Რა არის “გლობალური მარშალის გეგმა,” მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და რა იგულისხმება მოსახლეობის სტაბილიზაციაში?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

138
VIEWS

2021 წლის 18 აგვისტოს ბლოგერმა Natia Colussi-მ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც იგი COVID-19 პანდემიას მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციასა და გლობალიზაციას უკავშირებს. ქოლუსი აღნიშნავს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისათვის ე.წ “გლობალური მარშალის გეგმა” გამოიყენება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ Agenda 2030-ის ანალოგია, რაც საბოლოო ჯამში მიზნად მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოწყობას, ეკონომიკური სისტემის კოლაფსსა და მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ისახავს. ქოლუსის მიხედვით, აჯენდა 2030-ის გეგმა მსოფლიო იმუნიზაციის შესახებ უკვე ასახულია 2016 წელს ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გლობალური ვაქცინაციის შესახებ და დაგეგმილი პანდემია აჯენდის ნაწილია. ქოლუსი ასევე წერს, რომ მარშალის გეგმაში პირველ ადგილს პოპულაციის დასტაბილურება იკავებს, რაც, მისი მტკიცებით, მოსახლეობის შემცირებას ნიშნავს.

1
ქოლუსის Პოსტში მოყვანილი არგუმენტებიდან 1 შეთქმულების თეორია, 2 კი დეზინფორმაციაა. 1. დეზინფორმაციაა მტკიცება, თითქოს მსოფლიო მოსახლეობის სტაბილიზაცია არსებული მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურად შემცირებას ნიშნავს. რეალურად, მოსახლეობის სტაბილიზაცია ოჯახის დაგეგმვის და ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით შობადობის და სიკვდილიანობის ისეთი ნიშნულის მიღწევას გულისხმობს, როდესაც პოპულაციაში მკვეთრი ცვლილებები არ ხდება. 2. მცდარია მტკიცება რომ გლობალური ვაქცინაცია და კორონავირუსის პანდემია ჯანმოს 2016 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში უკვე იძებნებოდა. დოკუმენტში საუბარია არა კორონავირუსზე, არამედ გრიპის ვირუსზე და ის გლობალური ვაქცინაციის გეგმას არ შეიცავს. 3. შეთქმულების თეორიაა, რომ კორონავირუსის პანდემია AGENDA 2030-ის ნაწილია. 

1. დეზინფორმაციაა, რომ მსოფლიო მოსახლეობის სტაბილიზაცია არსებული მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურად შემცირებას ნიშნავს

Მოსახლეობის სტაბილიზაცია შობდობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელზე იმ სახის გავლენის მოხდენას ნიშნავს, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურად ერთ ნიშნულზე რჩება და მკვეთრ ცვლილებას აღარ განიცდის. Სტაბილიზაცია უმეტეს შემთხვევაში “ოჯახის დაგეგმვის მეთოდებით” ან მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით მიიღწევა და არსებული მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურად შემცირებას, განსაკუთრებით კი ვაქცინაციის გზით მათ დახოცვას, არ ისახავს მიხნად.

  • Ჯანმოს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში 15 დან 48 წლამდე ქალთა თითმის 60% (განსაკუთებით აფრიკის ქვეყნებში) საჭიროებს ოჯახის დაგეგმვის მეთოდებს. Ამ შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენებას, რომლებიც ქალებს საშუალებას მისცემს იყოლიონ შვილების ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელთა გაზრდაც მათ ძალუძთ. Გარდა ამისა, ოჯახის დაგეგმვის წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მცირდება ქალებში რეპროდუქციული დაავადებების რისკი, იზრდება სიცოხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.
  • ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. Რაც უფრო მეტად აქვთ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, წვდომა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე, მით უფრო ნაკლებია მათ მიერ ბევრი შვილის გაჩენის სურვილიც. კვლევებით დგინდება, რომ ფორმალური განათლების 1 წელი, ფერტილობას 0.26 ბავშვით ამცირებს. ფერტილობის მაჩვენებელი აგრეთვე მნიშვნელოვან კორელაციაშია ისეთ ინდიკატორებთან როგორებიცაა, მთლიანი შიდა პროდუქტი, ადამიანური განვითარების ინდექსი და ა.შ.

Რუკა 1: თითო ქალის მიერ გაჩენილ ბავშვთა საშუალო რაოდენობა ქვეყნების მიხედვით
2

2. მცდარია მტკიცება, რომ  ჯანმოს 2016 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტი კორონავირუსის პანდემიას და გლობალურ ვაქცინაციას უკავშირდება

ქოლუსის მტკიცებით, ჯანმოს ძველ ანგარიშებში ვხვდებით ჩანაწერებს მსოფლიო პანდემიებისა და მასობრივი ვაქცინაციების შესახებ, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ COVID-19-ის პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი. Ამის დასადასტურებლად, ქოლუსის გამოქვეყნებული აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის “2019-30 წლების გრიპის ვირუსის მსოფლიო სტრატეგია.” სადაც გრიპის ვირუსის მოსალოდნელ პანდემიაზეა საუბარი.

ქოლუსის მტკიცება მცდარია, ვინაიდან იგი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო სტრატეგიას COVID-19-ს უკავშირებს. “Influenza” ანუ ე.წ. Გრიპის ვირუსი  და SARS-COV-2 რესპირატორული ვირუსების კატეგორიას მიეკუთნებიან, თუმცა ერთსა და იმავე ვირუსებს არ წარმოადგენენ. Მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსის დიდი ხანია არსებობს, ის ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. ჯანმო-ს სტრატეგია სწორედ ამ ციფრის შემცირებისათვის არის შემუშავებული.

Რაც შეეხება ვაქცინაციას, სტრატეგია ნამდვილად საუბრობს ვაქცინების აუცილებლობაზე გრიპის ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხში. Გამოკვეთილია ისეთი პრიორიტეტები, როგორიცაა ვაქცინაციის სტრატეგიების კოორდინაცია, წარმოების ოპტიმიზაცია და ა.შ. თუმცა, გლობალური ვაქცინაციის ერთიანი გეგმა აქაც არ გვხვდება.

3

3. შეთქმულების თეორიაა, რომ კორონავირუსის პანდემია AGENDA 2030-ის ნაწილია, რომელიც “მსოფლიო მარშალის გეგმის” იდენტურია და მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას ისახავს მიზნად

AGENDA 2030”  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს მიღებული სტრატეგიული დოკუმენტია,  რომელიც მსოფლიო მასშტაბით მდგრადი განვითარების მისაღწევად 169 მონაწილე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ 17 ძირითად პუნქტს მოიცავს. Პროგრამა მიზნად ისახავს მსოფლიო სიღარიბესთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვას და გენდერული თანასწორობის მიღწევას, აგრეთვე, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრას.

4

დოკუმენტის მესამე პუნქტი მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ეძღვნება. თუმცა, მასში, არათუ COVID-19, მსოფლიო პანდემია ნახსენები საერთოდ არ არის. პუნქტში ხაზგასმულია ისეთ პრობლემებთან ბრძოლის აუცილებლობა, როგორებიცაა ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობა, მშობიარობისა და პოსტ-მშობიარობის შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ერთ სულ მოსახლეზე სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის გაზრდა და ა.შ. Აგრეთვე, ისეთ დაავადებებთან გამკლავება, როგორებიცაა შიდსი, ტუბერკულიოზი, და სხვა.

გაეროს აღნიშნული დოკუმენტს ხშირად ახსენებენ კონსპირაციულ კონტექსტში. 2020 წლის 1 ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა რუსულენოვან წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს კონსპირაცია, რომლის თანახმადაც “პროგრამა 30” გასაიდუმლოებული დოკუმენტია, რომელშიც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების გეგმაა გაწერილი. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:

Რაც შეეხება “გლობალურ მარშალის გეგმას,” იგი ნაწილობრივ ნამდვილად ემთხვევა გაეროს “Agenda 2030-ს.” დოკუმენტი პირველად 1990 წელს გამოქვეყნდა და ერთგვარ სტრატეგიას წარმოადგენს, რომელიც მდგრადი გლობალური ეკონომიკის შექმნას ისახავს მიზნად. გეგმა ხუთ ძირითად სტრატეგიას გამოყოფს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევაა შესაძლებელი. გეგმის Პირველივე პუნქტი ხაზს უსვამს გაეროს მდგარდი განვითარების მიზნების შესრულების აუცილებლობას. თუმცა, გეგმა მოიცავს ისეთ დამატებით საკითხებს, როგორცებიცაა: 1. Მთლიანი ეროვნული პროდუქტის (GNP) 0,7% ის საერთაშორისო დახმარებისთვის გამოყოფა 2. Გადასახადების სამართლიანი გადანაწილება 3. მეტად ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და ა.შ.

Მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალური მარშალის გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ინიციატივაა, რომელიც თეორიის დონეზე არსებობს და მისი პრაქტიკაში განხორციელება არ ხდება. სტატიები, რომლებიც ნათია ქოლუსის პოსტში აქვს მოშველიებული, ოფიციალურ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ. მაგალითისთვის, ქოლუსის მიერ გამოქვეყნებული წიგნი სათაურით “გლობალური მარშალის გეგმა: ზრუნვისა და გულუხვობის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია,” მენტალურ პრობლემებთან ბრძოლის ცენტრის პროგრამის “სულიერად პროგრესირებულთა ქსელის” მიერ შედგენილი და გამოქვეყნებული გზამკვლევია, რომელიც გეგმის პოპულარიზებასა და შემოწირულობების მოგროვებას ცდილობს.

5

Იგივე შეიძლება ითქვას ქოლუსის მიერ გამოქვეყნებულ “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF)” სტატიებზე, სადაც იმაზეა საუბარი, თუ რატომაა გლობალური მარშალის გეგმის ამუშავება კოვიდ-19-ის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების საშუალება. WEF საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ ავტორებს, გამოხატონ თავიანთი აზრი სტატიების საშუალებით. თუმცა, სტატიის ბოლოსვე გვხვდება განცხადება, რომ მასში გამოთქმული აზრები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეხედულებებს.

6

Რაც შეეხება მეოთხე ინდისტრიულ რევოლუციას, იგი კორონავირუსის გავრცელებამდე გაცილებით ადრე დაიწყო და თავის თავში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებასთან, ჯანდაცვასთან და მომსახურების სფეროსთან ინტეგრირების მექანიზმებს აერთიანებს, რაც საბოლოოდ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასა და გამარტივებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვირუსი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის წახალისების მიზნით ხელოვნურად შეიქმნა უსაფუძვლოა და შეთქმულების თეორიის ელემენტებს შეიცავს.

Ნათია ქოლუსის კონსპირაციები წარსულშიც გაუვრცელებია. ამ თემაზე იხილეთ, “მითების დეტექტორის” სტატიები:


 სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist