28 000 თუ 2 886 – თურქეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

395
VIEWS

2020 წლის 21 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა “საერთო გაზეთი“ საბერძნეთში მოღვაწე მეუფე მელქისედეკთან (ელიზბარ დიაკონიძე) ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საუბრობს, რომ სააკაშვილმა სხვა დანაშაულებთან ერთად 28 000 თურქს ერთ დღეში საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები თავისი ოჯახებით საარჩევნო პროცესში მონაწილეობდნენ და 50 ათასმა თურქმა “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა.

მეუფე მელქისედეკი :“ 28000 თურქს ერთ დღეში მოქალაქეობა რომ უბოძა, ის კაცია სააკაშვილი და დღეს აჭარაში იმ 28 000-მა თავის ოჯახთან ერთად, ანუ 50 000-მა თურქმა ხმა მისცა `ნაცმოძრაობას. სააკაშვილი არის „მაოხრებელი გზირი“, რომელიც, საქართველოს ისტორია რომ გავიხსენოთ, კონსტანტინე-მირზასავით შემოუძღვა მტერს საქართველოში.აქვე გიორგი სააკაძეც მახსენდება, შაჰ-აბასი რომ შემოიყვანა საქართველოში და აქ, საქართველოში ამოჟლიტა, მარტყოფთან.”

rphg 1 28 000 თუ 2 886 - თურქეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა?

ელიზბარ დიაკონიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს აჭარაში თურქეთის 28 ათას მოქალაქეს  საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 2004-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში სულ 3 050 თურქეთის მოქალაქეს მიენიჭა, აქედან 2886-ს – ენმ-ის მმართველობის დროს. ყალბია ასევე ცნობა იმის შესახებ, თითქოს 50 ათასმა თურქეთის მოქალაქემ, რაც 28 ათასის ოჯახის წევრების ჰიპოთეტური მონაცემია, საარჩევნო ხმის უფლება მიიღო. “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

ცნობებს იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების  დროს ათიათასობით თურქეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, სხვადასხვა აქტორები ადრეც ავრცელებდნენ: პატრიოტთა ალიანსი და კრემილისტური გამოცემა News Front-ი ამ საკითხს თურქული ექსპანსიის და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვის კუთხით ქსენოფობიურ კონტექსტში განიხილავდნენ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ “მითების დეტექტორისთვის” მოწოდებული  სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 14 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის არა 25 000 მოქალაქეს, არამედ  3 050-ს მიენიჭა. მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისი წესით განხორციელდა. (Anewcareer) აქედან, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს (2004-2013) წლებში მოქალაქეობა სულ 2 886 თურქეთის მოქალაქემ  მიიღო.

rphgs 28 000 თუ 2 886 - თურქეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა?

ქართული ოცნების მმართველობის დროს (2014-2018) წლებში კი საქართველოს მოქალაქეობა სულ 164 თურქეთის მოქალაქეს მიენიჭა.

rphhg 2 28 000 თუ 2 886 - თურქეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა?

ცნობა, თითქოს აჭარაში 50 000-მა თურქეთის მოქალაქემ არჩევნებში მიიღო მონაწილება, მცდარია 

მცდარია მეუფე მელქისედეკის განცხადება, თითქოს 28 000 თურქეთის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შედეგად, ამ ადამიანებმა ოჯახის წევრებთან ერთად ანუ სულ 50 000-მა თურქეთის მოქალაქემ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმა “ნაციონალური მოძრაობას” მისცა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მესამე მუხლის ა.ა) პუნქტის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც არჩევნების დღემდე უკვე შეუსრულდათ  ან არჩევნების დღეს უსრულდებათ 18 წელი. შესაბასამისად, თუ მოქალაქეობის უფლება ოჯახის წევრებს არ მინიჭებიათ, ისინი საარჩევნო ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებდნენ. ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2014-2018 წლებში სულ 3050 თურქეთის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობის 50 ათასად წარმოჩენა, მხოლოდ ჰიპოთეტური მონაცემია.

დეზინფორმაციის გავრცელება 

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს 28 000 თურქეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა, 2020 წლის 14 და 15 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, კოორდინირებულად გაავრცელეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და ანტი-ოპოზიციურმა ფეისბუქ ანგარიშებმა: ლიდერი 41,  დავით-გარეჯი საქართველოასიმართლემოგიტყანთ ოპოზიციაგასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა, “სიმართლის გზა”ჩემი საქართველო აქ არის“2012” ერთად ავახდინოთ ქართული ოცნება.

edrtphh 28 000 თუ 2 886 - თურქეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა?

ehrph 28 000 თუ 2 886 - თურქეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა?

აღნიშნულ გვერდებსა და ჯგუფებში იდენტური ტექსტი მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათთან ერთად ვრცელდებოდა. პოსტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით აჭარაში თურქეთის გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა და ფაქტობრივად, ისინი  ქართულ სახელმწიფოს აღარ ემორჩილებიან. გავრცელებული პოსტები მეუფე მელქისედეკის იდენტურ ნარატივს იმეორებს, რომლის თანახმადაც სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, 28 000 თურქეთის მოქალაქე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გახდა და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებში მხარი ოპოზიციას დაუჭირეს.

“საერთო გაზეთის” შესახებ 

საერთო გაზეთის ფეისბუქ გვერდი 2011 წლის 30 ივლისს შეიქმნა. გამოცემა ძირითადად სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიევსა და ოპოზიციურად განწყობილი მედიებს აკრიტიკებს ეთმობა და კორონავირუსის შესახება დეზინფორმაციებსაც ავრცელებდა.

ფეისბუქ გვერდზე მითითებულია, რომ გაზეთის სახით გამოცემა ოთხშაბათობით გამოდის. მათი ვებსაიტი ამჟამად არ მუშაობს. თუმცა ძველ ვებზე აღნიშნულია, რომ გაზეთი 2008 წლის მარტიდან გამოდის და მისი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავაა.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.   


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist