აქვს თუ რა აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას კოვიდ-19-ის წამლების შერჩევის პროცესზე გავლენა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

MicrosoftTeams-image (19)
188
VIEWS

4 ივლისს “ობიექტივის” ღამის ეთერში გადაცემის ყოფილმა წამყვანმა და მოწვეულმა სტუმარმა გია არეშიძემ აშშ-ის დემოკრატიული პარტია საკუთარი და საქართველოს მოქალაქეების “სიცოცხლის გაწირვაში” დაადანაშაულა. მისი თქმით, აშშ-ში კოვიდ-19-ით ადამიანები დემოკრატების გამო გარდაიცვალნენ, რადგან მათი გავლენით კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს  ეფექტიანი საშუალება პლაქვენილის ნაცვლად  რემდესივირით მკურნალობენ. ის დემოკრატიული პარტიის მოტივაციას ტრამპისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ფინანსურ მოგებაში ხედავს.

გია არეშიძე: “…დემოკრატიულმა პარტიამ, ჩემი აზრით, გადაწყვიტა, … რომ მისთვის მიზანი, რო ძალაუფლება დაიბრუნოს ან მოვიდეს ხელისუფლებაში, ამართლებს ყველა საშუალებას,  და მან დაიწყო ამერიკელების სიცოცხლის გაწირვაც, მათ შორის ჩვენი სიცოცხლის გაწირვა, შემიძლია ავხსნა როგორ და ხელი ურევია მისი აი, იმ 120 ათასი ამერიკელის, ცოტა მეტის სიკვდილში, რომელიც ვირუსმა დაღუპა, იმიტო რო იქ იყო წამალი, რომელიც მათ შორის საქართველო იყენებდა, გახსოვთ და ჩვენი ბატონი გამყრელიძე აცხადებდა, რო ჩემი შვილი იმით მოვარჩინეო [პლაქვენილი]. საქმე რაშია, რახანც ამერიკის პრეზიდენტმა, ტრამპმა თქვა, რო ეს წამალი კარგია და ახლა და კიდე მეორე ამბავი, რო დემოკრატები, დემოკრატების დამფინანსებლები, მათ ფული ჰქონდათ ჩადებული რემდესივირში, მეორე წამალში.”

ობიექტივის ყოფილი წამყვანის განცხადება, თითქოს აშშ-ში კორონავირუსით მოქალაქეების დაღუპვა დემოკრატიული პარტიის ბრალია, რადგან ამ პარტიის გავლენით ვირუსით ინფიცირებულებს ეფექტიანი საშუალების (პლაქვენილი) ნაცლად რემდესივირით მკურნალობენ, უსაფუძვლოა: 1. მკურნალობაში წამლების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი უწყებები იღებენ. 2. რემდესივირი ამ ეტაპზე ერთადერთი მედიკამენტია, რომლის გამოყენება კოვიდ-19-ის მკურნალობაში კვლევების საფუძველზე ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ არის ავტორიზირებული  3. რემდესივირის მწარმოებელ გილეადსა და დემოკრატიულ  პარტიას შორის კავშირები არ დასტურდება.

1. მკურნალობაში წამლების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი უწყებები იღებენ.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას კოვიდ-19-ის მკურნალობაში მედიკამენტის გამოყენებაზე?

აშშ-ში კოვიდ-19-ის გავრცელების საწყის ეტაპზე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველი სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც სხვადასხვა კომპეტენტური უწყებებია წარმოდგენილი (ჯანდაცვის დეპარტამენტი, უსაფრთხოების საბჭო,  აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ.). ამ ჯგუფის მიზანია, კორონავირუსის გავრცელების შეჩერებასა და მისი პრევენციისთვის შესაბამისი ზომების შემუშავება. კორონავირუსის მკურნალობისათვის შესაბამისი მედიკამენტების კვლევის, მისი პრევენციის საშუალებებისა და მკურნალობის პროტოკოლების შემუშავებაში წამყვან როლს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასრულებს, ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად. თუმცა, დაავადებების მკურნალობისათვის კონკრეტული მედიკამენტების დამტკიცებას ქვეყნის მარეგულირებელი სააგენტო, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) უზრუნველყოფს.

2. ამ ეტაპზე რემდესივირი ერთადერთი მედიკამენტია, რომლის გამოყენება კოვიდ-19-ის მკურნალობაში კვლევების საფუძველზე ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცის მიერ არის ავტორიზირებული.

2020 წლის 1 მაისს ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) საგანგებო მდგომარეობებში “რემდესივირის”  გამოყენების  უფლება გასცა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში ექიმებს საშუალება მიეცათ პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში გამოეყენებინათ. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რემდესივირის 500 000 დოზა წინასწარ შეიძინა, რაც კომპანიის ივლისში წარმოებული პროდუქციის 100%, აგვისტოსა და სექტემბრის წარმოების 90%-ს შეადგენს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში, ენტონი ფაუჩმა აპრილში პრეპარატის “კარგად გამოკვეთილი დადებითი ეფექტის” შესახებ ისაუბრა, რაც მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებაში გამოიხატებოდა. კორონავირუსთან ბრძოლაში  რემდესივირის ეფექტურობის გამოცდა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებდა, რომ მედიკამენტმა COVID-19-ით დაავადებულ პირებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდი 15-დან 11 დღემდე შეუმცირდათ.  დონალდ ტრამპა კვლევის შედეგების შესახებ განაცხადა, რომ ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ პირველი მედიკამენტი გახდა, რომელსაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციით ევროკავშირში  კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ.

მედიკამენტს ანტივირუსული მოქმედება აქვს SARS და MERS პათოგენების წინააღმდეგ, რომელებიც ასევე კორონა ვირუსები არიან და სტრუქტურულად Covid-19-ს ჰგვანან. პრეპარატი “რემდესივირი”  ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია “გილეადმა”  2015 წელს ებოლას ვირუსის საწინააღმდეგოდ შექმნა.

უახლესი კვლევების საფუძველზე პლაქვენილის გამოყენებაზე ნებართვა შეჩერებულია

15 ივნისს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) “კოვიდ-19”-ის მკურნალობისთვის მედიკამენტების „ჰიდროქსიქლოროქინისა“ და „ქლოროქინის“, იგივე “პლაქვენილის” საგანგებო შემთხვევევში გამოყენების ნებართვა გააუქმა.

22 მაისს სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, 25 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენება “კოვიდ-19”-ით დაავადებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდილი რისკის მიზეზით დროებით შეაჩერა.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 3 ივნისს პრეპარატი “პლაქვენილი” “სოლიდარობის კვლევაში” კვლავ დააბრუნა. ჯანმოს  გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა, მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, “პლაქვენილისა” და სხვა პრეპარატების ცდების განახლების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მხარ უჭერდა მალარიის სამკურნალო ექსპერიმენტული წამლის გამოყენებას და  ის ეფექტურად დაასახელა, 5 აპრილს კი მან მოქალაქეებს ჰიდროქსიქლოროქინის,  იგივე “პლაქვენილის” მიღება ურჩია. როგორც აღმოჩნდა, ამ პრეპარატს “კოვიდ-19”-ის მკურნალობაში ქართველი იმუნოლოგებიც მიმართვადნენ.

3.  რემდესივირის მწარმოებელ გილეადსა და დემოკრატიულ  პარტიას შორის კავშირები არ დასტურდება

რემდესივირის მწარმოებელი კომპანიის მმართველი გუნდის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, ამ გუნდსა და დემოკრატიულ პარტიას შორის კავშირები არ დასტურდება.

გარდა ამისა,  პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭვირვალე პროცესია. გილეად-ს თავის ვებ-გვერდზე პოლიტიკური და სხვა შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული აქვს. 2019 წლის მონაცემების თანახმად ის არც-ერთ პოლიტიკურ პარტიას  აფინანსებს, თუმცა რესპუბლიკელთა კომიტეტისთვის შეწირული თანხა (155 000) სამჯერ აღემატება დემოკრატების კომიტებისთვის (50 000) შეწირულ თანხას. წინა წლებში (2016, 2017, 2018) პოლიტიკური პარტიებისა და მისი კომიტეტებისთვის შეწირული თანხების ბალანსი იცვლებოდა, თუმცა დიდი განხვავებები არ არის და არც დიდ თანხებზეა საუბარი.

მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაციამ რემდისივირს შეძენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო  ფარმაცევტული კომპანიის დირექტორს დემოკრატმა კანონმდებლებმა წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მედიკამენტის წარმოებაში დახარჯული თანხის, მაქსიმალური წარმოებისა და ფინანსების წყაროების შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციის მოწოდებას მოითხოვენ.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist