EUvsDisinfo აქვეყნებს მასალას, რომელიც ცნობილი რუსი როკ ვარსკვლავის და ჯგუფ “აკვარიუმის” სოლისტის ბორის გრებენშიკოვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ მიმართულ სიმღერას შეეხება.
სიმღერის სახელწოდებაა “вечерний мудозвон.” სასაუბრო რუსულ ენაზე мудозвон ნიშნავს ადამიანს, რომელიც სისულელეს ლაპარაკობს. თუმცა, სიმღერაში მთავარი ტექსტია:
“ის მოგიყვებათ, რასაც შეუკვეთავენ და გასცემს პასუხს შეკითხვას ყველას,
ხალხს აქვს სული, არ აქვს ფული, მერე რა? ცხვირი ხომ მოვხოცეთ ყველას.
ბზინავს როგორც ახალი მონეტა, მოწვეთავს მისგან ეთერზეთები,
და როცა ხალხი ჯვარს აცვამს ქრისტეს, მოყვება – თურმე ქრისტე მტერია.”
სიმღერა გრებენშიკოვის ოფიციალურ Youtube არხზე 28 სექტემებრს გამოქვეყნდა და უკვე 2,557,235 ნახვა აქვს. Youtube-ს მომხმარებლები ვიდეოს ქვეშ კომენტარებს ტოვებენ: “კისილიოვ, გამოდი, გიცანით.”