50-იანი წლებისა და კოლორადოს ხოჭოს დაბრუნება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

unnamed
189
VIEWS

ლუგარის ლაბორატორიაზე აგორებულ კრემლის ბოლოდროინდელ კამპანიასთან დაკავშირებით EUvsDisinfo მასალას აქვეყნებს, რომელიც 1983 წელს “ოპერაცია ინფექციის” გამოვლენას შეეხება.

მარგინალურმა ინდურმა მემარცხენე გაზეთმა ,,პატრიოტმა” გამოაქვეყნა ანონიმური წერილი, სათაურით: ,,ინდოეთი შესაძლოა შიდსმა დაიპყროს: იდუმალი დაავადება, რომელიც ამერიკულმა ექსპერიმენტებმა გამოიწვია”. წერილი აიტაცა საბჭოთა პრესამ და აღმოსავლეთ გერმანიიდან ფსევდომეცნიერულმა ანგარიშებმა, აღნიშნული ცნობა კი 80-მდე ქვეყანაში გარცელდა და 30-მდე ენაზე ითარგმნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევგენი პრიმაკოვმა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა და პრემიერ მინისტრი გახდა, აღიარა, რომ ამ ბრალდებების უკან KGB იდგა, რომლის მიზანსაც ანტიამერიკანიზმის გლობალურად გავრცელება წარმოადგენდა.

საბჭოელები ამ  ,,ხრიკს” 1949 წლიდან იმეორებდნენ. კევინ მაკკოლის  წიგნში ,,რუსული  კამპანიები დასავლეთის წინააღმდეგ: ცივი ომიდან პუტინამდე” აღნიშნულია ის ბრალდებები, რომლებშიც ამერიკას ადანაშაულებდნენ:

  • ამერიკა ბიოლოგიურ იარაღს ალასკელ ესკიმოსებზე ცდიდა.
  • კოლორადოს ხოჭოს შემოსევა, რომელიც მოსავალს ანადგურებს, ამერიკელების მოწყობილია.
  • პატიმრებზე ბაქტერიულ ექსპერიმენტებს ატარებენ.

"

კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომელიც გლობალურად უნდა გავრცელებულიყო, ამერიკელების მიერ ,,ეთნიკური იარაღის” გამოგონებას ეხებოდა. ეს იარაღი თითქოს მხოლოდ არათეთრკანიანი მოსახლეობის მკვლელობას ისახავდა მიზნად. ვრცელდებოდა მითი, რომ ამერიკელებს ლათინური ამერიკიდან გადმოჰყავდათ ბავშვები, მათ კლავდნენ და მათ ორგანოებს ტრანსპლანტაციისთვის იყენებდნენ.

ამ ფონზე არაა გასაკვირი ის მესიჯები, რომელიც დღეს რუსული და კრემლისტური წყაროებიდან ვრცელდება:

ყველა მათგანი დღეს 2018 წელსაც კი აქტუალურია, პირველი დეზინფორმაციიდან შვიდი ათეული წლის შემდეგ.

"

უარყო ყველაფერი. აღიარო არაფერი. გაავრცელო ბრალდებები.

ქიმიური იარაღის მიმართ კონსპირაციების მატება დიდი ალბათობით მცდელობაა ბუნდოვანი გახადოს GRU-ს მიერ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმე.  კრემლისტური დეზინფორმაციული მანქანის მსგავსი რეაქცია მოსალოდნელიც იყო: უარყო ყველაფერი. აღიარო არაფერი. გაავრცელო ბრალდებები.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist