ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს ბრიტანეთში ბრექსიტის შემდეგ ინვესტიციები გაიზარდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

alttt
184
VIEWS

2019 წლის 11 თებერვალს ულტრა-ნაციონალისტურმა გამოცემამ “ალტ-ინფო” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც რომელიც ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობას შეეხება. “ალტ-ინფოს” მტკიცებით, 2015-2018 წლებში ბრიტანეთში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, ვიდრე საფრანგეთსა და გერმანიაში ერთად, რასაც გამოცემა ბრექსიტის პროცესს უკავშირებს. “ალტ-ინფო”, თავის მხრივ, წყაროდ უთითებს ინგლისურენოვან გამოცემას “ West Monster ”. “West Monster” კი – მსოფლიო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Deloitte-ის ანგარიშს, რომელიც ბრიტანეთში ინვესტიციებსა და მათზე ბრექსიტის გავლენას მიმოიხილავს.  “ალტ-ინფოს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გააზიარეს ისეთმა გვერდებმა, როგორიცაა “ანტილიბერალური კლუბი”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “საქართველო ქართველთათვის” და სხვა.

“ალტ-ინფოს” მიერ გამოქვეყნებული სტატია მანიპულაციაა, რადგან ის მკითხველს ინფორმაციას შერჩევითად, მისი მიზნებიდან გამომდინარე აწვდის. ანგარიში, რომელსაც “ალტ-ინფო” და მისი პირველწყარო ეყრდნობიან, საპირისპიროს ამტკიცებს: რომ ბრექსიტმა მცირედით, თუმცა მაინც შეამცირა ბრიტანეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა. გარდა ამისა, ლონდონი უკვე წლებია (2009-2018) ინარჩუნებს ლიდერი ქალაქის სტატუსს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით და ეს პროცესი ბრექსიტთან კავშირში არ არის.

რა წერია ანგარიშში, რომელსაც ალტ-ინფო და მისი წყარო West Monster ეყრდნობიან?

მსოფლიო აუდიტორულ კომპანია “ Deloitte ”-ის ანგარიში ბოლო ათი წლის მანძილზე დიდი ბრიტანეთში განხორციელებული ინვესტიციების სტატისტიკას და ბრექსიტის როლს მიმოიხილავს.

ა. ლონდონი ბრექსიტამდეც წამყვანი ქალაქი იყო უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით.

ანგარიშიდან ჩანს, რომ ლონდონი 2009 წლის იანვრიდან – 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარდა. ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციების დიდი რაოდენობა ბრიტანეთში ბრექსიტის პროცესს არ უკავშირდება.

"

ბ. ბრექსიტმა გარკვეული უცხოური კომპანიები დააზარალა, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა.

დელოიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბრექსიტის პროცესმა გარკვეული კომპანიები დააზარალა, განსაკუთრებით კი ის უცხოური კომპანიები, რომელთაც საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის რეგულაციებზე ჰქონდათ მორგებული. ასეთია, მაგალითად საავტომობილო წარმოება. თუ 2015 წელს სექტორში ინვესტიცია 2.5 მილიარდ ფუნტს შეადგენდა, 2017-ში ეს რიცხვი განახევრდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბრექსიტის პროცესზე მკაფიო სურათამდე ინვესტორები გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებიდან თავს შეიკავებენ. მართალია “დელოიტი” ბრექსიტის შემდეგ ინვესტიციების შემცირების მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2015 წელს ბრიტანეთში უცხოური ინვესტირების 1,374 პროექტი იყო დაანონსებული, ხოლო 2017-ში ეს მაჩვენებელი 1,170 იყო, რაც 16%-იანი კლებაა. ასევე, უცხოური ინვესტიციების შედეგად 2015 წელს ბრიტანეთში 95,992 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო 2017-ში – 79,704.

ბრექსტისა და ინვესტიციებზე წერს ლონდონის ეკონომიკის სკოლის “ეკონომიკური მაჩვენებლის ცენტრის” კვლევაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის ინვესტიციები ბრიტანეთში 11%-ით შემცირდა, რამაც დაახლოეიბთ 3.5 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

West Monster-ის შესახებ

West Monster-ი, რომელსაც “ალტ ინფო” წყაროდ იყენებს, 2017 წელს ბრექსიტის მთავარმა დამფინანსებელმა, არონ ბანკსმა დააარსა. The Guardian-ის თანახმად, West Monster-ი, ცნობილი ულტრა-ნაციონალისტური გამოცემა ბრაიტბარტის სტილისაა და ბანკსის დაფუძნებულ “Leave.EU” ჯგუფის ბაზაზეა შექნილი. Leave.EU-ს ფეისბუკ გვერდს 800.000 მოწონება, ხოლო ტვიტერზე 115,000 გამომწერი ჰყავს. West Monster-ის თანამფლობელი და რედაქტორი “დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის” ყოფილი ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის, ყოფილი პრეს ოფიცერი მაიკლ ჰივერია.


პროპაგანდის მეთოდი
ე.წ “კარტების დაწყობა”
ინფორმაცია ნაწილობრივ მართალია, თუმცა ფაქტების შერჩევითი მიწოდება ან არსებითი ფაქტების გამოტოვება ხდება.

მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist