არის თუ არა სისხლის II ჯგუფი ან დადებითი რეზუსი უფრო დაუცველი კორონავირუსის მიმართ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ახალი ქავერ
7.3k
VIEWS

17 მარტს  რამდენიმე მედია საშუალებამ (metronome.ge, newposts.ge, gadacema.ge, alia.ge  და cyc.ge) გაავრცელა ინფორმაცია ჩინელი მეცნიერების  კვლევის შესახებ, რომელიც კორონავირუსსა და სისხლის ჯგუფებს უკავშირდება.   როგორც აღნიშნულ პუბლიკაციებშია ნათქვამი, მეცნიერებმა უხანისა და შენჭენის სამი საავადმყოფოდან COVID-19 -ით დაინფიცირებული  2000-ზე მეტი პაციენტის ანალიზის ნიმუშები გამოიკვლიეს, რის შედეგადაც გაარკვიეს, რომ მეორე ჯგუფის სისხლის ადამიანებისთვის ეს ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე დანარჩენი სისხლის ჯგუფის მქონე პირებისთვის. მედია საშუალებების ნაწილი კი საუბრობს არა მეორე ჯგუფის სისხლზე, არამედ სისხლის დადებით რეზუსზე და აღნიშნავს, რომ კვლევის მიხედვით სწორედ “დადებითი ჯგუფის” მქონე ადამიანები არიან უფრო მოწყვლადები კორონავირუსის მიმართ. განსხვავებული ინტერპრეტაციების მიუხედავად, საინფორმაციო პორტალებმა აღნიშნული ინფორმაცია უკვე დადასტურებულ კვლევად გააშუქეს.

აღნიშნული პუბლიკაციები უზუსტობებს შეიცავს, რადგან პირველწყაროში საუბარი იყო სისხლის ჯგუფზე და არა რეზუს ფაქტორზე. რაც შეეხება თავად კვლევას, ის გამოქვეყნდა თავისუფალ სამედიცინო პლატფორმაზე, ჰიპოთეტური ხასიათი აქვს და სამეცნიერო წრეებში დასაბუთებული არ არის, შესაბამისად ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ სისხლის მეორე ჯგუფი კორონავირუსის მიმართ უფრო დაუცველია.

დასტურდება თუ არა, რომ სისხლის კონკრეტული ჯგუფი კორონავირუსისადმი უფრო მოწყვლადია?

ინფორმაცია ჩინელი მეცნიერების კვლევის შესებ საინფორმაციო პორტალ South China Morning post-ის საიტზე 17 მარტს, 17:00 საათზე გამოქვეყნდა,  სათაურით: “ადამიანები მეორე სისხლის ჯგუფით კორონავირუსისგან უფრო დაუცველნი არიან, ჩინეთის კვლევა”.

"

სტატიაში  ჟურნალისტი სტეფან ჩენი  წერს, რომ ჩინელმა მეცნიერებმა მიზნობრივი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის კავშირი სისხლის ჯგუფსა და ახალ კორონავირუსს შორის. მედიკოსებმა Covid19-ით დაინფიცირებული  2000-მდე პაციენტის ანალიზის ნიმუში უხანსა  და შენჭენის საავადმყოფოებში აიღეს და  ჯანმრთელი ადამიანის სისხლის მდგომარეობას შეადარეს. ნიმუშებს შორის  კორონა ვირუსით დაავადებული 206 გარდაცვლილი პაციენტის სისხლის ანალიზიც იყო, ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე დაავადებულ პაციენტებს ინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებლი აღენიშნებოდათ.

აღსანიშნავია, რომ south china morning post-ის სტატიას ჟურნალისტი სტეფან ჩენი  სამედიცინო კვლევების საიტ MedRxiv-ზე დაყრდნობით წერს. როგორც medRxiv-ის  საიტზე  ვკითხულობთ, ეს სამედიცინო კვლევების საიტი არის თავისუფალი, სამედიცინო პლატფორმა, სადაც ჯერ კიდევ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ჰიპოთეზები ქვეყნდება, რაც სამეცნიერო წრეებში არ არის გადახედილი და დადასტურებული. შესაბამისად, როგორც მედიაპლატფორმა წერს,  ამ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ უნდა გაშუქდეს მედიის მიერ, როგორც უტყუარი ინფორმაცია და არ უნდა მოხდეს მათი ანგაჟირება საინფორმაციო სააგენტოებისა და მედიასაშუალებების მხრიდან.

"

როგორ გაშუქდა მასალა ქართულ მედიაში 

აღნიშნული კვლევა ქართული მედია სივრცის ნაწილში  გაშუქდა, როგორც ჩინელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა, ხოლო ნაწილმა სტატიაში ინფორმაცია განსხვავებული ინტერპრეტაციით გაავრცელა, რაც არასწორად აღწერს კვლევას.  ზოგიერთი მედიასაშუალება წერს არა სისხლის ჯგუფზე, არამედ COVID-19-ის სისხლის დადებითი და უარყოფითი რეზუსის გავლენაზე, რომელზეც საუბარი პირველწყაროში საერთოდ არ არის.

კერძოდ, 17 მარტს, აღნიშნული ინფორმაცია  განსხვავებული ინტერპრეტაციით გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა metronome.ge, newposts.ge, gadacema.ge, alia.ge  და cyc.ge. მათ სტატიებში ხაზგასმულია არა  მეორე ჯგუფის სისხლი, როგორც ეს პირველწყაროში იყო მითითებული, არამედ რეზუს დადებითი ფაქტორი.

"

“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის ექიმ არჩილ მარშანიას დაუკავშირდა.

როგორც არჩილ მარშანია განმარტავს, სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი ერთი და იგივე არ არის. სისხლის ჯგუფი იყოფა ოთხ ნაწილად, რომელსაც დადებითი და უარყოფითი რეზუსი აქვს.  რეზუს ფაქტორი არის სისხლის წითელ უჯრედებზე მოთავსებული ცილა. თუ ეს ცილა სისხლში არის,  რეზუსი დადებითია, თუ არ არის – უარყოფითია. შესაბამისად, ერთი და იგივე ჯგუფის სისხლი შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, ამიტომ სისხლის ჯგუფის მიხედვით რეზუს ფაქტორი ვერ დადგინდება.

არჩილ მარშანია ასევე განმარტავს, რომ თავად კვლევა, რომელიც თითქოს აჩვენებს რომ მეორე ჯგუფის ინდივიდებში უფრო დიდი სიხშირით გვხვდება ინფექცია, ვიდრე პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ინდივიდებში, ვერ ამტკიცებს, რომ მეორე ჯგუფის სისხლის მქონე პირები კორონავირუსისადმი უფრო მოწყვლადები არიან.  ექიმი მარშანიას თქმით, ყველას ინფიცირება ხდება და კვლევის მიმართ უამრავი შეკითხვა შეიძლება დაისვას, მაგალითად: რატომ მოხდა კვლევის სერიოზულად აღქმა კრიტიკული ანალიზის გავლის გარეშე? თუ მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ინდივიდებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, გათვალისწინებული იყო თუ არა ამავე ინდივიდების სხვა განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები,  აღენიშნებოდათ თუ არა ქრონიკული დაავადებები? იყო თუ არა ეს უბრალოდ დამთხვევა? მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით 2000 ადამიანია გამოკვლეული, საკმარია ეს დასკვნის გასაკეთებლად, როდესაც უკვე 180 000 ადამიანზე მეტია ინფიცირებული? კვლევაში არ არის ახსნილი ეს ფენომენი, თეორიულად რა მოლეკულური გავლენა შეიძლება ჰქონდეს სისხლის ჯგუფს და ვირუსს, რომ ეს შედეგი გამოიწვიოს და ა.შ. აქედან გამომდინარე, არჩილ მარშანია აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ კვლევაზე დაყრდნობით კორონავირუსით ინფიცირებისა და სისხლის ჯგუფების კავშირზე დასკვნას ვერ გამოვიტანთ.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/tHbTk3zB0nQ.jpg?itok=nXGu1eEW”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=tHbTk3zB0nQ&feature=youtu.be&fbclid=IwAR18ubLMDOI9z3VwCpIUOxP4y5wtrZyLm2kkV9q2GWMdtWO0RnEL62-IaS”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

წყაროების შესახებ: ქლიქბაიტ საიტები

იმ საიტებს შორის, რომლებმაც ზემოაღნიშნული კვლევა გააშუქეს, არიან gadacema.ge  და cyc.ge. ისინი აქვეყნებენ საინფორმაციო სტატიებს და ჩეულებრივ მედიასაშუალებებად პოზიციონირებენ, თუმცა ქლიქბაიტ საიტები არიან. მათ აქვთ მიმზიდველი, მყვირალა  სათაურები და ვიზუალური ეფექტები, რომლებითაც მკითხველის ყურადღებას იქცევენ, ქლიკების რაოდენობით კი თანხის გამომუშვებას ცდილობენ. ამ საიტებზე, გამოქვეყნებული ინფორმაციის გვერდით გვხვდება ყვითელი შინაარსის შემცველი მასალები, 18 + ტიპის რეკლამები, საეჭვო ხასიათის  რეკლამები.

"

registrator.ge-ის მონაცემებით,  gadacema.ge   2020 2 მარტს არის რეგისტრირებული. მისი მფლობელი არის პირი სახელად sabir qiarimovi.  აღნიშნული მედია საშუალების მხრიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ვებ-გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებული საეჭვო მასალა ქვეყნდება. 11 მარტს ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა დეზინფორმაცია, თითქოს იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილმა საქართველოს მოქალაქეებმა საჩხერის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე მძღოლზე იძალადეს და გაქცევა სცადეს. მეორედ , 15 მარტს, ამავე ვებ-საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს. აღნიშნული  სტატიის სათაური შეცდომაში შემყვანი იყო, ვინაიდან სინამდვილეში მეცნიერებმა არა კორონავირუსის წამალი, არამედ ანტისხეულები აღმოაჩინეს.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist