ახლადშექმნილი ფეისბუკ გვერდები და ძველი ტროლები ბერას დასაცავად და ჟურნალისტების წინააღმდეგ

კითხვის დრო: 10 წუთი

კითხვის დრო: 10 წუთი

115
VIEWS

6 მარტს ტელეკომპანია “პირველის” ეთერით სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც თავდაპირველად ქართული ოცნების დეპუტატებმა ეჭვქვეშ დააყენეს და ფაბრიკაცია უწოდეს. თუმცა, თავად ბერა ივანიშვილმა, 9 მარტს ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუს დროს არ უარყო, რომ მისი მისამართით დაწერილი არასასურველი კომენტარების ავტორებს პასუხს სთხოვდა. ბერას ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, ქართული ოცნების პოლიტიკოსები უკვე არა ჩანაწერის ფალსიფიცირებულობაზე, არამედ ბერას მიერ ღირსების დაცვაზე აპელირებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ დედის გინებაზე პასუხის გაცემა ყველა “ქართველი ვაჟკაცის” მოვალეობა იყო. დეპუტატების ნაწილმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებების შედარებაც სცადა და პარალელისთვის წარსულში მომხდარი ამბებიც გაიხსენა.

ტვ პირველზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის გამოძიებას ოპოზიცია და არასამთავრობოები ითხოვდნენ, სოციალურ ქსელებში, ერთი მხრივ, ბერას მხარდამჭერი პოსტები და კომენტარები იწერებოდა, მეორე მხრივ კი, ჟურნალისტებისა და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით 2 ახალი ფეისბუკ გვერდი (ჟურნალისტინოდარ მეზღაპრე) შეიქმნა, ხოლო ოპოზიციური ენმ-ის წევრის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ შექმენილი 2 ახალი გვერდი (ვიდეო . Video, ჟურნალისტური მარგალიტები) ასევე იყო ჩართული ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი მედიის დისკრედიტაციაში. ახლადშექმნილი გვერდების პოსტებს კი ოპოზიციის მადისკრედიტირებული ძველი გვერდები (მიხეილ უკრაინოლოგი, ტერენტი გლდანელი, ქვეყნის მტრები) იდენტური შინაარსის კომენტარებით ავრცელებდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს გვერდები ხელისუფლებასთან დაკავშირებული ერთი ჯგუფის მიერ შეიძლება იმართებოდეს.

“მითების დეტექტორმა” ასევე გამოავლინა 30 ტროლი, რომელიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული. ისინი ერთი მხრივ ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებდნენ და ოჯახიშვილობას უწონებდნენ, ხოლო ხოლო, მეორე მხრივ მომხდარის გადასაფარად წინა ხელისუფლების მმართველობას იხსენებდნენ.

ფეისბუკ გვერდები 

ორი ახალი გვერდი ჟურნალისტი  და ნოდარ მეზღაპრე უშუალოდ ფარული

ჩანაწერის გავრცელების შემდეგაა შექმნილი (8 და 9 მარტს) და ტვ პირველის, პირადად ნოდარ მელაძის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებს. ამასთანავე გვერდი ნოდარ მეზღაპრე დასპონსორებულია.

;

ჟურნალისტების წინააღმდეგ ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ შექმნილი 2 ახალი გვერდიც ჩაერთო. ესენია ვიდეო, რომელიც 25 თებერვალსაა შექმნილი, ხოლო  ჟურნალისტური მარგალიტები – 24 თებერვალს.

;

ოთხივე გვერდი ძირითადად მმართველი გუნდისადმი კრიტიკულად განწყობილი არხების ჟურნალისტების დისკრედიტაციაზეა ორიენტირებული.

გვერდ “ჟურნალისტის” ყველა პოსტი “TV პირველის,” მთავარის და ფორმულას ჟურნალისტებს ეხებათ:

;

;

;

“ნოდარ მელაძის შაბათში” ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მესამე დღეს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფეისბუქ გვერდი ნოდარ მეზღაპრე, გვერდზე ჯერჯერობით ორი პოსტია გამოქვეყნებული, ორივე მათგანი ჟურნალისტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ერთ-ერთი ვიდეო (არქივი) ისეა დამუშავებული, რომ ჟურნალისტი საკუთარ თავს ფალოსს უწოდებს.

;

ჟურნალისტების მადისკრედიტირებელ კამპანიაში გვერდი “ჟურნალისტური მარგალიტებიც” არის ჩართული, რომელიც მეორე გვერდის იდენტურ მასალებსაც აზიარებს, ასევე ოპონენტების მადესკრედიტირებელი სხვა გვერდების მიერ გაზიარებულ მასალებსაც.

;

მაგალითად, მას შემდეგ რაც სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “TV პირველიდან” ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალების ამოღების უფლება მისცა, ტვ პირველის სპეციალური გამოშვების ვიდეო და კადრები “ჟურნალისტურ მარგალიტებთან” ერთად იდენტური ტექსტით ქართული ოცნების მხარდამჭერმა და ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა გვერდებმა ერთდროულად გაავრცელეს. კომენტარში აქცენტი ტელევიზიაში სამგლოვიარო ატმოსფეროზე  კეთდებოდა, რაც სხვადასხვა ფრაზებით იყო გადმოცემული:

  • ჟურნალისტური მარგალიტები – “რას გლოვობენ?”,
  • მიხეილ უკრაინოლოგი: “ვისი გასვენებაა?”
  • ქვეყნის მტრები: “მართლა რა ქელეხივით დგანან”
  • ტერენტი გლდანელი: “პანაშვიდის ვიდეოც დაიდოს”.

;

;
იდენტური პოსტები ფორმულას და მთავარის ჟურნალისტების წინააღმდეგ გაავრცელეს როგორც გვერდმა ჟურნალისტი, ასევე ჟურნალისტური მარგალიტები და ქვეყნის მტები.

;

;

;

ჟურნალისტები 25 თებერვალს შექმნილი კიდევ ერთი გვერდის ვიდეო . Video-ს სამიზნე აღმოჩდნენ, რომელიც ჟურნალისტებთან ერთად, გვერდს ოპოზიციის კრიტიკასაც უთმობდა.

;

“მთავარი არხისა” და TV პირველის ჟურნალისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთვნენ უფრო ძველი ანტიოპოზიციური გვერდებიც.   7 და 8 მარტს “სექტა,” “მიხეილ უკრაინოლოგი” და “ტერენტი გლდანელი” ტვ პორველის წამყვანის მაია მამულაშვილის გადაცემიდან ნაწყვეტს დამცინავი ტექსტებით ავრცელებდნენ, “ნაცების დასაცინმა ოფიციალურმა სააგენტომ” კი სატირული პოსტი გამოაქვეყნა, თითქოს მამულაშვილი ქართველ ხალხს მისი გადაცემის მუდმივად ყურებისკენ მოუწოდებდა, ამავე გვერდს ეკუთვნის მაია მამულაშვილისა რომან გოცირიძის შესახებ შექმნილი კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი ილუსტრაცია.

;

;

;

9 მარტს TV იმედთან ბერა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ კი ჟურნალისტებისა და ტელევიზიების დისკრედიტაციის მიმართულებით სხვა ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდებიც გააქტიურდნენ. “მიმების გამავრცელებელი საზოგადოება,” “ქვეყნის მტრები” “ნაცები, შმაცები და შმაცუნები” “მთავარსა” და TV პირველს მცდარი ინფორმაციების გავრცელებაში სდებდნენ ბრალს.

;

;

ბერა ივანიშვილის ინტერვიუმდე ფეისბუქ გვერდები ავრცელებდნენ ფრაგმენტს ნიკა გვარამიას საუბრიდან, სადაც გვარამია შემდეგ სიტყვებს ამბობს: “ეს ვიდეო, რაც ტვ პირველმა გააკეთა.” აღნიშნული ნაწყვეტი ჩანაწერების ფაბრიკაციის შესახებ ნარატივის გასამყარებლად ვრცელდებოდა. ვიდეო ყველაზე ადრე ფეისბუქ გვერდმა მიხეილ უკრაინოლოგმა 7 მარტის 00:30 საათზე, ჩანაწერების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა, 12 წუთის განმავლობაში იგივე ვიდეო დაპოსტეს “სექტამ” და Political Sarcasm-მა , “ტერენგი გლდანელმა” კი ვიდეო 7 მარტის დილით გაავრცელა, უკვე 8 მარტს ვიდეო “ქვეყნის მტრების” ფეისბუქ გვერდზეც განთავსდა.
;

;;

;

7 მარტს ხუთი წუთის შუალედით გამოაქვეყნდა იდენტური ვიდეო ჯერ ფეისბუქ გვერდზე “მიხეილ უკრაილოგზე” მოგვინებით კი – “სექტაზე.” ვიდეოები ნაციონალური მოძრაობის მმართველებოსა და ოპოზიციაში ყოფნის პერიოდებს შორის საგინებელი სიტყვების მსგავსებით პარალელების გავლებას ეხება.

;

ჩანაწერების შესახებ გადაცემის ეთერში გასვლამდე POST TV-ის დირექტორმა შალვა რამიშვილმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის ეკა გიგაურის პოსტის სქრინი გამოაქვეყნდა, სქრინზე ჩანს, რომ გიგაური გადაცემის ანონსს აზიარებს,  რის გამოც რამიშვილმა მას ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი. მოგვიანებით ამავე შინაარსის ორი პოსტი “მიხეილ უკრაინოლოგზეც” განთავსდა.

;;

ჩანაწერების შინაარსის მნიშვნელობის დაკნინების მიზნით ანტიოპოზიციურ გვერდებზე ვრცელდებოდა იუმორისტული მიმები და პოსტები, სადაც ყველაფერში ბერა იყო დადანშაულებული, მათ შორის ძერის მოვკვლაში ფილში “ჭრიჭინა,” ჟანა დ’არკის დაწვაში და სხვა. პირველად მსგავსი შინაარსისა და ვიზუალის მიმები  მიხეილ უკრაინოლოგმა 8 მარტს გამოაქვეყნა, 9 მარტიდან კი ამ პროცესში მიმების გამავრცელებელი საზოგადოება და ტერენტი გლდანელიც ჩაერთვნენ.

;

;

ამავე “იუმორისტულ” სერიაში გავრცელდა “მთავარი არხის” გაყალბებული სქრინიც, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალება ბერას 2Pac-ის მკვლელობაში ადანაშაულებდა.

ტროლები

“მითების დეტექტორმა” 30 ტროლი გამოავლინა, რომელიც ფარული ჩანაწერების შემდეგ გააქტიურდა:

  • გამოვლინდა ტროლების ორი კატეგორია: ისინი, ვინც სხვა ადამიანების იდენტობას იპარავენ (5 ტროლი) და ტროლები, რომლებიც იდენტობას მალავენ (25 ტროლი).
  • სახელისუფლებო ტროლების ერთი ნაწილი ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახისა და ქართული ოცნების დეპუტატების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა, მეორე ნაწილი კი წინა ხელისუფლების მმართველობის გახსენებით მომხდარის მნიშვნელობის გაბათილებას და  საპროტესტო აქციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობდა.
  • 30-დან 16 ტროლს სამთავრობო გვერდები, ხელისუფლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოები და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები აქვს მოწონებული.
  • 30-დან 7 ტროლს პროფილის ბმულში სხვა დასახელება აქვს მითითებული, რაც შესაძლოა, მათ რეალურ ან დამატებით სხვა იდენტობაზე მიანიშნებდეს.
  • 30-დან 7 ტროლი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს პოსტზე შინაარსობრივად მსგავს ან სრულიად ინდენტურ კომენტარს ტოვებდა.
  • 30-დან 9 ტროლი მედიების (ტელეკომპანია პირველი, მთავარი არხი,  რადიო თავისუფლება, ტაბულა) და ჟურნალისტების მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებდა.
  • 30-დან 9 ტროლი მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკედიტირებელ კამპანიებში ადრეც იყო ჩართული.

სხვადასხვა ტროლის კომენტარიც ჟურნალისტების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

Nene Sakvarelidze: მივიდა ის 40 კაცი ხომ, აუ რა უნიჭო სპექტაკლი იყო, ნოდარა მელაძის გაკეთებული საქმე არ გაიშვა.
;

გოგლიკო სტურუა: ნოდარიე კახპა აღარავის ადარდებს შენი ნიანგის ცრემლები.

ყალბი ანგარიშები ასევე აპელირებდნენ ჩანაწერების ფალსიფიკაციაზე და ნაციონალურ მოძრაობას წარსულს უხსენებდნენ.

ტროლები მხარდაჭერას უცხადებდნენ ივანიშვილის ოჯახსაც:
;
;

;

ტროლები აკრიტიკებდნენ ფარული ჩანაწერის შინაარსის გამო ორგანიზებულ პროტესტსაც:

;;

;
ტროლები, რომლების სხვის იდენტობას იპარავენ

Nene Sakvarelidze
;

იპარავს რუსი მომღერლის, ალიონა აპინას იდენტობას.

;
მოწონებული აქვს POSTV, Kakha Kaladze კახა კალაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia,განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Алкс Акса
;

პროფილის ბმულში მითითებულია სახელი gardenltd, პროფილზე იყენებს დონეცკელი სამხედროს, მიხაილ ტოლსტიხის ფოტოს.

Mari Kakalashvili
;

იპარავს Lexi Lore-ს იდენტობას. ჯგუფში აქ საქართველოა ?? ქლიქბაიტ საიტიდან გააზიარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფარული ჩანაწერები გახარიამ გაავრცელა.
;

რა გინდა რა გინდა
;

პროფილზე იყენებს ნანკა კალატოზიშვილის ფოტოს.

Irma Lekiashvili
;

იპარავს odnoklassniki.ru მომხმარებლის -სვეტლანას იდენტობას.

მოწონებული აქვს სამთავრობო გვერდები, აზიარებს ბერა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მხარდამჭერ პოსტებს როგორც პირად გვერდზე, ასევე სხვადასხვა საჯარო ჯგუფში.

Irma Lekiashvili-ს პროფილზე უყენია ფოტო, რომელსაც სახელისუფლებო ტროლი Mariam Svanidze იყენებდა და “მედიის განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიშში  გამოავლინა. მონაწილეობდა 2020 წლის ნოემბერში საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში.


ტროლები, რომელბსაც პროფილის ბმულში სხვა სახელები აქვთ მითითებული

Nino Japaridze Japaridze
;

მალავს იდენობას, პროფილის ბმულში მითითითებული აქვს სახელი aqsesuari.minanqari, მოწონებული აქვს მთავრობის მხარდამჭერი გვერდები.

 

Gocha Gocha
;

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითიტებულია სახელი levani.tamuna, მოწონებული აქვს გვერდები: POSTV – ანალიტიკა, ქართული ოცნება / Georgian Dream და საინფორმაციო სააგენტოების გვერდები.

Giorgi Iamanidze
;

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი ekaterine.guncadze, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები, მონაწილეობდა 2020 წლის ნოემბერში საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში

გრიშა გელოვანი
;

მალავს იდენტობას, პროფილის ლინკში მითითებული აქვს სახელი mzisa.damtvarisa. მოწონებული აქვს საინფორმაციო სააგენტოების და სამთავრობო გვერდები, წერდა კომანტარებს ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას საწინააღმდეგოდ . დატოვა კომენტარი რამდენიმეგან მათ, შორის ღირსების აქციის პოსტზე

აბი გლუკოზა
;

ახლადშექმნილი პროფილი, მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი rshermandini. მოწონებული აქვს POSTV – ახალი ამბები. დატოვა კომენტარი “ღირსების აქციის” ლაივზე. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კომენტარი დატოვა კარლ ჰარცელის განცხადებაზე, რომელიც პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ეხებოდა.

მაიკო ცაგურია
;

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი baskantera, მოწონებული აქვს ქართული ოცნების გვერდები. ყალბი ანგარიში მითების დეტექტორმა ადრეც გამოავლინა


ტროლები, რომელებიც იდენტობას მალავენ

ლია ლია
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს

Theona Chogonaidze
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდები, პირად პროფილზე აზიარებს ქართული ოცნების პოლიტიკოსების პოსტებს

Chris Norman
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, მოწონებული აქვს PosTv ანალიტიკა

Monblan Monblan
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს, მოწონებული აქვს PosTv ანალიტიკა, Shalva Ramishvili

Alexs Alexs
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, მეგობრების უმეტესობა ყალბი ანგარიშია.

Viktoria Viki Viktoria
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, არ აქტიურობს პირად კედელზე, დატოვა კომენტარი რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე.

Irina Baramidze
;

ახლადშექმინილი პროფილი, ჰყავს 7 მეგობარი, აზიარებს მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. მოწონებული აქვს შალვა რამიშვილთან დაკავშირებული, მთავრობის მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები.

Nanu Ka
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს, არ აქტიურობს საკუთარ კედელზე.

ვაჟა ზაზაევიჩი
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს, არ აქტიურობს საკუთარ კედელზე.

Giga Lejo
;

ახლადშექმნილი ანგარიში, არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.

Tero Terora
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, ჰყავს 10 მეგობარი.

ჯორჯ ცაავა
;

ახლადშექმნილი ანგარიში, უდევს თოვლის პაპის ფოტოები. მოწონებული აქვს მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოების  გვერდები.

გოგლიკო სტურუა Teklatelka)
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს, მოწონებული აქვს სამთავრობო გვერდები.

DK NY
;

პროფილზე უდევს რეალისtური თოჯინას ფოტო, რომელის სხვადასხვა ვებგვერდზე იყიდება . აზიარებს მიხეილ უკრაინოლოგის, სირცხვილის კორიდორის, PosTV-ის პოსტებს.

Tato Dadiani
;

არ დებს პირად ფოტოებს, მოწონებული აქვს შალვა რამიშვილის, პოს ტვ-ის, სამთავრობო და  ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები, დაწერა კომენტარი რადიო თავისუფლების პოსტზე, ჟურნალისტის წინააღმდეგ.

Goga Beraya
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს გვერდი, ჩართული იყო ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამართული აქციის საწინააღმდეგო კამპანიაში, აზიარებს ოპოზიციის მადისკედიტირებელ პოსტებს.

Niki Fore
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას

Taso Taso
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდები

Nina Maisuradze
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 12 მეგობარი, მოწონებული აქვს სახელისუფლებო მედიების (შალვა რამიშვილის, პოს ტვ-ის), ასევე ქართული ოცნების ლიდერების გვერდები. ყალბი ანგარიში “მითების დეტექტორმა” ადრეც გამოავლინა. მეგობრებში ჰყავს ტროლები: Goga Beraya, Gela Mgeladze, რომელებიც უკომენტარებენ პოსტებზე.

თემატიკა: მედია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist