9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე “გეი-აღლუმი” არ იმართება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

332
VIEWS

2018 წლის 3 სექტემბერს ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფის “ქართული მარშის” ფეისბუქ გვერდზე, ჯგუფის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის სახელით განცხადება გავრცელდა, თითქოს 9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე “გეი-აღლუმის” ჩატარება იგეგმება.

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე იგეგმება გეი-აღლუმი. საქართველოს ნაკრების კაპიტნის კაშიას თანადგომის საფარქვეშ რამდენიმე ათასი მამათმავალი და ე.წ.ლგბტთემის წარმომადგენელი აპირებს სტადიონზე მისვლას… ქართველი ერი არ დაუშვებს 9 სექტემბერს სტადიონზე ლგბტ-ის მასობრივად გამოსვლას და ლგბტსამკლაურებით აღლუმის ჩატარებას. “ქართული მარში” აცხადებს, რომ ასევე არ დაუშვებს ლგბტ სამკლაურებით სტადიონზე მისვლას, ამიტომ დროზე აკრძალეთ სოდომის ცოდვის ატრიბუტიკის გავრცელება.”

"

“ქართული მარშის” პოსტი ონლაინ სააგენტოებმა გადამოწმების გარეშე გაავრცელეს. მათ შორის არის “ალია”, “მეტრონომი”, “ქართული აზრი”.

""

"

სანდრო ბრეგაძისა და ქართული მარშის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და ჰომოფობიური განცხადებებით გურამ კაშიას წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზებას ისახავს მიზნად. 9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე ერთმანეთს საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებები შეხვდებიან. თამაშში მონაწილეობს გურამ კაშიაც. ლიბერალური ჯგუფები გეგმავენ თამაშს დაესწრონ და კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადონ, რომელიც ლგბტ სამკლაურის ტარების გამო ულტრა-ნაციონალისტური და ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმის სამიზნე გახდა.

რატომ იკეთებენ კაშიას მხარდამჭერები LGBT სამკლაურს?

2017 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა და ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ აქტის გამო კაშია ულტრა-ნაციონალისტურის ჯგუფების თავდასხმის სამიზნე გახდა – სოციალურ ქსელებში თავდასხმის გარდა, “ქართული მარშის” წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრებიდან გურამ კაშიას გარიცხვა მოითხოვეს.

9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე გურამ კაშია საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებთან ერთად ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. კაშიას მხარდამჭერების გადაწყვეტილებით, ისინი თამაშს დაესწრებიან, ლგბტ სამკლაურებს გაიკეთებენ და აღმართავენ პოსტრებს წარწერით “#გურამშენთანვართ”. კაშიას მხარდაჭერას სტადიონზე “გეი-აღლუმის” ჩატარებასთან კავშირი არ აქვს. სამკლაურების გაკეთების გადაწყვეტილება სანდრო ბრეგაძემ და ქართულმა მარშმა “გეი-აღლუმად” წარმოაჩინა, რითაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

ქართული მარშის შესახებ

ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფის „ქართული მარშის“ გამოჩენა 2017 წლის ზაფხულში არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო აქციას უკავშირდება. მარშის ორგანიზატორები არალეგალებში კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებს – ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და სხვებს გულისხმობენ და მათ საქართველოს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ისინი ასევე საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი „ეროვნულების“ ლიდერი და „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძეა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ქარტტ
ქართული მარში

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist