აღიარებს თუ არა აშშ რუსული S-400 სისტემის უპირატესობას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დგს
426
VIEWS

1 ივლისს Sputnik-Ossetia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „აშშ-მა თურქეთისგან რუსული S-400-ის ყიდვა გადაწყვიტა“. სტატიაში აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ ტუნის, ინიციატივის შესახებ მოკლე ინფორმაციაა მოცემული და აღნიშნულია, რომ მან აშშ-ს ეროვნულ თავდაცვის დეპარტამენტს 2021 წელს თურქეთისგან პენტაგონის ბიუჯეტით რუსული საზენიტო სისტემის S-400-ის შეძენა შესთავაზა. სტატიას თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ამერიკელი სენატორის ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობაზე ორი რუსი ექსპერტის შეფასებაა მოყვანილი. ერთ-ერთი მათგანის, სამხედრო ექსპერტის, იგორ კოროტჩენკოს აზრით, ამერიკელთა წინადადება არარეალურია, რადგან თურქეთი თავის სუვერენიტეტს იცავს და არასდროს იტყვის უარს S-400 სისტემაზე, მით უმეტეს, მაშინ, როცა სისტემის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ანკარაში უკვე მოაწერეს ხელი. მეორე ექსპერტი, რომლის შეფასებაც ვიდეოში ფიგურირებს, პლეხანოვის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და სოციოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ანდრეი კოშკინია. მისი თქმით, აშშ-ს ეს ინიციატივა რუსული S-400 სისტემის მის ამერიკულ ანალოგებთან უპირატესობას ამტკიცებს.

"

"

"

Sputnik-Ossetia იმოწმებს ექსპერტებს, რომლებიც ამბავს მანიპულაციურად აფასებენ. მტკიცება, თითქოს აშშ-მა რუსული იარაღის უპირატესობა აღიარა და სწორედ ამ მიზეზით თურქეთისგან რუსული S-400-ის შესყიდვა სურს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ამერიკელი სენატორია ინიციატივა პოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზეზებს ეფუძნება.

Sputnik-Ossetia-ს სტატიაში ამერიკელთა ინიციატივის რეალური მიზეზი არ არის გაცხადებული. სინამდვილეში, საქმე ეხება არა რუსული იარაღის უპირატესობას, არამედ პოლიტიკურ და სტრატეგიულ გეგმას, კერძოდ,  “აშშ-ის მოწინააღმდეგეთა მიმართ სანქციების საშუალებით მოქმედების” შესახებ კანონს (CAATSA). სწორედ აღნიშნული კანონის ფარგლებში, აშშ თურქეთისგან S-400 სისტემის შეძენით ცდილობს თურქეთიდან რუსული შეირაღების გატანას. ინიციატივის მიზანია,  თურქეთსა და NATO-ს შორის ურთიერთობის გამოსწორება, რომელიც 2017 წელს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო სისტემის, S-400-ის, შეძენით დაიძაბა. ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, აშშ-ს მიეცემა საშუალება, სანქციები მოუხსნას თურქეთს და კვლავ ჩართოს F-35-ის პროგრამაში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ამერიკელთა ინიციატივის შესაძლო სამხედრო-სტრატეგიული მიზეზიც. 2019 წლის ივნისში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა, თოდ უოლტერსმა აღნიშნა, რომ რუსული S-400-ის და ამერიკული F-35-ის ერთ არეალში მოქმედებით რუსული სისტემა ამერიკული იარაღის შესაძლებლობების შესწავლასა და ათვისებას დაიწყებს.

რაც შეეხება S-400-ის უპირატესობის აღიარებას, არ არსებობს კვალიფიციური ექსპერტული შეფასება, რომელიც ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა იძლევა (F-35-სა და S-400-ზე). თურქეთში რუსული და ამერიკული შეირაღების ერთად არსებობა ამერიკელთათვის პრობლემას წარმოადგენს არა იმიტომ, რომ რუსულ იარაღს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის დაზვერვის აგენტებს საშუალება ეძლევათ დააკვირდნენ ამერიკულ სისტემებს, S-400 კი დროდადრო შეძლებს სისტემის “სუსტი წერტილების” პოვნას. .

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ სპუტნიკის სტატიაში არსებული ვიდეო ინფორმაციას ცალმხრივად ასახავს და შესაბამისად, ეყრდნობა მხოლოდ რუსი „ექსპერტების“ მოსაზრებებს. მეტიც, ვიდეოში მოყვანილი ექსპერტებიდან ერთ-ერთი, იგორ კოროტჩენკო, ცნობილია, როგორც კრემლის პროპაგანდისტი და ის Free Russia Forum-ის მიერ ე.წ. „პუტინის სიაშიც“ (პუტინის პროპაგანდისტთა სია) არის შეყვანილი. რაც შეეხება მეორე ექსპერტს, პროფესორი ანდრეი კოშკინის განცხადებებიდან ირკვევა, რომ კოროტჩენკოს მსგავსად, ისიც პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ კეთილგანწყობილი პირია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, თურქეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist