ახალი წიგნის მიხედვით, კამიუ საბჭოთა უშიშროებამ მოკლა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

122
126
VIEWS

Guardian-ის მიხედვით, ფრანგი მწერლის და ფილოსოფოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერ  კამიუს ავარიაში გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ გამოცემული წიგნი ამტკიცებს რომ ის, შესაძლოა, კგბ-ს ჯაშუშებმა  ანტი-საბჭოთა რიტორიკის გამო მოკლეს.

იტალიელმა ავტორმა ჯოვანი კატელმა კამიუს სიკვდილთან დაკავშირებით ახალი თეორია საზოგადოებას პირველად 2011 წელს გააცნო. საკუთარი ვარაუდი მან იტალიის გაზეთ “კორიერე დელა სერაში” გამოაქვეყნა. მისი თქმით, ცნობილი ჩეხი პოეტისა და  მთარგმნელის, ჟან ზაბრანას დღიურის მიხედვით,  კამიუს სიკვდილი უბედური შემთხევა არ იყო. ჯოვანო კატელის ახალი წიგნი, სახელწოდებით “კამიუს სიკვდილი”  კამიუს გარდაცვალების ამ ვერსიას ეძღვნება.

კამიუ 1960 წლის 4 იანვარს ავარიაში გარდაიცვალა. მისმა გამომცემელმა  მიშელ გალიმარმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა. მწერალი ადგილზე გარდაიცვალა. 3 წლის შემდეგ კი კამიუმ ნობელის პრემია მიიღო.

“ავარია, როგორც ჩანს, საბურავის დაშვების  ან დაზიანებული ღერძის გამო მოხდა. ექპერტებს თავსატეხი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ შემთხვევა  სწორ, 30 ფუტის სიგანის, ცარიელ გზაზე მოხდა” – წერდა კამიუს ბიოგრაფიის ავტორი ჰუბერტ ლოტმანი 1978 წელს.

კატელის მიაჩნია, რომ სწორედ ზაბრანას დღიური ხსნის თავსატეხს. 1980 წელს ინფორმირებულმა და კარგი კონტაქტების მქონე მამაკაცმა ზაბრანას უთხრა, რომ კამიუს სიკვდილში დამნაშავე კგბ იყო. “მათ საბურავს საგანი მიამაგრეს, რომელმაც ის გახეთქა, როცა მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა”.

დღემდე ყველას მიაჩნდა, რომ კამიუ ჩვეულებრივ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ზაბრანა წერდა, რომ მამაკაცმა, რომელმაც კამიუს სიკვდილში საბჭოთა უშიშროების  ბრალის შესახებ უამბო, არ გაუმხილა წყაროს ვინაობა, თუმცა უთხრა, რომ ის სანდო იყო. მისი თქმით, ბრძანება დმიტრი შეპილოვმა, სსრკს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად გასცა, მას შემდეგ, რაც კამიუს სტატია „ფრანს-ტირერში“ (Franc-Tireur ) 1957 წელს გამოქვეყნდა. სტატიაში კამიუ 1956 წელს უნგრეთში განვითარებულ მოვლენებში შაპიროვს ადანაშაულებდა.

“კგბ-ს, როგორც ჩანს, ბრძანების შესასრულებლად 3 წელი დასჭრიდა” – წერს ზაბრანა დღიურში.

კატელიმ რამდენიმე წელი ზაბრანას ვარაუდის კვლევაში გაატარა. მისი წიგნი მოიცავს ინტერვიუს ზაბრანას ქვრივთან, საფრანგეთში კგბ-ს მოქმედებების შესწავლას და ფრანგი ადვოკატის ჟაკ ვერჟეს მეორეულ ჩვენებებს. კატელის ვარაუდს მკვლევრების და მეცნიერების ნაწილი იზიარებს, ზოგიერთი კი სკეპტიკურად უყურებს.

 რატომ შეიძლებოდა საბჭოთა უშიშრობას კამიუს მკვლელობა დაეგეგმა?

კამიუ უნგრეთის 1956 წლის  ანტი-საბჭოთა გამოსვლებს საჯაროდ უჭერდა მხარს და საბჭოთა კავშირის ქმედებებს აკრიტიკებდა. ის, ასევე, ანტი-საბჭოთა მწერალს, ბორის პასტერნაკსაც უჭერდა მხარს.

კატელი ამტკიცებს, რომ კამიუს მიერ  საბჭოთა კავშირის დაუფარავი კრიტიკა სსრკ-საფრანგეთის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახებოდა, კამიუს პიროვნება და შემოქმედება ფრანგ ხალხს  საბჭოთა სასტიკ იმპერიალიზმს კარგად ახსენებდა. კატელის აზრით, სსრკ-ს და საფრანგეთის ხელისუფლებებისთვის ხელსაყრელი იყო მწერლის სიკვდილი და გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა.

ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია, რუსეთი, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist