2020 წლის ტოპ 10 ფოტომანიპულაცია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

60
VIEWS

2020 წელი ინტერნეტში გავრცელებული ფოტომანიპულაციებით დატვირთული აღმოჩნდა. განვლილ წელზე თვალის გადავლებისა და შეჯამების მიზნით “მითების დეტექტორის” მიერ სხვადასხვა თემაზე გადამოწმებულ 10 გამორჩეულ ფოტომანიპულაციას წარმოგიდგენთ.

 

  1. ფოტო, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრას ასახავს

;

თებერვალში ფეისბუქ გვერდმა “ლელო საქართვრლოსთვის” გააზიარა პარტია “ლელოს” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხევდრის ფოტო, რომელსაც შეხვედრის შესახებ ხაზარაძის ციტატა ერთვოდა.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში გავრცელებული ვიზუალი ფოტოშოპით არის დამუშავებული და ავთენტური ვერსია მაიკ პომპეოსა და ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომინიკ რააბის შეხვედრას ასახავს. პარტია “ლელოსთან” კავშირში არ იყო არც ყალბი მხარდაჭერის გვერდი სახელწოდებით “ლელო საქართველოსთვის,” რომელიც ფოტოს გავრცელების დღეს, 6 თებერვალს, შეიქმნა და დამუშავებული ფოტოსა და ყალბი ციტატის გასავრცელელებლად დასპონსორების ფუნქციას მიმართავდა.

  1. არჩევნების დღეს გავრცელებული კონდოლიზა რაისას ფოტო, სადაც ის ქართულ ოცნებას უჭერს მხარს

;

31 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა პოსტი, წარწერით “ელვა ფოტო ვაშინგტონიდან.” პოსტი შეიცავს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ფოტოს, რომლის მაისურზე 41 აწერია, ხოლო სურათის ქვედა ნაწილზე არის ინგლისურენოვანი წარწერა –  “It’s my team Georgian Dream,” რაც ნიშნავს, რომ ქართული ოცნება მისი გუნდია და რაისა სწორედ მას გულშემატკივრობს.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში კონდოლიზა რაისას ეს ფოტო დამუშავებულია, მისი ორიგინალი 2012 წელს “ეროვნული საფეხბურთო ლიგის” კამპანიის ფარგლებშია გადაღებული და რაისას მაისურზე არა 41, არამედ 16 ნომერია გამოსახული, შესაბამისად, ის არა ქართული ოცნების, არამედ კლივლენდის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებაზე ოცნებობდა.

  1. Pressტიტუციის მიერ გავრცელებული “ლიბეროზავრი” თოჯინის ფოტო 

;

ანტილიბერალურმა ფეისბუქ გვერმა “Pressტიტუცია” გამოაქვეყნა თოჯინის ფოტო, შემდეგი აღწერით “SOS ლიბეროზავრი პროპაგანდონები სქესში გაურკვეველ თოჯინებს ყიდიან”. Pressტიტუციის აღწერიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფოტო რომელიმე ლიბერალურ ქვეყანაში  უნდა ყოფილიყო გადაღებული, სადაც “სქესში გაურკვეველ” თოჯინებს ყიდიან.

რეალური ფაქტი: რეალურად ფოტო ინტერნეტში 2020 წლის 2 იანვარს რუსეთში, ნოვოსიბირსკში, მცხოვრებმა ინსტაგრამ მომხმარებელმა  გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ თოჯინას სურათი ნოვოსიბირსკის სათამაშოების მაღაზია “სათამაშოების პლანეტაში” გადაუღო.

;

  1. SS-ის ოფიცრის ფოტო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მასზე ჯორჯ სოროსია 

;

“საქართველო უპირველეს ყოვლისა” და გურამ ქართველიშვილი 2020 წლის თებერვალსა და ივნისში ავრცელებდნენ ნაცისტური SS-ის ჯარისკაცის ფოტოს და აღწერაში უთითებდნენ, რომ ის ჯორჯ სოროსი იყო.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში ფოტოზე გამოსახულია აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ბუღალტერი ოსკარ გრონინგი, ჯორჯ სოროსი კი ნაცისტური გერმანიის მიერ უნგრეთის ოკუპაციისას მხოლოდ 14 წლის იყო და ებრაული წარმᲝშობის გამო მიმალვაში იმყოფებოდა.

  1. ფოტო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კიმ ჩენ ინიმა ჩრდ. კორეაში სტალინს ძეგლი დაუდგა

;

ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” გამოაქვეყნა სტალინის მონუმენტის ფოტო, რომელიც გვერდის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეაში იყო განთავსებული. პოსტის თანახმად, 14 თებერვალს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ოქროს, სპილენძისა და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ძეგლი ფხენიანის ომის გმირების პარკში დაადგმევინა.

რეალური ფაქტი: რეალურად ფოტო ფხენიანიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოშია გადაღებული, ინფორმაციის პირველწყარო კი გახლდათ რუსულენოვანი სატირული გამოცემა panorama.pub, რომლის მისიის განაცხადში განამრტებულია საიტის სატირულ-იუმორისტული ხასიათი.

  1. ომში მონაწილე ვირის ფოტო

;

სოციალურ ქსელის მომხმარებელმა გააზიარა ფოტო, რომლის აღწერიდანაც ვიგებდით, რომ ის მეორე მსოფლიო ომის დროს ასახავდა ჯარისკაცს, რომელსაც ზურგით მიჰყავდა ვირი  არა სიყვარულისა და ზრუნვის, არამედ სიფრთხილის გამო, რათა მიწაში ჩაფლული ნაღმები ვირის სიარულისას არ გააქტიურებულიყო.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში ფოტო არა მეორე მსოფლიო ომის დროს, არამედ 1958 წელს, ალჟირის ომის დროს ალჟირში გადაიღეს და ასახავს ფრანგული დანაყოფის ჯარისკაცს, რომელსაც ობოლი ჩოჩორი (მოგვიანებით “ბემბი”) ბანაკში გადარჩენის მიზნით მიჰყავს.

;

  1. “პატრიოტთა გვერდის” გაზიარებული ფოტო, რომელზეც AIR Serbia-ს თვითმფრინავის კედლები ხატებით იყო მოხატული

;

“პატიორტთა გვერდი” აზიარებდა ფოტოს, სადაც აღწერის მიხედვით, გამოსახული იყო სერბული ავიახაზების თვითმფრინავი, რომლის კაბინასაც, ეკლესიის მსგავსად, ფრესკები ამშვენებდა.

რეალური ფაქტი: ნამდვილი ფოტო 2014 წლით თარიღდება, მასზე ხატები არ არის გამოსახული და თვითმრფინავი არა Air Serbia-ს არამედ ბრიუესელის ავიახაზებს ეკუთვნის.

  1. ფოტო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მასზე ჰიტლერი და ანგელა მერკელის ბავშვობაა ასახული

;

ფეისბუკ გვერდმა “სტალინი” გაავრცელა ჰიტლერისა და გოგონას ფოტოს, სადაც გოგონა ანგელა მერკელად იყო წარმოჩენილი, დაეჭვებული “სტალინი” კი ფეისბუქ მომხამრებლებთან ამოწმებდა  ინფორმაციის სანდოობას.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში ფოტო 1937 წლის დოკუმენტების წიგნიდანაა და მასზე ჰიტლერი უცნობ ბავშვთან ერთადაა გამოსახული, ანგელა მერკელი ფოტოზე იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ იქნებოდა, რომ ის 1954 წელს დაიბადა. აღნიშნული ფოტო კონცპირაციული აღწერებით ინტერნეტ სივრცეში უკვე წლებია ვრცელდება.

  1. ფოტო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ლენინის საპატივცემულოდ ბანკნოტი დაბეჭდა

;

ფეისბუკ გვერდმა “პოლოტიკანო” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ლენინის 150-ე წლისთავთან დაკავშირებით ევროპის ცემტრალურმა ბანკმა სპეციალური ბანკნოტი ლენინის გამოსახულებით გამოუშვა.

რეალური ფაქტი: რეალურად მოცემული ბანკნოტი რუსეთში დაიბეჭდა და ის ევროპის მსოფლიო ბანკის მიერ ლენინისადმი პატივისცემას არ გამოხატავს.

 ;

  1. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის ფოტო, სადაც ის ახალი მსოფლიო წესრიგის მხარდამჭერად წარმოაჩინეს

;

ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის მეთიუ ჰენკოკის ფოტო, პირბადეზე გამოსახული 666-თა და NWO-თი, რაც პოსტის ავტორის მტკიცებით, ახალ მსოფლიო წესრიგს ნიშნავს. აღწერაში მითითებული იყო, რომ ანტიქრისტიანული ძალები თავიანთ მიზნებს უკვე ღიად აფიქსირებენ.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში ფოტო დამუშავებულია და მეთ ჰენკოკის პირბადეზე გამოსახული იყო არა “666 NWO,“ არამედ PROTECT THE NHS, რაც ეროვნული ჯანდაცვის სერვისის დაცვისკენ მოწოდებას ნიშნავს.

 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist