თავდაცვა/უსაფრთხოება

ამერიკელი გენერლის გაყალბებული განცხადება, თითქოს აშშ ბალტიის ქვეყნებს რუსეთისაგან არ დაიცავს

18 თებერვალი, 2019

2019 წლის 23 იანვარს Geworld.ge-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ნატოს გენერლის გულახდილობა და ბალტიისპირელთა ილუზიების კრახი”. Geworld.ge-ის ცნობით, ლიეტუვაში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე “თოვლიანი შეხვედრა” (Snow Meeting)  ბენ ჰოჯესმა, ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, განაცხადა, რომ აშშ-ის არმია ლიეტუვას და ბალტიის სხვა ქვეყნებს რუსეთის თავდასხმისაგან არ დაიცავს. Geworld.ge-მა   სარედაქციო კომენტარში აღნიშნა, რომ გენერალ ბენ ჰოჯესის მოსაზრება აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

Geworld.ge: “გენერალი ბენ ჰოჯესი: რამე რომ მოხდეს, ამერიკის არმია ლიტვას (და სრულიად ბალტიისპირეთს) რუსეთისგან არ დაიცავს. მეგობრობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობაზე უარს არავინ ამბობს, აზრობრივად ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენს სულიერ მხარდაჭერაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, მაგრამ სულ ეს არის და მეტი არაფერიო”...ასე რომ, თუკი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა თავს ასეთი პასაჟის გაკეთების უფლება მისცა, ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ასახავს ამერიკის სახელმწიფოს პოლიტიკურ პოზიციას.”

ბენ ჰოჯესის განცხადება, თითქოს აშშ ბალტიის ქვეყნებს რუსული აგრესიისაგან არ დაიცავს, ტყუილია. რეალურად, ჰოჯესმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ის წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევების ფონზე აშშ-ს წყნარ ოკეანეში კონფლიქტის გამკლავებისა და რუსეთის შეჩერების შესაძლებლობა არ აქვს, რის გამოც ჰოჯესმა ნატო-ს ევროპული  მიმართულების გააძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

2019 წლის 10 იანვარს ლატვიურმა ავტორიტეტულმა საინფორმაციო სააგენტომ LETA-მა (Latvian Information Agency) ბენ ჰოჯესის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის  აშშ-ასა და ჩინეთს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბრობს  და პროგნოზირებს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი უახლესი 10 წლის პერიოდში გარდაუვალია. ამ გარემოებებისა და სხვა გამოწვევების ფონზე, ბენ ჰოჯესს მიაჩნია, რომ ნატოს ფარგლებში, ამერიკელების მონაწილეობით, ევროპული თავდაცვის მიმართულება უნდა გაძლიერდეს. მასი შეფასებით, რუსეთი აზოვისა და შავ ზღვებზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს. ჰოჯესის შეფასებას, რომელიც რეალურად ნატოს გაძლიერების საჭიროებას უკავშირდებოდა, Geworld-მა შინაარსი შეუცვალა და წარმოაჩინა ისე, თითქოს ბალტიის ქვეყნებს აშშ რუსეთისგან არ დაიცავს.


Geworld.ge: ბენ ჰოჯესის განცხადება

ბენ ჰოჯესის რეალური განცხადება

“რამე რომ მოხდეს, ამერიკის არმია ლიტვას (და სრულიად ბალტიისპირეთს) რუსეთისგან არ დაიცავს. მეგობრობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობაზე უარს არავინ ამბობს, აზრობრივად ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენს სულიერ მხარდაჭერაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, მაგრამ სულ ეს არის და მეტი არაფერი.”

ახლა აშშ-ს არ აქვს შესაძლებლობა, რომ გაუკლავდეს კონფლიქტს წყნარი ოკეანის რეგიონში,  შეაჩეროს რუსეთი და ამავდროულად გააკეთოს სხვა ყველაფერი, რისი გაკეთებაც მას უწევს. შესაბამისად, [ნატოს თავდაცვის] ევროპული  სვეტი - ამერიკელების მონაწილეობით, მაგრამ  ევროპული სვეტი, უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ რუსეთი შეაჩეროს.”

"Right now the US does not have the capacity to fight a conflict in the Pacific and continue to deter Russia and do all the other things that we have to do. So the European pillar - with American participation but the European pillar – has ... to be strong enough to continue to deter Russia.


ბენ ჰოჯესის განცხადების შესახებ დეზინფორმაცია რუსულ წყაროებში

Geworld.ge-ის დეზინფორმაცია  ბენ ჰოჯესის განცხადების შესახებ რუსულ წყაროებში ამერიეკლი გენერლის განცხადების ინტერპრეტაციის იდენტურია.

დეზინფორამციას, თითქოს ნატო რუსული აგრესიის შემთხვევაში ბალტისპირეთს არ დაიცავს შემდეგი რუსულენოვანი მედიები ავრცელებენ:ТАСС.РУ, Expert.ruRubaltic.ru.

რუსულენოვანი მედიები და Geworld.ge-ი ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას და მასალებს მსგავსი  შინაარსის სათაურებით აქვეყნებენ.


Geworld.ge

ТАСС

Expert.ru

Rubaltic.ru

ნატოს გენერლის გულახდილობა და ბალტიისპირელთა ილუზიების კრახი

ჰოჯესი: ნატო ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს

Ходжес: НАТО не защитит Прибалтику в случае нападения РФ

აშშ-მ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე უარი განაცხადა ჩინეთთან ომის მზადების გამო

США отказались от Прибалтики из-за подготовки к войне с Китаем

“თოვლიანი შეხვედრის” შედეგი: ბალტიისპირეთის ქვეყნებბს შესთავაზეს რუსეთისაგან თავი თვითონ დაიცვან

Итог «Снежной встречи»: Прибалтике предложили защищаться от России самостоятельно


მოამზადა ანა ჩიტალაძემ