CNBC-ის 14 დეკემბრის მასალით ვარდოსანიძე ამტკიცებს, რომ Pfizer-ის დირექტორი მარტში არ აცრილა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

45
VIEWS

21 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშა, რომ Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს ალბერტ ბურლას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, რასაც იმით ხსნის, რომ ვაქცინა მისი ასაკისთვის რეკომენდირებული არ არის. 22 მარტს ბექა ვარდოსანიძემ ამავე თემაზე CNBC-ის მასალის ბმული გააზიარა, კომენტარში კი აღნიშნა, რომ Pfizer-ის დირექტორი არ იცრება, რადგან ეს მის ასაკში რეკომენდირებული არ არის.

;;

ვარდოსანიძის მტკიცება, იმის შესახებ, რომ Pfizer-ის დირექტორს ვაქცინა არ გაუკეთებია, დეზინფორმაციაა. ალბერტ ბურლამ 7 მარტს განაცხადა, რომ “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. მეორე პოსტზე თანდართული CNBC-ის მასალა კი მანიპულაციურია, რადგან სტატიის გაზიარების დროს, ბურლა უკვე აცრილი იყო, ხოლო თავად პუბლიკაციაში ის მხოლოდ იმაზე საუბრობდა, რომ ვაქცინაციის დროს ის საკუთარ რიგს დაელოდებოდა. 

  • აიცრა თუ არა Pfizer-ის დირექტორი?

7 მარტს Pfizer-ის დირექტორმა ალბერტ ბურლამ მედია საშუალება AXIOS-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მან ახლახანს მიიღო ვაქცინის პირველი დოზა და თავს “გათავისუფლებულად” გრძნობს, რადგან საზოგადოებას მისგან სწრაფი ვაქცინაციის მოლოდინი ჰქონდა. ბურლას არ დაუზუსტებია ზუსტი დღე, როცა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 5 მარტს Pfizer-ის წარმომადგენლების ისრაელში ვიზიტის  გადადების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ვიზიტში მონაწილეობა ბურლასაც უნდა მიეღო, თუმცა Pfizer-ის განმარტებით, ვინაიდან ბურლასა და მის რამდენიმე თანამშრომელს ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა ჰქონდათ გაკეთებული, ვიზიტის გადადება უმჯობესი იქნებოდა.

რაც შეეხება მცდარ მტკიცებას იმის შესახებ, რომ ბურლა ვაქცინის გაკეთებას იმის გამო არ აპირებდა, რომ ეს მისი ასაკისთვის რეკომენდირებული არ იყო, ვარდოსანიძეს ამ ინფორმაციის წყაროდ CNBC-ის 2020 წლის 14 დეკემბრის სტატია ჰქონდა მითოთებული.

;

რეალურად ბურლამ კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის გადადების მიზეზად 3 თვის წინ დაასახელა არა ის, რომ მისი ასაკისთვის (59 წელი) ვაქცინის გაკეთება რეკომენდირებული არ იყო, არამედ ის, რომ რიგის დარღვევა არ სურდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი იყო. CNBC-ის ინფორმაციაში განმარტებულია ისიც, რომ ბურლა 59 წლის ჯანმრთელი ადამიანია და ვაქცინას იმათზე ადრე არ მიიღებდა, ვისაც ის ბევრად უფრო სჭირდებოდა. აქვე ესმება ხაზი იმასაც, რომ ბურლა პანდემიის პერიოდში მედიკოსად არ მუშაობდა და შესაბამისად, ყველაზე პრიორიტეტული ჯგუფების: ხანდაზმულთა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციამდე, საკუთარ რიგს დაელოდებოდა.

;

ბურლამ აღნიშნა ისიც, რომ Pfizer-ის მმართველი საბჭოს არც ერთი წევრი რიგს არ დაარღვევდა და მაშინ აიცრებოდა, როცა მათი დრო მოვიდოდა, რაც მარტის დასაწყისში ასეც მოხდა.

ხაზგასასმელია, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა რეკომენდირებულია არა მარტო 65 წლამდე ადამიანებში, არამედ ვაქცინამ 94%-იანი ეფექტურობა 65+ ასაკობრივ კატეგორიაშიც აჩვენა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist