ახალი მსოფლიო წესრიგი თუ მშვიდობიანი და ურთიერთდამოკიდებული სამყარო? – რა თქვა როკფელერმა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4.4k
VIEWS

27 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Lasha Modebadze, რომელიც სავარაუდოდ ყალბი პროფილია, დევიდ როკფელერის ფოტო მისი სიტყვების თანხლებით გამოაქვეყნა. ციტატის თანახმად, დევიდ როკფელერმა განაცხადა, რომ “ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება, არის სწორი მასშტაბური კრიზისი, ამის შედეგად ერები მიიღებენ ახალ მსოფლიო წესრიგს”. ილუტრაციაზე, რომელზე როკფელერის სიტყვები და ფოტოა გამოსახული წყაროდ კრემლისტური გამოცემა “პოლიტიკანო” არის მითითებული რომელიც გამოცემის ვებ-გვერდზე  2017 წლის 4 თებერვლის სტატიაში გვხვდება.

;

მოდებაძის მიერ გაზიარებული პოლოტიკანოს ციტატა, რომელიც ამტკიცებს, რომ დევიდ როკფელერმა ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად მასშტაბური კრიზისის საჭიროებაზე ისაუბრა, გაყალბებულია. როკფელერის ციტატის არასწორი ინტერპრეტაცია 1994 წელს გაეროს დაჯილდოვებაზე მისი გამოსვლიდან იღებს სათავეს, სადაც როკფელერმა მშვიდობიანი და ურთიერთდამოკიდებული მსოფლიო წესრიგის შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა, თუმცა კრიზისის საჭიროება არ უხენებია. 

საიდან იღებს სათავეს როკფელერის ციტატა ახალ მსოფლიო წესრიგზე?

დევიდ რეკფელერის ციტატა ინტერნეტ სივრცეში ორ ათწლეულზე მეტია ვრცელდება და საკმაოდ პოპულარულია. Google-ის საძიებო სისტემა ინგლისურ ენაზე  ამ ციტატასთან დაკავშირებულ 2 მლნ-ზე მეტ შედეგს აჩვენებს. ახლადგამოქვეყნებულ მასალებში მის განცხადებას  პანდემიასთანაც აკავშირებენ ( amarillo.com ).

;

ამ ციტატის სხვადასხვა ვერსიებსაც ვხვდებით, ზოგი უფრო გრძელია, ვიდრე ზემოთ დასახელებული ვარიანტი.

;

ციტირებისას, უმრავლეს შემთხვევაში არ არის მითითებული, სად ან როდის განაცხადა როკფელერმა კრიზისის საჭიროებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში  გაეროს ბიზნეს საბჭოს 1994 წლის შეხვედრაა დასახელებული და  თარიღად 1994 წლის 23 სექტემბერია მითითებული.
;

;

რა თქვა დევიდ როკფელერმა 1994 წელს?

1994 წელს გაეროს ფარგლებში ელჩების ყოველწლიურ სადილზე გაეროს ბიზნეს სამჭომ დევიდ როკფელერი მედლით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე როკფელერი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაიხადა. მან მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და გაეროში აშშ-ს როლზე ისაუბრა. მან გამოსვლისას საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე ყურადღება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჭეშმარიტად მშვიდობიანი და ურთიერთდამოკიდებული მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად, შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, თუმცა აქვე განმარტა, რომ ეს ფანჯარა დიდი ხნით არ იქნაბა ღია და არსებობენ ძლიერი ძალები, რომლებიც იმედებსა და ძალისხმევას საფრთხეს უქმნიან. ასეთ ძალად მან ეთნიკური ნაციონალიზმი დაასახელა.

;

დევიდ რეოკფელერის მიერ წარმოთქმულ სიტყვის ჩანაწერში, რომელიც C-Span-ის  ეთერშია ხელმისაწვდომი, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისათვის მასშტაბური კრიზისის შესახებ საუბარი არ არის.  ის მშვიდობიან ურთიერთდამოკუდებული მსოფლიო წესრიგის შექმნას შესაძლებლობად განიხილავს, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ გაჩნდა და შესძლოა საფრთხე დაემუქროს.  როკფელერის ამ ციტატის ზოგიერთი ვერსია მის მიერ რეალურად წარმოთქმულ სიტყვებს გამოგონილ წინადადებას უმატებს.

;

რეალური ციტატა

გაყალბებული ციტატა

 

“არსებული შესაძლებლობების ფანჯარა, შეიქმნას ჭეშმარიტად მშვიდობიანი და ურთიერთდამოკიდებული მსოფლიო წესრიგი, ღია დიდი ხნით არ იქნება. უკვე არსებობენ გავლენიანი ძალები, რომლებიც ჩვენი იმედებსა და ძალისხმევას განადგურებით ემუქრებიან.”

“This present window of opportunity which during a truly peaceful and interdependent world order might be built will not be here open for too long. Already there are powerful forces at work that threaten to destroy all of our hopes and efforts “

“ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება, არის სწორი მასშტაბური კრიზისი, ამის შედეგად ერები მიიღებენ ახალ მსოფლიო წესრიგს”.

როკფელერების შესახებ კონსპირაციები, თითქოს ისინი მსოფლიოს ჩრდილოვანი მმართველები არიან, ყველაფერს აკონტროლებენ და მოსახლეობის დამორჩილება აქვთ განზრახული,  ქართულ და რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება. როკფელერების გვარი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია, ძირითადად დაკავშირებულია ნავთობის და  უძრავი ქონდების ბიზნესთან, რითაც ჯონ როკფელერმა მე-19 საუკუნეში პირველი მილიარდები მოიპოვა.

როკფელერებთან დაკავშირებული კონსპირაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

  • როკფელერებისა და როტშილდების კონსპირაციების ანატომია

წყაროს შესახებ:

Lasha Modebadze, სავარაუდოდ ტალბი ანგარიშია, რომელიც ფეისბუქ ჯგუფ კორონა მაფიას  და “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა”  ერთ-ერთი ადმინისტრატორი იყო. ანგარიში ფეისბუქიდან რამდენჯერმე წაიშალა და თავიდან შეიქმნა.

მოდებაძე თავის პროფილსა და მის მიერ შექმნილ ჯგუფებში კორონავირუსისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სხვადასხვა, ძირითადად რუსულენოვან კონსპირაციის თეორიებს და დეზინფორმაციებს აზიარებს.“მითების დეტექტორი” ადრე წერდა, რომ კრემლთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას  მსგავსად, მოდებაძე ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის შემდეგ გაჟონილ დოკუმენტებს მანიპულაციურად აქვეყნებდა.


არქივის ბმული:
https://archive.ph/6gwdv


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist