დაგვიცავს თუ არა მარიხუანა, ძროხის შარდი და მათეთრებელი საშუალებები კორონავირუსისგან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

dg
634
VIEWS

Poynter-ის ინსტიტუტის საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელმა კორონავირუსთან დაკავშირებით 398 მასალა გამოაქვეყნა, რომელთაგანაც ათეულობით შემთხვევა კორონავირუსის თავიდან აცილებისა და/ან მისგან განკურნების ცრუ მეთოდებს შეიცავდა. გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებულ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის საშუალებებზე, რომელიც Poynter-ის წევრმა ფაქტჩეკერებმა გადაამოწმეს:

ქლორინ დიოქსიდით “განკურნება”. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტვიტერის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქლორინ დიოქსიდის მათეთრებელი სითხის დალევა ადამიანებს კორონავირუსისგან კურნავდა. PolitFact-მა აღნიშნული ყალბი ამბის შესახებ დაწერა, რომ მას რეალურად სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები ახლავს.

"

C ვიტამინით “განკურნება”. ინდოეთში WhatsApp-ით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინდოეთის ჯანმრთელობის სამინისტრო მოქალაქეებს კორონავირუსთან საბრძოლველად C ვიტამინის მიღებას ურჩევდა. მსგავსი ინფორმაცია მალევე გავრცელდა ბრაზილიაშიც, როგორც WhatsApp-ის ისე Facebook-ის საშუალებით.

"

ხელის დასაბანი გელით “განკურნება”. იტალიაში და ტაივანში ცნობები კორონავირუსისგან თავის დასაცავად ხელის დასაბანი პროდუქტების შესახებ  ვირუსულად ქვეყნდებოდა. Pagella Politica აღნიშნული ხელის დასაბანი გელის მწარმოებელსაც დაუკავშირდა და ამასთან დაკავშირებით მასალა მოამზადა, სადაც ახსნილი იყო, რომ პროდუქტი 2010 წელს შეიქმნა და 2019 წლის დეკემბერში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ტიპის ვირუსთან საბრძოლველად ეფექტიანი ვერ იქნებოდა.

"

ნივრის სუპით “განკურნება”. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც კორონავირუსს დაუპირისპირეს, ნიორია. ინფორმაცია, თითქოს ნივრის სუპი პრევენციისთვის გამოიყენება, არაერთ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის კორეაში, განაში, ინდოეთში. საქართველოში ნიორზე გავრცელებულ ცნობებზე 29 იანვარს “მითების დეტექტორიც” წერდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, “ნიორი ჯანმრთელი საკვებია და ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნივრის ჭამა ვინმეს ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაიცავს.”

"

მარიხუანით და ძროხის შარდით “განკურნება”. და ბოლოს, არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება, რომ მარიხუანა ან ძროხის შარდი კორონავირუსს ანადგურებს. აღნიშნული ცნობები თავდაპირველად ინდოეთის სოციალურ ქსელებში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა.

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist