აქვს თუ არა კავშირი გულის წასვლას ვაქცინაციასთან? – რა ვიდეობი ვრცელდება სოციალურ ქსელში

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

44
VIEWS

21 ნოემბერს Facebook მომხმარებელმა ლილუ ლილუ-მ გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც მისი მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ განვითარებული სავარაუდო გართულებებია ნაჩვენები. ვიდეოში ძირითადად გულის წასვლისა და დაცემის, ასევე კრუნჩხვების ამსახველი კადრებია მოცემული. ზოგიერთ ფრაგმენტში ისმის ადამიანთა ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობა ვაქცინის მიღების შემდეგ გაუარესდა, თუმცა აღნიშნული არაა, კონკრეტულად რომელი ვაქცინა მიიღო თითოეულმა მათგანმა.

იდენტური ვიდეო 26 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ჯანო ჯომიდავამაც გამოაქვეყნა.

მსგავსი ტიპის ვიდეოკოლაჟი 22 ნოემბერს  Facebook მომხმარებელმა ბოლო ჟამის ქრისტიანები  გამოაქვეყნა. ვიდეოში ნაჩვენებ კადრებთან ერთად ნათქვამია, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი დაიწყო და ადამიანებს აკონტროლებენ, რის საილუსტრაციოდაც გულის წასვლისა და დაცემის კადრებია მოყვანილი.

26 ნოემბრის მდგომარეობით, ლილუ ლილუ-ს პოსტს, 2 200-მდე გაზიარება აქვს, ჯანო ჯომიდავას პოსტს – 5 400-მდე, ბოლო ჟამის ქრისტიანებისას კი – 325.
"
ვიდეოკოლაჟები სხვადასხვა ყალბი და მანიპულაციურად გავრცელებული მცირე ფრაგმენტებისგან შედგება. კადრებში ასახული შემთხვევებიდან 5-ში მომხდარს ვაქცინაციასთან კავშირი არ ჰქონია, კიდევ 3 შემთხვევაში კი ვიდეოში ასახულ პირთა მდგომარეობა მალევე გამოკეთდა და მათ ჯანმრთელობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

  1. ტანია ერიხსენს, რომელსაც პრესკონფერენციის დროს გული წაუვიდა, Covid-19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა მიღებული არ ჰქონდა 

ლილუ ლილუ-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში  00:21- დან 00:29 წამამდე, ასევე “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში 00:39 წამზე კონფერენციის კადრებია ნაჩვენები, რომლის დროსაც ერთ-ერთი გამომსვლელი გონებას კარგავს და იატაკზე ეცემა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ოქტომბრიდან გავრცელდა, სადაც მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ქალი რომელიც გონებას კარგავს ემერ კუკი, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) აღმასრულებელი დირექტორია, გონების დაკარგვა კი covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირდება.

თუმცა, რეალურად ვიდეო აპრილში გამართულ პრესკონფერენციას ასახავს, ქალი რომელსაც გული წაუვიდა, ტანია ერიხსენი – დანიის მედიკამენტების სააგენტოს მედიკამენტების უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელია.

"
ერიხსენი და სორენ ბროსტრომი, დანიის ჯანდაცვის ორგანოს გენერალური დირექტორი, 14 აპრილს პრესკონფერენციას უძღვებოდნენ, რათა დანიის მიერ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების შესახებ განცხადება გაეკეთებინათ.

მოულოდენლი გულის წასვლის შემდეგ, დანიის მედიკამენტების სააგენტომ ტვიტერზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ერიხსენი კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ საავადმყოფოში დამატებითი შემოწმებისთვის გადაიყვანეს.

"
ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ტვიტერზე ერიხსენმაც დაწერა, რომ უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობდა.

დანიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაიის TjekDet-ის თანახმად კი,  დანიის მედიკამენტების სააგენტოს პრეს ოფიცერმა მათთან  მიმოწერისას დაადასტურა, რომ იმ პერიოდისთვის ტანია ერიხსენს Covid-19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა  მიღებული არ ჰქონდა, ამგვარად, ინფორმაცია, რომელიც ამ ინციდენტს covid-19-ის ვაქცინებთან აკავშირებს სიმართლეს არ შეესაბამება.

  1. კადრი, რომელიც ჩოგბურთელის გულის წასვლას ასახავს, ვაქცინასთან კავშირში არ არის

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩოგბურთელის მიერ კორტზე გონების დაკარგვის კადრებია მოცემული. მოთამაშე ჯეკ დრეიპერს  მაიამის ღია პირველობაზე თამაშისას გული წაუვიდა, რისი მიზეზიც, მისივე განხცადებით, სიცხე იყო.

ინციდენტი მატჩის პირველ სეტში მოხდა და დრეიპერს სამედიცინო პერსონალმა დახმარება სწრაფად აღმოუჩინა. Weather.com-ის ცნობით, ხუთშაბათს, 25 მარტს თამაშის დღეს ჰაერის ტემპერატურამ 80 ფარენჰეიტს (27 გრადუსი ცელსიუსი) მიაღწია.

News.com.au-ს ცნობით, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა გულის წასვლამდე ცოტა ხნით ადრე გულისცემა შეიმოწმა და მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა, თამაშის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა.  მისი თქმით, თავი განსაკუთრებით ცუდად მოედანზე მხარეების გაცვლის შემდეგ იგრძნო.

"

  1. ქალს, რომელსაც მექსიკაში,  ვაქცინაციის ცენტრში გული წაუვიდა, ადგილზევე აღმოეჩინა დახმარება და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა

ლილუ ლილუს ვიდეოში 01:24 დან 01:33- მდე ნაჩვენებია კადრები, სადაც ქალი პირბადით საუბრობს და მოულოდნელად მის უკან ადამიანი იატაკზე ეცემა. ვიდეოს ვრცელი ვერსია Youtube-ზეც გავრცელდა, სადაც ისმის, რომ ქალი ვაქცინაციის შესახებ ესპანურად საუბრობს. thecovidblog კი წერს, რომ ვიდეო ქალის გარდაცვალებას ასახავს.

Lead stories-ს მიერ ფაქტების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ვიდეო Poliforum convention center-ში, ქალაქ ლეონში, მექსიკაშია გადაღებული, სადაც 2021 წლის 4 მაისს მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობდა.

ორ მასწავლებელს ამ პროცესში გული მართლაც წაუვიდა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე მათგანს დახმარება შემთხვევის ადგილზევე აღმოუჩინეს და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.

მექსიკური საიონფორმაციო პორტალის Am.com.mx-ის თანახმად, 2021 წლის 4 მაისს, მხოლოდ Poliforum-ში CanSino (იგივე Convidecia) ვაქცინის 12,584 დოზა გაკეთდა. მასწავლებელთა ვაქცინაციის კლინიკები სამ სხვა ადგილასაც გაიხსნა და  სულ მექსიკაში იმავე დღეს 34,191 დოზა ვაქცინის ადმინისტრირება მოხდა. აღნიშნული ორი ინციდენტი იყო ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაც იმ დროისთვის დაფიქსირდა.

CanSino იგივე Convidecia ჩინური კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინაა, რომლის გამოყენებაც მესიკაში 2021 წლის მარტში დაიწყო.

  1. ბიჭი, რომელსაც საკლასო ოთახში გული წაუვიდა, ამ ფაქტს მისი ვაქცინებისადმი შიშით ხსნის და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობა წესრიგშია

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეოში ჩანს კადრები, თუ როგორ ვარდება ბიჭი სკამიდან. 12 წლის ბიჭის ვიდეო, რომელსაც გული წაუვიდა, სოციალურ ქსელებში მისმა ძმამ გაავრცელა. 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ტვიტში, რომელსაც ვიდეოც ახლავს თან, ის წერს, რომ “საბედნიეროდ, ის, ვისაც ვაქცინების არ ეშინია, ჩემი ძმაა”.

"
ინციდენტი UNGS-ის კულტურულ ცენტრში სან მიგელში მოხდა. 12 წლის ჯულიანს ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე წუთში გული წაუვიდა, რაც მისივე ოჯახის განცხადებით, ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ჯულიენს ვაქცინაციის ეშინია.

რამდენიმე დღის შემდეგ მისივე ძმის პოსტის ქვეშ თქვად ჯგულიენმაც გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დაცემისას მიღებული დაზიანებები ჩანს და წერს, რომ მიუხედავად თავზე არსებული ჭრილობისა მისი გაკერვა საჭირო არ გამხდარა.

ვიდეოების ნაწილი “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა: 

  1. ფეხბურთელის დაცემის კადრები covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ უკავშირდება

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეოში მოედანზე ფეხბურთელის მიერ გონების დაკარგვის კადრებია წარმოდგენილი. დანიის საფეხბურთო გუნდის ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი 12 ივნისს ევრო 2020-ზე მატჩის პირველ ნახევარში მოედანზე შეუძლოდ გახდა. დანიის საფეხბურთო ნაკრები ფინეთის წინააღმდეგ იბრძოდა, როდესაც ერიკსენი მოულოდნელად სათამაშო მოედანზე უგონოდ დაეცა.

მას სასწრაფო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, დაახლეობით 20 წუთიანი სამედიცინო პროცედურების შემდეგ ერიქსენი სტადიონიდან საკაცით გაიყვანეს, ტურნირის ორგანიზატორებმა კი მოგვიანებით განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

"
ინციდენტის შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვიდეო მანიპულაციური შინაარსით ვრცელდებოდა, რომ ერიქსენის გულის წასვლა ვაქცინამ გამოიწვია. Სხვადასხვა ტვიტში ნახსენები იყო ისიც, რომ ერიქსენის ვაქცინაციის ფაქტს Radio Sportiva-ს თან მისი ექიმები ადასტურებდნენ.

თუმცა,  მილანის საფეხბურთი კლუბის “ინტერის”(რომელშიც ერიქსენი თამაშობს) დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ  ეს ფაქტი უარყო და Rai Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ ერიქსენს COVID-19 გადატანილი არ ჰქონდა და არც აცრა ჰქონდა გაკეთებული.

Radio Sportiva-მ ასევე უარყო ერიქსენის მდგომარეობის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ტვიტერზე ისინი წერდნენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია, რადიოს კი კრისტიან ერიქსენის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინტერის სამედიცინო პერსონალის აზრი არასდროს გამოუქვეყნებია. ვრცლად იხილეთ: ცნობა, თითქოს ერიქსენის გულის შეტევა ვაქცინამ გამოიწვია, ყალბია

  1. საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფეხბურთელის შეუძლოდ გახდომას ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებენ

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეოში კიდევ ერთი ფეხბურთელის, ესპანური საფეხბურთო კლუბის, “ბარსელონას” თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს შეუძლოდ გახდომაა ნაჩვენები. აგუერომ ალავესთან შეხვედრის მიმდინარეობის დროს თავბრუსხვევა იგრძნო. მას გული აწუხებდა და სუნთქვა უჭირდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს მსგავსი რამ 2017 წელს ერთ-ერთი მატჩის დროსაც შეემთხვა. მას გულის პრობლემა წარსულშიც აწუხებდა და 15 წლის ასაკში ოპერაციაც აქვს ჩატარებული. შესაბამისად მტკიცება, რომ მისი შეუძლოდ გახდომა ვაქცინაციას უკავშირდება, მანიპულაციურია და მტკიცებულებების გარეშე. ვრცლად:
სპორტსმენებში გულის გაჩერების შემთხვევებს ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებენ

  1.  ექთანი ტიფანი დოვერი განმარტავს, რომ მას ტკივილზე მომეტებული მგრძნობიარე რეაქცია აქვს და გონება ადრეც ხშირად დაუკარგავს

ლილუ ლილუს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში 00:17-დან 00:20- მდე და 00:38-00:46 მდე ნაჩვენები კადრები აშშ-ში მცხოვრებ მედდას ტიფანი დოვერს ასახავს, რომელმაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ თავბრუსხვევა იგრძნო და გონება დაკარგა. მოგვიანებით კი, როცა დოვერი გონს მოვიდა, მან ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ დაკარგა გონება. მან აღნიშნა, რომ მას ნებისმიერ ტკივილზე მომეტებული მგრძნობიარე რეაგირების ისტორია აქვს და ასეთი რეაქცია ადრეც არაერთხელ ქონია.

გონზე მოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და მხარში ტკივილმაც გაუარა. CDC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ გონების დაკარგვა იშვიათი არაა, ამის მიზეზი კი ძირითადად შფოთვა ან ტკივილია.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორს” მასალები:

  1. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ავსტრიელი პარლამენტარის მიერ სიტყვით გამოვლისას გონების დაკარგვა covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირდება

ლილუ ლილუს ვიდეოში 00:30 დან 00:37-მდე ნაჩვენები კადრები ავსტრიელ პოლიტიკოსს ასახავს. 2021 წლის 12 ოქტომბერს ავსტრიის ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPO) წევრმა ევა-მარია ჰოლცლეიტნერმა სიტყვით გამოსვლის დროს მოულოდნელად  გონება დაკარგა და დაეცა.

პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდან ირკვევა, რომ იგი ამ ინციდენტამდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ ცოტა ერთი თვით ადრე აიცრა. ინციდენტის ვაქცინაციასთან კავშირი ავსტრიის რამდენიმე  პარლამენტარმაც უარყო. ვრცლად იხილეთ:


ლილუ ლილუ-ს პოსტის არქივი
ბოლო ჟამის ქრისტიანების არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist