არიან თუ არა ფოტოზე მიგრანტების მსხვერპლი ქალები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ახალი ქავერი
300
VIEWS

20 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “შენ ხარ საქართველო” გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელიც სახის არეში მრავლობითი დაზიანების მქონე ადამიანების 16 ფოტოსურათს აერთიანებს. “შენ ხარ საქართველო” აღნიშნულ ფოტოებს მიგრაციას უკავშირებს და ამტკიცებს, რომ ფოტოსურათებზე მიგრანტების მიერ ნაცემი ინგლისელი ქალები არიან გამოსახული.

1

რეალურად ფოტოებზე გამოსახული ქალების მდგომარეობა არანაირ კავშირში არ არის მიგრანტებთან და მათი უმეტესი ნაწილი ოჯახურ ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებს ასახავს. გვერდი “შენ ხარ საქართველო” მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით მიგრანტების მოძალადეებად წარმოჩენას და მათ მიმართ ქსენოფობიური სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს.

აღნიშნული ფოტომანიპულაცია იმ ნარატივით, თითქოს ფოტოებზე აღბეჭდილი ქალებს დაზიანებები მიგრანტებმა მიაყენეს, გასულ წლებშიც ვრცელდებოდა. ფოტოკოლაჟს სხვადასხვა დროს 6 სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას მიაწერდნენ, გერმანიას, საბერძნეთს, იტალიას, ნიდერლანდებს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს.

2017 წელს ფოტოები სათითაოდ გადაამოწმა ავსტრიულმა ფაქტების გადამოწმების საიტმა Mimikama-მ, ხოლო 2018 წელს france24-მა მიგრანტებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებზე მასალა მოამზადა, რომელშიც აღნიშნული ფოტოკოლაჟიც იყო. როგორც ავსტრიული და ფრანგული ფაქტების გადამოწმების პლატფორმები განმარტავენ, ფოტოების უმეტესი ნაწილი დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან მოდის, თუმცა მიგრანტებს არ უკავშირდება და რეალურად სხვადასხვა გარემოებების ძალადობას ასახავს. მათ შორის უმრავლესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლების ფოტოსურათებია, ნაწილი პოლიციის ან უცნობი პირების მიერ ჩადენილ დაზიანებებსაც ასახავს, ხოლო ერთ-ერთ ფოტოზე სავარაუდოდ დაზიანებები ნამდვილი არაა და უბრალოდ გრიმის საშუალებით არის გაკეთებული.

გავრცელებული ფოტოკოლაჟიდან, რომელიც ჯამში 16 ფოტოს მოიცავს, 2 შემთხვევაში თავდამსხმელები შავკანიანები იყვნენ. თუმცა მათი წარმომავლობისა და მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. შესაბამისად ამ ორ შემთხვევაზე დაყრდნობით მათი მიგრანტებად წარმოჩენა და შემდეგ განზოგადება მიზნად ქსენოფობიისა და სტერეოტიპების დათესვას ისახავს.  გთავაზობთ 16 ფოტოდან რამდენიმე შემთხვევის დეტალებს.

  • ქრისტინა უესტი ფლორიდიდან, რომელსაც დაზიანებები დაკავების დროს აშშ-ის პოლიციამ  მიაყენა.
  • ემილი მაკკაფრი აშშ-დან, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 10 წლის განმავლობაში იყო და საბოლოოდ მისი მეუღლე 2009 წელს ახალი წლის წინა ღამეს  დააკავეს, როდესაც პარტნიორს საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიაყენა.
  • ემი რეი ფერისი ბრიტანეთიდან, რომელსაც ბარში უცნობმა ქალმა სცემა და ფული  წაართვა.
  • ერთ-ერთო ფოტო ტვიტერის მომხმარებელმა Shawna L.-მა საკუთარ გვერდზე ატვირთა. მასთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტი არ დასტურდება და სახეზე დაზიანება სავარაუდოდ გრიმის შედეგია. ამჟამად ტვიტერზე Shawna L-ს ანგარიში ხელმისაწვდომი აღარ არის.
  • საინტერესოა ისიც, რომ ფოტოკოლაჟში მესამე ხაზის ბოლო მარჯვენა ფოტოზე არა ქალი, არამედ ბრიტანელი მამაკაცია გამოსახული, რომელსაც საკუთარ სახლში ქურდები  დაესხნენ თავს.

ვრცლად ყველა ფოტოს შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://www.mimikama.at/facebook/ueberfallene-frauen/

წყაროს შესახებ

“შენ ხარ საქართველო” პროპაგანდისტული და ქსენოფობიური ფეისბუქ გვერდია. “შენ ხარ საქართველო” ასევე ჩართული იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც “მედიის განვითარების ფონდმა” 2019 წლის დეკემბერის ანგარიშში გამოავლინა.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist