ადამიანთან ახლო კონტაქტი თუ 5G ქსელი – საიდან ვრცელდება კორონა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

shutterstock_1694646250
2.4k
VIEWS

რა არის მეხუთე თაობის 5G ქსელი?

მეხუთე თაობის (5G) უსადენო ქსელი შესაძლებლობას იძლევა უზრუნველჰყოს მობილური ინტერნეტკავშირის გაცილებით მაღალი სიჩქარე, დაახლოებით 10-20-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე დღემდე არსებული სხვა ქსელები. 5G ქსელის ძირითადი უპირატესობებია უფრო მაღალი გამტარუნარიანობა, რაც უზრუნველყოფს დროის შუალედში უფრო მეტი მოწყობილობის დაკავშირებას; რადიოსიხშირული სპექტრის უფრო ოპტიმალური გამოყენებას; ბევრად სტაბილურ და უწყვეტ კავშირს, რაც მომავლის სერვისებისთვის ტექნოლოგიურ ბაზისს შექმნის.

მობილური ტექნოლოგიების წინა თაობები კომუნიკაციას ხმოვანი, სმს და ინტერნეტ სერვისების მეშვეობით უზრუნველყოფდა. 5G ტექნოლოგია მიზნად ისახავს „ინდუსტრიული კომუნიკაციის“ განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის გაციფრულებას და გლობალურ ტრანსფორმაციას.

რაში გვჭირდება მეხუთე თაობის 5G ქსელი?

კვლევები აჩვენებს, რომ სხვადასხვა მოწყობილობების რაოდენობა და შესაბამისად ინტერნეტკავშირზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით რამდენჯერმე იზრდება,  ციფრული ტექნოლოგია ფეხს იკიდებს ადამიანთა ყოველდღიურობაში და ჩვენ, უფრო და უფრო, მეტ ინტერნეტ რესურსს მოვიხმართ. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ქსელში 50 მლდ-ზე მეტი ხელსაწყო იქნება ჩართული და მათი გამართული მუშაობისთვის სწრაფი ინტერნეტკავშირი იქნება საჭირო.

5G ქსელის არქიტექტურა ისეა გათვლილი, რომ  შესაძლებელი ხდება მომსახურების შეთავაზება როგორც დიდ რეგიონზე (macro cell), ასევე სპეციფიური ლოკალური და მცირე ტერიტორიულ მასშტაბზე (micro cell). სწორედ ამ უპირატესობების და თავისებურებების გამო არის აღნიშნული ტექნოლოგია მიჩნეული ინდუსტრიული „რევოლუციის“ განვითარების მთავარ ქვაკუთხედად.

როდის გვექნება  მეხუთე თაობის 5G ქსელი საქართველოში? 

2019 წლის ბოლოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, შეიმუშავა დოკუმენტი 5G განვითარების სტრატეგია, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ მობილური ოპერატორები გამოხატავდნენ დაინტერესებას, კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა, უზრუნველყოს 5G-სთვის გამოყოფილი სიხშირული სპექტრის დროებით სარგებლობაში გადაცემა; ამავე დროს, დოკუმენტში ვკითხულობთ რომ: “2020 წლისთვის, შემუშავებული და დამტკიცებული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საფუძველზე, სულ მცირე ერთ გეოგრაფიულ არეალში, სატესტო რეჟიმში, გაშვებული იყოს 5G-ზე დაფუძნებული მომსახურება”.

კავშირგაბმულობის მეხუთე ქსელის უზრუნველყოფა ოპერატორებისგან მრავალმილიონიან ინვესტირებას მოითხოვს. დღევანდელ დღეს ამის საჭიროება მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ გაზრდილი მოთხოვნის გამო, შესაძლოა, ეს დღე 3-4 წელიწადში დადგეს, ინტერნეტში იქნება ჩართული ყველაფერი: ტელევიზორები, სარეცხი მანქანები, ჭკვიანი ტელეფონები, მძღოლის გარეშე მოსიარულე ჭკვიანი მანქანები. საქართველოში, ინტერნეტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ადრე თუ გვიან 5G ქსელზე წვდომის მოთხოვნაც აუცილებელი გახდება.

5G ქსელი და კორონავირუსის გავრცელება

ახალი საკომუნიკაციო 5G ქსელის და კორონავირუსის გავრცელების შესაძლო კავშირზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. წლის დასაწყისშივე გაჩნდა მოსაზრება, რომ 5G ქსელი, ვირუსის გავრცელების პარალელურად, იწვევს ადამიანის იმუნური სისტემის დაზიანებას და ამის გამო  ადგილი აქვს კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ გართულებებს, რაც ზრდის სიკვდილიანობას.

ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და სხვადასხვა სფეროს მეცნიერები იმთავითვე ცდილობდნენ ამ მითის გაბათილებას, ამბობდნენ, რომ ეს არის “ყველაზე ცუდი სახის ყალბი ამბავი”, რომ 5G ქსელს კორონავირუსის გავრცელებასზე არავითარი გავლენა არ აქვს,  რომ 5G ქსელით ისეთი ტალღების გავრცელება ხდება, რომელიც ადამიანისთვის საფრთხის შემცველი არაა. მაგრამ ერთხელ გახსნილი “პანდორას ყუთის” დახურვა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. შეთქმულების თეორიით “შთაგონებულმა” ადამიანებმა ევროპის ბევრ ქვეყანაში მასობრივი მანიფესტაციები გამართეს და 5G ქსელის გადამცემი ანტენების დაწვეს.

"

მიუხედავად იმისა, რომ კლერკ მაქსველის და ჰენრი ჰერცის აღმოჩენიდან თითქმის 150 წელი გავიდა, კაცობრიობამ თითქოს ბევრი იცის რადიოტალღების შესახებ, მაგრამ მაინც უამრავი უცნაურობა მიეწერა 5G ქსელს. არადა, 5G ქსელის არამაიონიზირებელი, დაბალი სიხშირის  რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევენ. ილუსტრაციაზე ნაჩვენებია მეხუთე თაობის ქსელის და ზოგიერთი მოწყობილობების მიერ გამოსხივებული ტალღების სიხშირეები.  მზის ულტრაიისფერ სხივებს, რენდგენის და გამა ტალაღებს მაღალი შეღწევადობა გააჩნიათ, იწვევენ ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში არსებული ატომების იონიზაციას და დასხივების დიდი დოზების შეთხვევაში, სერიოზულ დაზიანებებს.

მეხუთე თაობის ქსელის შესახებ ყალბმა, აბსურდულმა მოსაზრებამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, სპეციალური საინფორმაციო პლაკატი შექმნა, სადაც აღნიშნულია, რომ:

  • კორონავირუსით გამოწვეული ინფექციები 5G ქსელით არ ვრცელდება,
  • ვირუსი  რადიოტალღებით და მობილური ქსელებით არ მოძრაობს,
  • კოვიდ-19 დაავადებულები იმ ქვეყნებშიც გვხვდება, სადაც ჯერჯერობით 5G ქსელი არ არსებობს.

ვირუსის გავრცელების ერთადერთი გზა ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტია. ბევრი კვლევით დადასტურდა, რომ კოვიდ-19 დაავადებული ადამიანი დახველების, დაცემინების ან ლაპარაკის დროს გამოაფრქვევს წვეთებს, რომელშიც კორონავირუსის კონცენტრაცია მაღალია, წვეთები ხვდება სხვადასხვა მყარ ზედაპირზე, გარშემომყოფები ასეთი წვეთების შესუნთქვით, ან   დაბინძურებული ხელის თვალის ლოწოვან გარსზე შეხებით ინფიცირდებიან.

"

 


სამეცნიერო ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის  მოსაზრებებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist