მედია

დააფინანსა თუ არა თბილისის მერიამ “მთავარი არხის”, ტვ პირველისა და “ფორმულას” წინააღმდეგ ფეისბუკ პოსტი?

1 ივლისი, 2020

განახლება: “მითების დეტექტორის” მასალის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში თბილისის მერიის პრესცენტრმა განმარტა, რომ კახი კალაძემ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ რეკლამაში საკუთარი თანხა გადაიხადა, თუმცა თანხის ოდენობა მათ არ დაუკონკრეტებიათ. 


2020 წლის 25 ივნისს თბილისის მერის კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ორენოვანი პოსტი, რომელიც თბილისის მერის კახი კალაძის “ფეიკნიუსებთან” ბრძოლის მიზნით ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გასული გადაცემის ვიდეოჩანაწერს აზრიარებდა. გადაცემა, რომელიც თავად კალაძის თქმით, “ცრუ მთავარი არხის”, ,,ტყუილში პირველებისა” და “ფორმულას” სიუჟეტებს შეეხებოდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელე არხების სიუჟეტების მერისეულ ანალიზს დაეთმო. აღნიშნული ფეისბუკ პოსტი დასპონსორებული სახით გავრცელდა.  

""

Crowdtangle-ს საძიებო სისტემით გადამოწმების შედეგად, 29 ივნისის მონაცემებით ირკვევა, რომ ამ თემაზე ფეისბუკში ორი პოსტი იყო დასპონსორებული.

"

"

აღნიშნული პოსტი 46 ფეისბუკ გვერდსა და საჯარო ჯგუფში გაზიარდა, მათ შორის მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ გვერდებზე, ასევე სხვადასხვა თემატურ გვერდებსა და ჯგუფებში და 3 მედია საშუალების ფეისბუკ გვერდზე.


 

თბილისის მერის ფეისბუკ გვერდის აღნიშნული პოსტი სამმა ონლაინ მედიამ - Pia.ge, მარშალპრესი, ongo-მ გააზიარეს, ხოლო ongo კახი კალაძის გადაცემას ყალბ ინფორმაციაზე პირდაპირ live-ში გადაცემდა.

""

"

იმის გასარკვევად, ხდებოდა თუ არა ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლაზე თბილისის მერის ფეისბუკ პოსტის ბიუჯეტიდან დაფინანსება, “მითების დეტექტორმა” მერიას 29 ივნისს როგორც წერილობითი შეკითხვით მიმართა, ასევე პრეს-ცენტრთან სატელეფონო კომუნიკაციაც ჰქონდა. თბილისის მერიას აღნიშნულ საკითხზე პასუხი ჯერ არ მოუწოდებია.

რა თანხებს ხარჯავს მერიას სოციალურ ქსელებში რეკლამაზე?

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს  სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, რაიონული გამგეობების, მერიის სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით განთავსებული ინფორმაციისა და აქტივობების დასპონსორების მომსახურეობაზე 170 000 ლარი იყო გათვალისწინებული (შესყიდვა CMR190000570). ხოლო სააგენტოს ვებ- გვერდზე განთავსებული შესყიდვის (CMR200001380) განკარგულების მიხედვით, სოციალური ქსელებით თბილისის მერიის საქმიანობიასთან დაკავშირებული აქტივობების რეკლამირებაზე 2020 წელსაც 170 000 ლარია  განსაზღვრული. 


მოამზადა მარიამ პატარიძემ