აფინანსებს თუ არა სოროსი პროტესტს და არეულობებს აშშ-ში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სწდ
205
VIEWS

1 ივნისს ობიექტივის ეთერში საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღავნელმა ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ მინეაპოლისში (აშშ) დაკავების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების  შემდეგ დაწყებულ პროტესტს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, ჯორჯ სოროსი აფინანსებს და ხელმძღვანელობს. იმავე შინაარსის განცხადება მან  4 ივნისს For.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც გააკეთა. ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ იდენტური ბრალდებები  “ქართული მარშის” ყოფილმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმაც გაახმოვანა, რომლის ფეისბუკ პოსტი “თვალსაზრისმა” სათაურით: “დროზე აკრძალეთ სოროსის ფონდი, თორემ ამერიკის მოვლენები ჩვენში განმეორდება! – ლადო სადღობელაშვილი” გაავრცელა. სადღობელაშვილი  ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს.

ირაკლი გოგავა: „კიდევ არის ორგანიზებული ჯგუფები, მინესოტაში, მინეაპოლისში, სადაც თავიდან მოხდა პოლიციის შენობის გადაწვა იქ 80% იყო ჩასული, ანუ იმ შტატის და ქალაქის მაცხოვრებლები არ იყვნენ. დაფიქსირდა ჯგუფი ანტიფა-ს მოძრაობა და აქტივობა. ეს ანტიფა გახლავთ რადიკალური მემარცხენეების ჯგუფი, რომელსაც აფინანსებს ტრადიციულად [ჯორჯ] სოროსი… ანუ ეს სოროსი ითვლება ესეთი რევოლუციური ტექნოლოგიების ხელოვნად, ოსტატად და ამ მიმართულებას უკვე სოროსი ხელმძღვანელობს….“

?"

ჯორჯ სოროსის დადანაშაულება აშშ-ში მიმდინარე პროტესტისა და არეულობის დაფინანსებაში ძველი შეთქმულების თეორიების განახლებული ვერსიაა. New York Times-ის, Forbes-ის და ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების politifact-ის და snopes-ის თანახმად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯორჯ სოროსი ან/და მისი ორგანიზაცია აშშ-ში პროტესტანტებს ან პროტესტის/არეულობის ორგანიზატორებს აფინანსებს. 

სოროსის საწინააღმდეგო კამპანია სოციალურ ქსელში 

მინეაპოლისში დაკავებისას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღასთნ დაკავშირებით სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯორჯ სოროსის შესახებ ძველ შეთქმულების თეორიები ახალი შინაარსით გაცოხლდა.

შეთქმულების თეორიამ, თითქოს ამერიკაში მიმდინარე პროტესტი ჯორჯ სოროსის დაფინანსებულია, სოციალური ქსელები მოიცვა.  ამ კამპანიის მასშტაბების საჩვენებლად politifact-მა სოციალურ ქსელში სოროსის წინააღმდეგ გავრცელებულ შეთქმულების თეორიის სტატისტიკურ მაჩვენებლებს თავი მოუყარა.

Dataminr-ის თანახმად, ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით ჯორჯ სოროსი ტვიტერზე 34 ათასჯერ იყო ნახსენები, The New York Times-ის მიხედვით კი ერთი კვირის მანძილზე YouTube-ზე 5 ენაზე   90 ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც სოროსთან დაკავშირებულ შეტქმულების თეორიას ტირაჟურებდა.

The Times-ის ცნობით, ერთი კვირის მანძილზე ფეისბუკზე  სოროსი 72,000 პოსტშიიყო ნახსენები. 10 ყველაზე პოპულარული პოსტიდან ცხრა აშშ-ში მიმდინარე არეულობასთან მის კავშირს ეხებოდა. საერთო ჯამში ეს ინფორმაცია 110 000-ზე მეტჯერ გაზიარდა.

კენდის ოუენსმა, კონსერვატორმა კომენტატორმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჯორჯ სოროსმა და მისმა “ღია საზოგადოების ფონდმა” პროტესტანტები დაიქირავა, რომლებმაც მინეაპოლისის ქუჩებში ცეცხლი გააჩაღეს და მაღაზიები გადაწვეს. მისი თქმით ჯორს სოროსი “ღია საზოგადოების ფონდის” საშუალებით ქაოსს თესავს.

“ღია საზოგადოების ფონდის” ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა კენდის ოუენის ბრალდებებს უპასუხა.  მათ განაცხადეს, რომ გმობენ ძალადობას და ადამიანებს პროტესტისათვის ფულს არ უხდიან.  ფონდში ოუენის განცხადებას “უსაფუძვლო ცილისწამება” უწოდეს.

'

ძველი შეთქმულების თეორიის ახალი სიცოცხლე

ჯორჯ სოროსს  წლების მანძილზე აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა პროტესტის დაფინანსებასა და ორგანიზებაში სდებდნენ ბრალს. შეთქმულების თეორიები მას ევროპის დესტაბილიზაციაში სდებენ ბრალს და პოსტ-საბჭოთა სივრცეში (საქართევლო, უკრაინა, სომხეთი) “ფერადი რევოლუციების” და სამოქალაქო პროტესტების მთავარ დამფინანსებელ წყაროდ მოიაზრებენ.

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist