პოლიტიკა

Alli Babaa ნიგერიიდან და სხვები სალომე ზურაბიშვილის გაყალბებულ ციტატას ავრცელებენ

24 ოქტომბერი, 2020

23 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა 2018 წლით დათარიღებული ფეისბუკ მომხმარებლის Sofo Kemularia-ს ძველი პოსტი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოსახული, ფოტოზე კი შემდეგი წარწერაა გაკეთებული: “ყველაზე ძალიან მეზიზება ღარიბი ქართველები. ს. ზურაბიშვილი”. პოსტი, რომელსაც 23 ოქტომბრის მონაცემებით 501 გაზიარება აქვს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სიტყვები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეკუთვნის.

1

გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციაა, რადგან ღია წყაროებით საქართველოს პრეზიდენტის მსგავსი ციტატა არ იძებნება. პოსტში არ არის მითითებული წყარო, თარიღი ან სხვა დეტალი, რომელიც მსგავსი სიტყვების მართებულობას დაამტკიცებდა. პოსტს ტროლი და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ანგარიშები ავრცელებენ.

ფეისბუკ მომხმარებელ სოფო კემულარიას საკუთარ ანგარიშზე მითითებული აქვს,  რომ ის ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მუშაობდა.

2

აღნიშნული პოსტი 2020 წლის 23 ოქტომბერს სხვა ფეისბუკ-ანგარიშებითაც გავრცელდა. კერძოდ,ინდივიდუალური პროფილი Alli Babaa, რომელიც სავარაუდოდ ტროლია, პოსტს სხვადასხვა თემატურ ჯგუფში აზიარებს. მათ შორისაა შემდეგი ჯგუფები: Live Georgia, ხატია დეკანოიძე-ისნის მაჟორიტარად, Danmark-Georgien დანია-საქართველო Denmark-Georgia Данія-Грузія, მიხეილ სააკაშვილის შტაბი, Сухуми и сухумцы! ВСЕ КТО СЕБЯ СЧИТАЕТ ТАКОВЫМИ…, თეთრი და შავი.

ჯგუფ “Live Georgia-ში” Alli Babaa-ს გაზიარებულ პოსტს განთავსებიდან 4 საათში 122 რეაქცია, 132 კომენტარი და 24 გაზიარება აქვს.

3

ფეისბუქ-ანგარიშ Alli Babaa-ს საცხოვრებელ ადგილად ნიგერია აქვს მითითებული, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ხშირად აზიარებს. გარდა ამისა, პროფილი აზიარებს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდის პოსტებსაც.

5


მოამზადა მარიამ ტალახაძემ