ამშვენებს თუ არა AIR SERBIA-ს თვითმფრინავის კედლებს წმინდანების “ფრესკები”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1
351
VIEWS

23 მაისს Facebook- გვერდმა  „პატრიოტული გვერდი“ გააზიარა არასამთავრობო ორგანიზაცია “ივერონის” დამფუძნებელ ნატალია კაპანაძის პოსტი და ფოტო, რომელზეც თვითმფრინავის სალონი ფრესკებით არის მოხატული. პოსტის ავტორი ამბობს, რომ თვითმფრინავი სერბულ კომპანია Air Serbia-ს ეკუთვნის. ნატალია კაპანაძის ორიგინალ პოსტს 25 მაისის მდგომარეობით 100-ზე მეტი კომენტარი და 170 გაზიარება აქვს, პატრიოტული გვერდის პოსტი კი 56-მა მომხმარებელმა გააზიარა.

"

გავრცელებული ფოტო ყალბია და ორიგინალ ფოტოზე თვითმფრინავის სალონის კედლები ფრესკებით მოხატული არ არის. 

Google Image Search-ით ფოტო Flickr-ზე იძებნება. ის 2014 წლით არის დათარიღებული და რეალურად არა Air Serbia-ს, არამედ ბრიუსელის ავიახაზებს ეკუთვნის.

"


ყალბი ფოტო რეალური ფოტო
" '

იგივე ფოტო წინა წლებშიც ვრცელდებოდა და 2017 წელს Air Serbia-მ განაცხადა, რომ მისი თვითფრინავის სალონები ფრესკებით მოხატული არ არის.

'

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist