინების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებულ მასალაში:

  • რუსეთი თუ ჩინეთი, სად დარეგისტრირდა კოვიდის პირველი ვაქცინა ტესტირების III ფაზის გარეშე?

წყაროების შესახებ

ფეისბუკ მომხმარებელი Nina Marji კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას საჯარო ფეისბუკ ჯგუფებში ადრეც ავრცელებდა.  19 სექტემბერს გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის ამტკიცებდა, რომ იმ ექიმების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის აფიორას აპროტესებენ, ვენაში ათასობით ექიმი სოლიდარობის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, მანიპულაციური აღმოჩნდა. 1 ოქტომბერს კი სააჯარო ჯგუფში “კორონა აფიორა” მან გაავრცელა რუსულად გახმოვანებული ვიდეო, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟი გაეროს მიერ შექმნილი პროგრამის “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ საუბრობს, რაც კონსპირაცია აღმოჩნდა, რადგან  ამ სახელწოდების ან შინაარსის მქონე დოკუმენტი ღია წყაროების საშუალებით არ იძებნება. 

31 ივლისს ფეისბუკის მომხმარებელმა Gadea Gadea Guruli-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, 2013 წლიდან  McDonald’s -ის სავაჭრო ქსელში არსებულ პროდუქტში ადამიანის, ცხენის, თაგვის და ჭიაყელის ხორცის შემცველობაა აღმოჩენილი. პოსტში მანიპულაციურად იყო დაკავშირებლი McDonald’s-ს ცხენის ხორცის სკანდალთან და სატირულ პირველწყაროსაც ეყდნობოდა. გარდა ამისა, თანდართული  ბავშვის და ადამიანის სხეულის ნაწილების და ერთად თავმოყრილ ჩვილ ბავშვების ამსახველი ფოტოების სხვა მოვლენებს ასახავდა და McDonald’s-ში ადამიანის ხორცის გამოყენებასთან კავშირი არ ჰქონდა. 

  •  დეზინფორმაცია McDonald’s-ის შესახებ სატირულ პირველწყაროს და ყალბ ფოტოებს ეყრდნობა.

მოამზადა ანა ჩიტალაძემ და ეთუნა კოტრიკაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია