დაუჩოქეს თუ არა ამერიკელებმა ჩინეთის დროშას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფეს
153
VIEWS

AFP Fact check-ის მიხედვით

ჩინეთის დროშის წინ მუხლმოდრეკილი ხალხის ამსახველი ფოტო მრავალ სოციალურ ქსელში, მათ შორის Weibo-ზე , Twitter-ზე  და Facebook-ზე გაზიარდა და ვრცელდებოდა ისე, თითქოს გადაღებული იყო აშშ-ში, პოლიციის სისტასტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს. სინამდვილეში ფოტო ყალბია და მასზე პლაკატიც და ჩინეთის დროშაც ხელოვნურად, სპეციალური პროგრამის საშუალებით არის ჩასმული.

ფოტო Weibo-ზე 2020 წლის 1 ივნისს გამოქვეყნდა. მასზე ჩანს თითქოს ადამიანთა ჯგუფი მუხლმოდრეკილი დგას ჩინეთის დიდი დროშის წინ, ზოგიერთი კი მას უკანა ფონზე აფრიალებს. ერთ-ერთ პირს ხელში პლაკატი უჭირავს წარწერით “გვიშველე, ჩინეთო”.

"

ფოტოს აღწერილობა ჩინურიდან შემდეგნაირად ითარგმნება:

“ამერიკელი დემონსტრანტების სლოგანი: ჩინეთო, დაგვეხმარე რომ ვისუნთქოთ! გვიშველე ჩინეთო!” #USRiots #USProtestersHasCovered22States32Cities

იგივე ფოტო, მსგავსი მოწოდებებით გავრცელდა Twitter-ზე, ასევე Facebook-ზე და ონლაინ-ფორუმ 4chan-ზე.

Google reverse image search-ის საშუალებით მოიძებნა ფოტოს ორიგინალი, რომელიც Reuters-ზე 2020 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა.

"

ორიგინალი ფოტოს აღწერილობაში წერია: “მშვიდობიანი მომიტინგეები US Bank Stadium-ის წინ წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ აშშ-ში, მინესოტის შტატში, მინეაპოლისში მოკლულ ჯორჯ ფლოიდს, პროტესტის მე-4 დღეს, 2020 წლის 29 მაისს. ფოტო გადაღებულ იქნა 2020 წლის 29 მაისს. როიტერსი/ნიკოლას პფოსი.”

Reuters-ის ფოტოზე არც ჩინეთის დროშები ჩანს და არც პლაკატი წარწერით “გვიშველე, ჩინეთო”.  შეგიძლიათ, შეადაროთ გაყალბებული გამოსახულება (მარცხნივ) და Reuters-ის ფოტო (მარჯვნივ):

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist