აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს რეალურ დახმარებას არ უწევს და სტრატეგიული ქვეყნის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარება ისეთვე სიმბოლური ხასიათისაა, როგორც თაცად პენსის ვიზიტი.
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: “რეალურად, ეს ტექნიკა, რომელიც ამერიკამ ჩამოარიხინა, უკან მიარიხინებს, არც ერთი არ რჩება საქართველოში და რეალურად რომ ვთქვათ, საქართველოს ამერიკა მხოლოდ სიმბოლურ დახმარებას უწევს… ამერიკას ხომ არავინ უშლის, რომ რეალური დახმარება გაგვიწიოს, მაგრამ როცა ამაზეც უარს გეუბნება და რეალურად გიგზავნის პენსს, ეს ძალიან ჰგავს იმას, როდესაც საფრანგეთმა უარი უთხრა სულხან საბა ორბელიანს ჯარის გაგზავნაზე, მაგრამ შესთავაზა კათოლიკე მისიონერების დახმარება”
ალია, 7-13 აგვისტო
აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის, თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლების, საზღვრის დაცვის, ასევე კონფლიქტის შემდგომი სტაბილიზაციისა და აღდგენისთვის საქართველოს 2000-2017 წლებში ჯამურად 1. 230 942 478 მლრდ დოლარის მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია.
წყარო: საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის უსაფრთხოების დახმარების მონიტორის პროგრამის მონაცემები. მონაცემები მოიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ დახმარებებს.
გთავაზობთ აშშ-ის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაწეული დახმარებების მიმოხილვას 5 ძირითადი მიმართულებით (იხ. ინფოგრაფიკა).