ბიოლოგი თუ ესპანელი პარლამენტარი? ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელმაც მსოფლიო მოიარა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

mesi
1k
VIEWS

18 მარტს ფეისბუქის გვერდმა განათლება/Education, რომელსაც ათი ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, გაავრცელა ფოტო, წარწერით: „ესპანელი მკვლევარი ბიოლოგი: ”ფეხბურთელებს მილიონ ევროს უხდით ყოველთვიურად, ბიოლოგ-მკვლევრებს კი – 1800 ევროს. ახლა ვირუსის წინააღმდეგ მკურნალობის გზებს ეძებთ, მიბძრანდით რონალდოსთან ან მესისთან და ისინი აღმოგიჩენენ დახმარებას“. მსგავსი შინაარსი პოსტი სხვადასხვა ფორმით ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებშიც გაზიარდა და მომხმარებლებმაც ვირუსულად აიტაცეს.

1
2

3

 

სინამდვილეში  ფოტოზე გამოსახულია იზაბელ გარსია ტეხერინა, რომელიც პროფესიით არა ბიოლოგი, არამედ აგრარული ეკონომიკის სპეციალისტია და ამჟამად ესპანეთის პარლამენტის წევრია სახალხო პარტიიდან. კადრი, რომელშიც იგი ჟურნალისტებთან საუბრობს, გადაღებულია 2018 წელს მაროკოში გამართულ მინისტერიალზე,  როდესაც ის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და მაროკოს ფრანგულენოვან ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. 

იზაბელ გარსია ტეხერინა ესპანეთის სოფლის მეურნეობის, თევზჭერის, კვებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პოზიციას 2018 წლის 1 ივნისამდე იკავებდა და ამჟამად ის ესპანეთის პარლამენტის წევრია “ესპანეთის სახალხო პარტიის” სიით. 2018 წელს ის მაროკოში გამართულ მინისტერიალზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მოროკოს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

6

7

იგივე  ფოტო ანალოგიური წარწერით მასიურად გავრცელდა უცხოურ ონლაინ ფორუმებსა თუ ვებგვერდებზეც და ისეთმა ფორუმებმა და ვებსაიტებმა გააზიარეს, როგორებიცაა 9GAG, Reddit, boredpanda და სხვები.

8

9

10

მოცემული ინფორმაცია ესპანელმა ფაქტჩექერებმაც გადაამოწმეს. ვებ-გვერდ Maldita.es-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობენ, რომ ესპანეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ისაბელ გარსია ტეხერინა 2018 წელს მაროკოში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა მაროკოს ფრანგულენოვანი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსი საერთოდ არ უხსენებია. ესპანელი ფაქტჩექერების თქმით, ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება ექსმინისტრის არცერთი განცხადება, სადაც იგი მესის და რონალდუს ანაზღაურებას ექიმების ხელფასს ადარებდეს.

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist