2019 წლის 12 ივნისს მოსკოვში მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვისა და პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბა.
როსგვარდიის თანამშრომლებმა აქციის 200-ე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის “Meduza”-ს და “Коммерсант”-ის ჟურნალისტები. დაკავებულთა შორის ერთი ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც ძალოვანები პოლიციის მანქანაში ჩასმას უპირებდნენ, მაგრამ როგორც კი მისი წარმომავლობა გაიგეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.
ვიდეოპორტალ Youtube-სა და Twitter-ზე აქციის მონაწილეთა დაკავების კადრები გავრცელდა.
“ეს ხომ რუსი არ არის! ვინ მოიყვანა ამერიკელი? ამერიკელო – თავისუფალი ხარ!”,- ეუბნება ამერიკის მოქალაქეს პოლიციელი.
Русский – задержан! Американец – свободен! pic.twitter.com/uFly9vJN2K
— Сталингулаг (@StalinGulag) June 12, 2019