არის თუ არა გრიპის ვირუსი კოვიდზე უფრო საშიში და არსებობენ თუ არა უსიმპტომო პაციენტები?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

51
VIEWS

28 სექტემბერს ფეისბუქ პროფილმა “გოჩა ქართველი” გამოაქვეყნაკორონავირუსთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტი, რომელშიც ის ექიმ რამაზ გაგნიძეს ციტირებს. პოსტი ამტკიცებს, თითქოს კოვიდ-19 ნაკლებად ლეტალურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, სტატისტიკური მონაცემები გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით არ არის სარწმუნო და რომ უსიმპტომო პაციენტები არ არსებობენ.

Crowdtangle-ის მონაცემებით, გოჩა ქართველის პოსტი 15 ფეისბუქ ჯგუფში გაზიარდა. 6 ოქტომბრის მონაცემებით მას ჯამურად 195 გაზიარება აქვს.

 

გოჩა ქართველის პოსტში აღნიშნული ინფორმაცია კორონავირუსის ლეტალურობასთან და უსიმპტომო პაციენტებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით მტკიცებები კონსპირაციულია. “მითების დეტექტორი” აღნიშნულ საკითხებზე კომენტარისთვის ექიმ არჩილ მარშანიას დაუკავშირდა.

  • კოვიდ19-ის სიკვდილიანობა სეზონურ გრიპთან შედარებით

პერიოდულად ვრცელდება მტკიცება, რომ კოვიდ19 ნაკლებად საშიში და მომაკვდინებელია, ვიდრე სეზონური გრიპის ვირუსი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექიმი არჩილ მარშანია ამბობს, რომ ეს შედარება საფრთხის არასწორი აღქმაა, რადგან კოვიდ19 არ არის გრიპი და მასთან შედარებით გაცილებით უფრო მწვავე ინფექციაა. უშუალოდ ლეტალობასთან დაკავშირებით იგი განმარტავს, რომ კოვიდის ლეტალობის დათვლა ასე მარტივად არ ხდება და სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებული მაჩვენებელია, ანუ სტატისტიკური მონაცემები განსხვავებულია როგორც ერთი ქვეყნის სოციუმის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ისე სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამგვარად არ არსებობს უნივერსალური მონაცემი, რიცხვები ცვალებადია და სხვადასხვა მიზეზით სიკვდილიანობა შეიძლება შემცირდეს და გაიზარდოს. ბოლო დროინდელი ტენდენციით სიკვდილიანობა მცირდება, თუმცა მისივე განცხადებით, საყურადღებოა, რომ გრიპის სეზონის მოახლოებასა და მისი პანდემიასთან შერწყმის შედეგად ლეტალურობის მხრივ რა შედეგი დადგება, ჯერჯერობით უცნობია.

მიუხედავად კორონა ვირუსის ლეტალურობის მაჩვენებლის ზუსტი და უნივერსალური მონაცემის არარსებობისა, ექიმი განმარტავს, რომ კოვიდის შემთხვევაში ლეტალურობა სხვადასხვა ქვეყანაში საშუალოდ 0,5% და მეტია, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,1%-ს არ აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონა ვირუსი გაცილებით უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი, აღნიშნულზე მსგავს ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც იძლევა, გარდა სტატისტიკური ინფორმაციისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ხშირად ჯანდაცვის სისტემის დონე და მასზე ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვნად აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 0,1%-დან 25%-მდე შეიძლება მერყეობდეს და ამ კუთხით ძალიან დიდი გაფანტულობაა, თუმცა მსოფლიო მასშტაბით შემთხვევების რაოდენობით საშუალოდ აღებული ფატალურობის მაჩვენებელი 6 ოქტომბრის მონაცემებით 2.9%-ია. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია მიმდინარეა, ეს რიცხვიც მუდმივად იცვლება, შესაბამისად ტარდება დამატებითი კვლევები, რომლებიც ითვლის დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს დაინფიცირებული და შესაბამისად ფატალურობის რა მაჩვენებელი შეიძლება ჰქონდეს თავად ინფექციას. ასეთ შემთხვევაშიც კი, რაც ამჟამად ჰიპოთეტურია, ფატალურობა 0.5-1%-მდეა (რაც მინიმუმ 5-ჯერ აღემატება გრიპის ვირუსის ფატალურობის მაჩვენებელს).

არჩილ მარშანიამ ასევე ისაუბრა კორონა ვირუსის კლასიფიცირებაზეც, რომ ეს არ წარმოადგენს გრიპის ვირუსს და კორონა ვირუსების ჯგუფი ცალკე, საკმაოდ დიდი ჯგუფია, სადაც შედის ახალი Covid-19-იც, რომელიც აქამდე ადამიანის ორგანიზმში არ ყოფილა. ამასთანავე ის ხაზს უსვამს კორონა ვირუსის შემთხვევაში მთავარ პრობლემას, ინფექციის გავრცელების სისწრაფესა და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას.

“მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონა ვირუსის მთავარი პრობლემა სიკვდილიანობა არ არის, ის გრიპზე 5-ჯერ მაინც უფრო მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ანუ იმაზე (გრიპზე) უფრო მწვავე ინფექციაა. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ სიკვდილიანობის შედარება მაინც არასწორია, რადგან კოვიდის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა არის სწრაფი გავრცელება და ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და შემდეგ სიკვდილიანობა ან სხვადასხვა გვერდითი მოვლენები, ორივე შემთხვევაში ის გრიპზე უფრო მწვავე ინფექციაა და არ არის ეს გრიპი”. – აღნიშნავს არჩილ მარშანია.

  • უსიმპტომო პაციენტებისა და მათი მხრიდან ვირუსის გადადების რისკების შესახებ

გარდა ზემოაღნიშნული კონსპირაციებისა თუ სხვადასხვა ტიპის დაუსაბუთებელი ინფორმაციისა, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები საერთოდაც არ არსებობენ, ან იმ შემთხვევაში თუ პაციენტი უსიმპტომოა, ასევე ზოგიერთი წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ასეთი ინფიცირებული არ არის დაავადების გადამტანი.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არჩილ მარშანია განმარტავს, რომ უსიმპტომო პაციენტები ნამდვილად არსებობენ, ხოლო რაც შეეხება მათი მხრიდან ვირუსის გავრცელების საფრთხეებს, აღნიშნული საკითხის შესახებ ჯერჯერობით  ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს და ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, შესაბამისად რაიმეს გადაჭრით მტკიცება ამ მომენტისთვის მიზანშეწონილი არ არის. ერთი მხრივ, ინფიცირების გავრცელების მთავარ წყაროს მეტწილად ის ინფიცირებულები წარმოადგენენ, რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ უსიმპტომო ადამიანებზე, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, რომ ასეთი ინფიცირებულების ტიპი ორნაირია:

  1. პრესიმპტომური, რომელთაც ვირუსი აქვთ, თუმცა გარკვეული მომენტამდე სიმპტომები არ აღენიშნებათ.
  2. და ასიმპტომური, რომელთაც ვირუსი საერთოდაც სიმპტომების გარეშე გადააქვთ.

მარშანიას განმარტებით, პრესიმპტომური ინფიცირებულები შესაძლოა გადამდებნი იყვნენ იმ მომენტამდეც, სანამ სიმპტომებს გამოავლენენ. ასიმპტომური ინფიცირებულების შემთხვევაში გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია და არსებობს მრავალი კითხვის ნიშანი, გადაცემა ასიმპტომური პაციენტიდან სხვა პირზე ბოლომდე გარკვეული არ არის და ძალიან იშვიათია. იგივეს ამტკიცებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, მათი თქმით, ასიმპტომური პაციენტების მხრიდან გადადების შემთხვევების რაოდენობა ძალიან მცირეა, თუმცა გადაჭრით იმის თქმა, არიან თუ არა ამ კატეგორიის ადამიანები დაავადების გადამტანი, არასრული სტატისტიკური ინფორმაციის გამო, შეუძლებელია და საჭიროებს გაცილებით უფრო მასშტაბურ კვლევებს. ასევე რთული გასარკვევია ინფიცირებულთა რა წილი მოდის ასიმპტომურ პაციენტებზე და ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანასა თუ შემთხვევაში განსხვავებულია. არჩილ მარშანიას თქმით, მაგალითად კრუიზ “დაიმონდ პრინცესის” შემთხვევაში ასიმპტომურ ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანი რაოდენობის 18% იყო, იტალიის ერთ-ერთი სოფლის მაგალითზე  ასიმპტომურთა წილი 50% იყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი, ასიმპტომურ და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები ინფიცირებულთა 80%-ია. თუმცა არ არის გამიჯნული, აქედან რამდენია ასიმპტომური და რამდენი მსუბუქი სიმპტომების მქონე. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ასიმპტომურ პაციენტთა რაოდენობა ინფიცირებულთა 16%-ს წარმოადგენდა.

  • ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა სექტემბერში საქართველოში და მისი გამომწვევი ფაქტორები 

სექტემბრის დასაწყისში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ძალიან სწრაფად მოიმატა. აღნიშნულმა ფაქტორმა გააჩინა კონსპირაციული ვარაუდები, რომ სტატისტიკით მანიპულირებით კონკრეტული ძალები არიან დაინტერესებული და რომ აღნიშნული სტატისტიკა რეალობას არ ასახავს.

"
წყარო: Worldometers

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ექიმი არჩილ მარშანია ამბობს, რომ ამის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს და რომ ეს ყველაფერი მულტიფაქტორულია და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო. ვირუსის გავრცელების ფაქტორებზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ ეს განპირობებულია ვირუსის გადადების სისწრაფით, რაც კორონა ვირუსს ახასიათებს, რეგულაციების შემსუბუქებითა და გარკვეულწილად მოხსნით, მოსახლეობის მხრიდან პრევენციული ღონისძიებების არდაცვით (ნიღბის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება), რაც ერთიანობაში გავრცელებისთვის კარგ პირობებს ქმნის და შესაბამისად, ლოგიკურია, შემთხვევების რაოდენობაც იზრდება.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist