აშშ-ის მიერ სანქცირებული USA Really-ს ავტორი “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მასწავლებელია

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

რრ
1.6k
VIEWS

ჯეფრი სილვერმანი, რომელიც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ სანქცირებული USA Really-ს ავტორი და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამის “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” მოხალისე მასწავლებელია. სილვერმანი სსიპ-ში საზოგადოებრივ კოლეჯში “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ინგლისურ ენას ასწავლის. როგორც სსიპ კოლეჯის ვებ-გვერდზეა მითითებული, კოლეჯი პროგრამაში 2018 წლიდან ჩაერთო და სილვერმანი ინგლისური ენის სწავლებასთან ერთად სტუდენტებისთვის მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს. პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხორციელდება.

"

იმ ღონისძიებების ამსახველი ფოტოები, რომლებშიც სილვერმანია ჩართული “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფეისბუქ პროფილზეა  გამოქვეყნებული. მაგალითად, 2019 წლის 8 მაისს სილვერმანმა დამხმარე მასწავლებლებთან ერთად გლდანის კოლეჯში ვოქშოპი ჩაატარა, 2019 წლის 15 აპრილს კი მონაწილეობა მიიღო “დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის” მიერ ორგანიზებულ დისტანციურ სწავლებაში.

""

როგორც “დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის” ხელმძღვანელი ნანა ჯიქია “მითების დეტექტორთან” ამბობს, სილვერმანი დისტანციური სწავლების პროექტში დისტანციური სწავლების ექსპერტად არის ჩართული და მოხსენება დისტანციური სწავლების მნიშვნელობის შესახებ წაიკითხა.

"
წყარო: დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემია

თავად ნანა ჯიქია ასევე არის “ტოლერანტობის ხელშემწყობი საზოგადოების” წევრი, რომელსაც კინორეჟისორი თენგიზ მალანია ხელმძღვანელობს. ნანა ჯიქიასთან ერთად ამ საზოგადოების წევრები არიან ასევე გურამ ოდიშარია, გრიბოედოვის თეატრის დირექტორი და რუსული დიასპორის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკი და სხვები. “ტოლერანტობის ხელშემწყობი საზოგადოების” დაფუძნებისა და გეგმების შესახებ ნანა ჯიქიამ ინტერვიუ სპუტნიკ-საქართველოს მისცა. გრიბოედოვის თეატრის დირექტორი ნიკოლოზ სვენტიცკი ამავდროულად ხელმძღვანელობს ჟურნალს “რუსსკი კლუბ” (რუსული კლუბი), რომელსაც კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი” გამოსცემს. როგორც “მედიის განვითარების ფონდის” კვლევამ “რუსული სამყარო საქართველოში” აჩვენა, აღნიშნული ჟურნალის გამოცემას, ფონდი “რუსული სამყარო”, ფონდი ”ქართუ”, და ვითიბი ბანკი აფინანსებს. სვენტიცკი ასევე მონაწილეობდა 2018 წლის 9 მაისს ვაკის პარკში გამართულ უკვდავი პოლკის ღონისძიებაში.

"

ვინ არის ჯეფრი სილვერმანი?

ჯეფრი სილვერმანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული პლატფორმის USA Really-ს ავტორია. USA Really-ს დამფუძნებელი ალექსანდრ მალკევიჩია, რომელიც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა 2018 წელს ასევე სანქციების სიაში შეიყვანა. დეპარტმანტის განცხადების თანახმად, USA Really-ს “ინტერნეტის კვლევების სააგენტო” ფლობს ან აკონტროლებს. თავად “ინტერნეტის კვლევების სააგენტო” კი პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის ორგანიზაციაა, რომელიც ასევე “პეტერბურგის ტროლების ფაბრიკის” სახელით არის ცნობილი და 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩაერია. 2018 წლის ივნისში USA Really-ს აშშ-ის პოლიტიკური დემონსტრაციის ორგანიზების მცდელობა ჰქონდა. განცხადების თანახმად, პლატფორმა აქვეყნებს ისეთ პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების დაყოფას ემსახურება და მასალების უმეტესობა უზუსტობებს შეიცავს.

"

თავად ალექსანდრ მალკევიჩი ამჟამად რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის მასობრივი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეა. პალატა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გარდა, მალკევიჩი ლიბიის არჩევნებშიც ფიგურირებს. Foreign Policy-ს სტატიის თანახმად, რომელშიც რედაქცია მალკევიჩს მოსკოვის მიერ მსოფლიოში “ქაოსის კონცერტის” შექმნის მცდელობას უწოდებს, 2019 წლის მაისში მალკევიჩთან დაკავშირებული ორი პირი ლიბიის პოლიციამ არჩევნებზე გავლენის მოხდენის ბრალდებით დააკავა. ისინი მუამარ კადაფის შვილთან საიფ ალ-ისლამ ალ-კადაფისთან შეხვედრის მოწყობას გეგმავდნენ. თავად კადაფის შვილს კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდების ეძებს და როგორც Foreign Policy წერს, მას ხელს ახლო აღმოსავლეთში პუტინის წარმომადგენელი, მიხაილ ბოგდანოვი აფარებს. Foreign Policy-სთან ინტერვიუში მალკევიჩმა დაადასტურა კადაფის შვილთან მისი თანამშრომლების შეხვედრის მცდელობა, თუმცა მისი თქმით შეხვედრა კვლევითი მიზნებისთვის იგეგმებოდა.

"

სილვერმანი “ტროლების ფაბრიკის” გამოცემა USA Really-სთვის სტატიებს 2018 წლის 12 ივნისიდან აქვეყნებს. USA Really რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე 2018 წლის ივნისში დარეგისტრირდა.

"

Scamadviser-ი USA Really-ს ანალიზის შედეგად ამბობს, რომ საიტი იყენებს კომპიუტერს, რომელიც სხვა საიტების სამართავადაც გამოიყენება, ასევე scamedviser-ის ცნობით, რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტა არ მუშაობს.

"


"


ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი წყაროა. რუსეთის პირველი არხი სილვერმანს სამხედრო ექსპერტს უწოდებს, ხოლო Россия24 – საქართველოში მცხოვრებ ამერიკეულ ჟურნალისტს, რომელმაც ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მას თბილისში სცემეს და ქართულმა დაზვერვამ დაკითხა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლუგარის ლაბორატორიის გარდა, სილვერმანი ყარსის ხელშეკრულების შესახებ კონსპირაციების გავრცელებით შიშებსაც თესავს, რაც კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ნარატივია.

ჯეფრი სილვერმანი: “როგორ შეუძლია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განაცხადოს, რომ ეპიდემიის რისკი არ არსებობს, როდესაც ამდენი ადამიანია დაავადებული და არსებობენ გარდაცვლილები?.. ნახეთ, ქუჩებში რამდენი პირბადიანი ადამიანია, რამდენი რეკავს საავადმყოფებში, რა რიგებია ექიმთა კაბინეტებთან… ვინაიდან ღორის გრიპის ვირუსი, ანუ H1N1 ლაბორატორიაში შექმნეს, განსაკუთრებით საშიშია, რადგან მასში არის ღორის, ადამიანისა და ფრინველის დნმ-ის კომბინაციები.  წარსულში ღორის გრიპი ცხოველების საწინააღმდეგო იარაღად გამოიყენებოდა, შემდეგ ადამიანებზე გადავიდნენ, 2018 წელს ჩინეთში გაავრცელეს, ახლა საქართველოში – უფრო სწორად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი ქართველებზე იტესტება”..“
“ასავალ-დასავალი,” 14-20 იანვარი, 2019

ჯეფრი სილვერმანი: “…თუ იმის აუცილებლობა შეიქმნა, რომ ვაქცინა უნდა გავიკეთო, რუსული წარმოებისას გავიკეთებ და არა ამერიკაში წარმოებულს ან ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილს!  საქმე იმაშა, რომ ვაქცინებით უფრო მეტია ადამიანი დაიღუპა, ვიდრე გრიპით“.
“ასავალ-დასავალი,” 25 თებერვალი – 3 მარტი, 2019

ჯეფრი სილვერმანი: “„აქ [ლუგარის ლაბორატორიაში] არის ბიოლოგიური აგენტები, განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები. მათი იარაღად გამოყენება შეიძლება. (konahonudivers.com) თქვენ ხომ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და რუსეთის სამხრეთში ადამიანები ღორის გრიპით იღუპებოდნენ. ეს შემთხვევითი არ იყო.”
როსია 24, ვესტი ნედელი, 16 სექტემბერი

ჯეფრი სილვერმანი: „საქართველოში კონფლიქტი თუ დაიწყო, ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი აჭარას დაისაკუთრებს. თურქულ სკოლებში უკვე ასწავლიან, რომ აჭარა თურქეთის ნაწილია, ზოგიერთ რუკაზეც ასეა დაფიქსირებული.“
“ასავალ-დასავალი”, 15-21 აპრილი, 2019

ქართულ მედიას ჯეფრი სილვერმანი ინტერვიუებს გამოცემა Veterans Today-ს სახელით აძლევს. გამოცემა კი რუსეთთან არის დაკავშირებული. 2013 წელს Veterans Today-მ თანამშრომლობა დაიწყო რუსულ გეოპოლიტიკურ ჟურნალთან “ახალი აღმოსავლური მიმოხილვა” (Новое восточное обозрение). ჟურნალს კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი გამოსცემს. ერთი მხრივ Veterans Today ჟურნალის მასალებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. Veterans Today-ზე ხშირად ვხვდებით პორტალ South Front-ის მასალებსაც. პორტალი რუსეთიდან იმართება და კრემლის დღის წესრიგის გამხმოვანებელია. “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში South Front-ი CNN-სა და BBC-ის ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს უწოდებს, რომლებიც მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით და ფიქტიური მტრის ყალბ სახეს ქმნიან. South Front-ის მიხედვით, ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინაა. გამოცემა 2014 წლის მაიდნის მოვლენებში მონაწილე ადამიანებს “შეცდომაში შეყვანილ ხალხს” უწოდებს, რომლებიც “გამოვიდნენ ქუჩაში, ჭამეს დეზინფორმაცია და ყალბი დაპირებები და გაანადგურეს ერის სტაბილური ინსტიტუტები.”

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist